მოგახსენებთ ჩემ საკუთარ მოსაზრებას და გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენც, ყოველგვარი ლანძღვისა და ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე.
თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ამ თემაში არ მსურს მთავრობაზე საუბარი, ვიცი რა ხეპრეებიც, უვიცები და კრიმინალები არიან, ამაზე აქედანვე შევთანხმდეთ. მათ ლანძღვასა და კრიტიკაში თქვენ გვერდით ვარ, ოღონდ სხვა თემაში.
მინდა ვისაუბროთ ოპოზიციის შეცდომებზე, რომ მომავალში მაინც მოხდეს ფაქტების გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანა.
ხელისფულებმა თავისი ბრიყვულ/დანაშაულებრივი ქმედებით (გავრილოვის თემას ვგულისხმობ) გამოიწვია ქართული საზოგადოების (და პოზიტიურია, რომ მათ შორის ახალგაზრდობისაც) დამსახურებული გულისწყრომა. გულანთებულმა ადამიანებმა მყისიერი რეაქცია მოახდინეს ამ უგუნურ საქციელზე და მომხდური ოკუპანტი მტრის მოციქულის საქართველოდან გაძევების შემდეგ ვნებათაღელვამ გადაინაცვლა (რა თქმა უნდა) საქართველოს პარლამენტის წინ. ადრე თუ გვიან, აქცია რაც არ უნდა სპონტანური იყოს, დიდ ხანს ვერ გატანს თუ ვიღაცამ არ ითავა ორგანიზატორობა.
ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ "არ გვინდა პოლიტიკოსები, ნუ გაგვეკარებიან", ეს მაინც გარდაუვალი პროცესია. ჭკვიანი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ძალა ამ საკმაოდ მძლავრ ტალღას მოაქცვს სწორ კალაპოტში. მაგრამ ვაი, რომ არ გვყავს ჭკვიანი ხალხი, პოლიტიკოსები, ვინც ბრძნულ ნაბიჯებს გადადგამს.
და აი რა მოხდა ...
1. ხელისუფლებამ ჯერ მიქარა (გავრილოვის თემაზე), მერე ჩაისვარა პატარა ბავშვივით და აღიარა თავისი შეცდომა (ნუ სიტყვა შეცდომა ძალიან მსუბუქია იმასთან შედარებით რაც სინამდვილეში ჩაიდინეს);
2. ჭკვიან და მართლა სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამსჭვალულ ოპოზიციას შეეძლო მთავრობის მიერ აწეული ეს "სატოპკე" კარგი "ტოპკით" დაესრულებინა და გამძვინვარებული ხალხის ძალისთვის სწორი მიმართულება მიეცა;
3. მოგვიანებით, მწვავე ფაზის მოახლოებისას, ნაციონალებმა სცადეს სადავეების ხელში ჩაგდება. გაათვითცნობიერეს რა, რომ ეს მათთვის რეალური შანსია და მოინდომეს ვარდების რევოლუციის სცენარის გამეორება;
4 მაგრამ ვერ გათვალეს, რომ მათ რეალურად აკლდათ (ადგილზე) მიშას ქარიზმა - ეს ერთი, ხალხის მასა (რაოდენობა) არ იყო იმდენად კრტიკული (მაშინ ელემენტარულად მთელი პარლამენტის შენობა ალყაში იყო და გარშემო ტერიტორიებზე კიდე არ იყო ხალხის ტევა), რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა - ეს ორი და მესამე, ეხლანდელი პოლიცია აღარაა თუნდაც ედიკას დროინდელი პოლიცია, რომელიც განზე გაიწია, ესენი კი ყველაფერზე არიან წამსვლელები;
5. ეს დეტალები ან ვერ გათვალეს, ან შგენებულად წავიდნენ ვაბანკზე (იმის შიშით, რომ ესეთი შანსი აღარ მოგვეცემაო. მაჭუტაძეც კი გამოჩნდა), როდესაც მოუწოდეს ხალხს პარლამენტში შეჭრა/შესვლისაკენ;
6. როგორც კი ძიძგილაობა დაიწყო, პოლიციელებმა ცოტა ხანი ითმინეს (შეგნებულად) და მერე უკვე მიიღეს ბრძანება - ფას !!!
7. და მოხდა ის, რაც მოხდა ... ფაქტიურად ძაღლი რო აუშვა და მიუქსიო ადამიანს ამისი მსგავსი ამაზრზენი და სამარცხვინო სცენა იყო, გაჟღერებული პოლიციელბის არაპროფესიონალიზმითა და ზოგიერთი მათგანის აშკარა სიძულვილით (სხვათაშორის ეს იგივე პოლიციაა, რომელიც მიშას დროსაც არბევდა).
ფაქტიურად, ოპოზიციამ მთავრობის მიერ აწეულ "სატოპკეს" კარგი "ტოპკა" კი არ მოაყოლა, უარესი, უფრო ხელსაყრელი "სატოპკე" აუწია მელიას იმ ბრიყვული მოწოდებით და ამ შემთხვევაში (ოპოზიციისაგან განსხვავებით), მთავრობამ ეს "სატოპკე" შეირგო. იურიდიულად (ფორმალურად რა თქმა უნდა) ხელ ფეხი გაეხსნათ.
რა უნდა ექნათ?
მრცხვენია ამისი თქმა, მაგრამ სომხებისგან მაინც აიღონ მაგალითი.
ფაშინიანის ნაირი ჭკუის კაცი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა მშვიდობიანად და ამ მათხოვრებს კუდით ქვას ასროლინებდა ყოველგვარი ძალადობის გარაშე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად.
უნდა დაშლილიყვენ გუშინ საღამოს, დამსხდარიყვნენ, გაეანალიზებინათ ყველა დეტალი როგორ სწვდომოდნენ მთავრობას ენაზე (და ამოეგლიჯათ ის ენა, სანამ მიზნამდე არ მივიდოდით), როცა აღიარეს თავიანთი სიბრიყვე. უნდა დაეგეგმათ ბრძნულად, ეს მათი ბრიყვული ნაბიჯები როგორ გამოეყენებინათ ქვეყნის საკეთილდღეოდ და ჩვენი საერთო მომავლისათვის.
პერნამენტული, ყოველდღიური აქციებით, ყოველგვარი ძალადობისა და შევარდნის მოწოდებების გარეშე.
ევლოთ ქუჩა-ქუჩა, წრეზე, გარშემო და ხალხიც რო ნახავდა არანაირ ძალადობას არ აქვს ადგილი, ნელ-ნელა, 2 დღეში, 3 დღეში 1 კვირაში იმდენი ხალხი გამოვიდოდა, რომ ბიძინა თავისით გაიქცეოდა.
მოკლედ, ლამისაა გული გამიჩერდეს ნერვიულობით
არა ძალადობას, არა დიქტატურას, გაუმარჯოს თავისუფალ საქრთველოს !!!