მოკლედ ჩვენ მიზანიმართულად შეგვათრიეს ისეთ პარადიგმაში, სადაც ყველა ვინც კი ანტიბიძინაა ავტომატურად ნაციონალია.
ეი ბოდიშოკრატია როგორც მმართველობის ფორმა და პოლიტიკისგან დაცლილი პროტესტი, როგორც ბოდიშოკრატიის სიმბოლო ან გამოვლინება

ამ პირობებში ხალხში იმდენად დააჩლუნგეს პოლიტიკური თვითშეგნება და არაფერს ვამბობ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომ ერთგვარი
მორალური ბარიერია შექმნილი სადაც აი ზემოთ ჩამოთვლილი ბოდიშოკრატიაა პროტესტის ერთადერთ სწორ ფორმად მიჩნეული და სხვა ყველაფერი ცუდია.
ეს რა თქმა უნდა მთავრობის და ივანიშვილის შექმნილი მოდელია, რომლითაც არამარტო იოლია ძალაუფლების შენარჩუნება, არამედ კარგი ხელსაწყოა
ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მოსაშორებლად რომელიც წავა მთავრობის და ივანიშვილის წინააღმდეგ.
წამოვიდნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ? ავტომატურად გახდნენ ნაცები
მარგველაშვილი არ დაემორჩილა ბრძენის მითითებებს ? ავტომატურად გახდა ნაცი
გამოჩნდა პოლიტიკაში ელისაშვილი ? ავტომატურად გახდა ნაცი
სარალიძემ რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ ? ავტომატურად გახდა ნაცი
გუბაზი შეუერთდა ოპოზიციას ? ავტომატურად გახდა ნაცი
ანუ ყველა ვინც კი მიდის ივანიშვილის წინააღმდეგ იხარშება ნაციონალების ქვაბში და მოსახლეობის რაღაც ნაწილით ცხვარივით მიჰყვება ამ ნარატივს.
ერთადერთი გზა ამ პარადიგმის მოშლის არავის ისევ და ისევ გაერთიანებაში, რომელიც ა) ოპოზიციის შიგნითვე ფილტრავს იმ ხალხს რომელიც ზემოთ
ჩამოთვლილი მოსაზრებებით აფუჭებს ნებისმიერ პროტესტს ბ) რაც შეიძლება წმინდა და გაუსვრელი ხალხით აკომპლექტებს წინა ხაზებს რომ ამ ნარატივს
საერთოდ საფუძველი დაეკარგოს და კომიკურად იქცეს.
სხვა შემთხვევაში სანამ ჩვენ ვიყოფით ანტიბიძინისტებად, ნაცებად, გირჩებად და ზემოთ ჩამოთვლილი პარტიების მიმდევრებად, რაც ძალიან ბევრია ერთი ქვეყნისთვის
ჩვენივე არაორგანიზებულობით ვკარგავთ იმ ძალას, რომლის გარეშეც აზრი არ აქვს მოქმედებას და ტყუილად ვკარგავთ ძვირფას დროს.
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი