#54849792 · 21 Jun 2019, 19:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (karlsoni @ 21 Jun 2019, 19:16 ) | vaxo55
QUOTE | მე მგონი გეშლება. პირველი პუნქტი გაწყობს და იმიტომაცაა შენთვის მიუღებელი. |
??? ეს ვერ გავიგე. . . . რა არის ჩეთვის მიუღებელი?
QUOTE | ესე იგი შენის აზრით ხალხი(რაციგულისხმება ამ სიტყვის ქვეშ) საამურად ცხოვრობს? რატომ გარბის ამ ქვეყნიდან სალხი,ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს? კიდევ ერთ პუნქტს დავამატებდი-როდის იყო,რომ მაძღარს ესმოდა მშიერისაო. |
არა. ხალხი ძალიან გაჭირვებულია და ქოცები რეგულაციების შემოღებით (ტეხასმოტრები, სიგარეტის აქციზების გაძვირება, ბენზინის გაძვირება, დოლარის კურსი და.ა.შ.) უფრო გაუჭირეს ცხოვრება. უბრალოდ ზღვრულ დონემდე (ისევ ჩემი აზრით) კარგა ბევრი აკლია და მანამდე გამოიცვლება ქოცხელისუფლება. . . . მგონია "ხალხს აღარ სურს ძველებურად ცხოვრებაში" ცოტა უფრო სხვა რამე იგულისხმებოდა. . . . კერძოდ, როდესაც იმდენად გაუსაძლისია ცხოვრება, რომ ხალხს ურჩევნია რევოლუცია რისკოს. არადა რევოლუციას, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის არ მოაქვს განვითარება.
|
"ზღვრული დონე" ბატონო ჩემო საკმაოდ ამორფული და ძნელად განსაზღვრებადი მოცემულობაა ის, რითაც კმაყოფილი იქნება ქართველი, ფრანგი მსგავსის პროტესტის გამო ბარიკადებზე თავს შეაკლავს, ხოლო ვინმე აფრიკელი ალბათ იოცნებებს ჩვენნაირ აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას გამომდინარე ინფორმაციული ბუმისა, საზღვრების გახსნისა და სხვა მრავალი ფორსირებადი ფაქტორის გამო რასაც გლობალიზაციის "სიკეთეს" მოაქვს, ვინ იცის ქართველმაც შეიცვალოს მსოფლმხედველობა იმაზე სწრაფად, ვიდრე ისტორიის გამოცდილება გვასწავლის და უცებ სხვა მოთხოვნილებები გაუჩნდეს, მაგრამ ჯერ ჯერობით ამის ნაკლებად მჯერა ტაკ ჩტო ჯერ კიდევ ვიჭრიალებთ კაი ხანს ჩვენ ჩვენი ბიძინა გვაქვს მოსახადი
--------------------
კოხტაია, ხმალი!
|