ხელისუფლებამ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა და ისევ აგრძელებს — კვირიკაშვილი 20 ივნისის აქციაზე
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, მთავრობაში პირველი შეცდომა [სერგეი გავრილოვის თავმჯდომარის სკამში დაჯდომა] აღიარეს, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანეს. მისივე თქმით, სამართლიანად აზვირთებული მუხტი ოპონენტებმა "დესტრუქციულად წარმართეს", რის შემდეგაც ხელისუფლებამ უფრო მძიმე შეცდომა დაუშვა.
"რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები. როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ), რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დასახიჩრდა პლასკიკური ტყვიით და რამდენიმემ მხედველობაც დაკარგა, ვფიქრობ იგივე ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო", — წერს კვირიკაშვილი ფეისბუქგვერდზე.
ექსპრემიერი ამბობს, რომ პროფესიულ პოლემიკაში წასვლა არ სურს, მაგრამ პოლიციელების ადგილზე დროულად მიყვანა, ან მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება საკმარისი იქნებოდა დემონსტრანტების შესაჩერებლად. ამავდროულად, ის ამბობს, რომ პოლიციელების კორდონზე შეტევა გაუმართლებელია.
კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით.
"ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში", — აცხადებს ის.
კვირიკაშვილი ხელისუფლებას "ჩიხიდან გამოსასვლელად" პოლიტიკურ რეფორმებს სთავაზობს, რომელიც 4 ნაბიჯს მოიცავს. კერძოდ, გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, საკონსტიტუციო ცვლილებებს მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად და არჩევნებში მონაწილეობის მიღების სავალდებულოდ გახდას.მისი თქმით, ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს არჩევანის თავისუფლების იდეას, მაგრამ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობს. მისივე თქმით, ეს დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.
https://on.ge/story/39594-%E1%83%AE%E1%83%9...%83%96%E1%83%94
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )