დღეს ვინც კითხვას გისვამთ და გეკამათებათ საკითხზე თუ რატომ არის საჭირო საქართველოში მაჟორიტარების გაუქმება, არის ტროლი. კი იცით ვისიც. ჰოდა შეეშვით რა... რატომ კვებავთ ტროლებს?
აი გაეცანით ამას, ფორუმის წესებში წერია:
ტროლინგის მთავარი მიზანია საზოგადოების გაყოფა ამა თუ იმ ხერხით. გამომწვევი, სარკაზმული, მაპროვოცირებელი ან იუმორისტული დატვირთვის მქონე ტროლური შეტყობინებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩაითრიოს სხვა მომხმარებლები უაზრო კონფრონტაციაში. რაც უფრო ხმამაღლა რეაგირებს საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსია შემდგომი ტროლინგისა ინიციატორის მხრიდან, რადგანაც ეს ამოწმებს მის მტკიცებას იმას თაობაზე, რომ გარკვეული ქმედებები აღწევს მის მიზანს ქაოსის გამოწვევაში.
ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ფორუმზე აქვეყნებს შეტყობინებას, რომელშიც ღიად და გულწრფელად გადმოგვცემს თავის გრძნობებზე. გამოცდილმა ტროლებმა იციან, რომ ყველაზე ადვილია მისი წყობიდან გამოყვანა, თუ ტროლად მოიხსენიებენ მას. ან, მაგალითად, ადამიანს მაშინვე არ ესმის, თუ როგორ ჩაჯდეს ამა თუ იმ ფორუმის საზოგადოებრივ ჩარჩოებში. მისი ქმედების გამო, თუნდაც ის სულ მცირედით არ შეესაბამებოდეს ნორმას (ხშირად არამიზანმიმართულს და საპატიო მიზეზების მქონეს), მას აწებებენ იარლიყს "ტროლი". ხშირად რთული გასარჩევია მონაწილე, რომლისთვისაც უცნობია ფორუმის საყოველთაოდ მიღებული ნორმები იმ მონაწილისაგან, რომელიც განზრახ მიმართავს ტროლინგს. სამწუხაროდ, ბევრი მომხმარებელი აგრესიულად რეაგირებს პირველსავე ზემოთაღნიშნულ ტროლინგ-ქმედებაზე ახალბედების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, ზოგჯერ ნამდვილ ტროლებად აქცევს ამ უკანასკნელთ.
არ არის რეკომენდებული ტროლითვე უპასუხოთ. რაც ნაკლები რეაქცია იქნება მის გზავნილზე, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მისი ჩარევა გავლენას იქონიებს დისკუსიის საერთო მიმდინარეობაზე. პასუხების გაცემისას რეკომენდებულია, შეეცადოთ პირველივე ფრაზით დაეთანხმოთ მის გამონათქვამს - ეს მის დეზორიენტაციას გამოიწვევს და შესაძლებელია კონსტრუქციულ დიალოგშიც კი ჩააბას. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ტროლთან დათანხმებას მოჰყვება მოკლე და კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც აღადგენს ლოგიკას და სამართლიანობას.
https://forum.ge/rules.htmlჰო, ტროლების საყურადღებოდ... ესეც წერია მაგ ბმულზე: ტროლების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა მოდერატორის ჩარევა.
მოკლედ ვხურავ ახლა ამ თემას. თქვენ კი პატივცემულო ფორუმელნო, დაიმახსოვრეთ ვინ ტროლაობდა ამ თემაში და შეეშვით მათთან დისკუსიებს.
This post has been edited by Saturn on 23 Jun 2019, 17:43