#54860695 · 23 Jun 2019, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ რუსეთი ჩვენი მტერია - ე.ი. სანამ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში და, აქედან გამომდინარე ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთ, რუსეთი უკრძალავს თავიანთ სახლებში დაბრუნებას - რუსულ მხარესთან ნებისმიერი ოფიციალური ინტერაქციის (საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე) საგანი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა.
გავრილოვის, როგორც რუსეთის ოფიციალური პირის, თბილისში მოწვევა არ შეესაბამებოდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს!
ამის შესაბამისად დგება მთელი მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი!
--------------------
"მტრის ჯავრის ედგას ლოგინი, მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს, იქ იდგეს ხმალამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს, გაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს"...
ვაჟა
|