ჩვენ ხშირად უნდა ჩავიხედოთ 90-ების გამომწვევ მიზეზებში რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ.
90-ები გამოიწვია მოსახლეობის ისეთმა რადიკალიზაციამ, როდესაც დიალოგის შესაძლებლობა იყო გამქრალი..
დღეს რა სიტუაცია გვაქვს ეი რას ითხოვს რუსთაველზე გასული ხალხი -> არა ბიძინას და ოცნებას ეი აშკარა პრორუსულ კურსზე გადასვლის მცდელობებს.
გავრილოვი როგორც ტესტი და მაიმუნობა, კობახიძის დატოვება აქციის სასტიკ და დაუნდობელ დარბევამდე -> საკმარისი მიზეზებია რომ ასე იფიქრო.
და ხელისუფლების იგნორიც, მხოლოდ აძლიერებს ამ ეჭვებს, ვიდრე ასუსტებს.
ამ ყველაფრის საფუძველზე აქცია ახერხებს გააერთიანოს ყველა ის ქართველი, რომლისთვისაც რუსეთზე დიდი და აღმატებული ბოროტება არ არსებობს.
ახლა კონტრაქცია რას გააერთიანებს.
1) კონტრაქციაზე მდგარი ხალხის 100%-სთვის (ჩემი აზრით) რუსეთზე აღმატებული ბოროტება არის ნაციონალური მოძრაობა. თუ ეს ასე არაა - რატომ დგახარ "იქ" და არა "აქ"

2) როცა "შენთვის" პუტინზე აღმატებული ბოროტებაა სააკაშვილი, დასავლეთი როგორც სააკაშვილის "დამცველი" - არის უფრო მიუღებელი ვიდრე რუსეთი.
3) ქართული "კონსერვატიზმი", რომელიც მხოლოდ ენას და სარწმუნოებას იცავს და მამული სულ ###ზე კიდია

ლიბერალიზმი / დასავლეთი როგორც რუსეთზე უფრო დიდი მტერი
აი ეს ზემოთ ჩამოთვილი ქმნის იმ პარადიგმას, რომელიც აერთიანებს ერთ დიდ "მძღრენს" -> პრორუსულ და პროგუბერნიულ იდეოლოგიას საქართველოში. და შეფუთულად ბიძინამ
და მისმა რუპორებმა დაარქვეს -> "რაციონალური პოლიტიკა", ილიას სიტყვების კონტექსტიდან ამოგდებული და დამახინჯებული გაგებით -> "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს".
შედეგად აი ამ ორ მხარედ როდესაც იყოფა ხალხი და მე ვხედავ ამის მცდელობებს, იქ ჩვენ შეიძლება რაღაც დიდი საშინელების ზღვარზე მივიდეთ.
იმიტომ რომ არ შეიძლება დღეს ჩვენ გვქონდეს იმაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ვიდრე "რუსეთის იმპერიალიზმის სიძულვილია" და არ შეიძლება ასპარეზი მივცეთ
იმ ხალხს, ვისაც ამ ფუნდამენტში "ნაცების სიძულვილის" ჩადება უნდა და რატომღაც ივიწყებს "მხედრიონს"

, მოქკავშირს, ქურდების ინსტიტუტს,
ნებისმიერ იმ ძალას რომელსაც არანაკლები ბოროტება აქვს ჩადენილი და პირველ რიგში "რუსეთის იმპერიალიზმს".
ხოდა რაფერ გამოვა ახლა ამ ორი მასის ერთად "ძოვა".
9 აპრილის მიტინგზე მდგომი ხალხისთვის, მაშინდელ კომუნისტებს კონტრაქცია რომ გაემართათ არც იქ მოხდებოდა კაი საქმე
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი