FROM GEORGIA3000000 ამომრჩევლის 0.67 % არის 20 000 კაცი და 12 - 13 ხმა როგორ ჭირდება ერთ მანდატს?
https://old.civil.ge/geo/article.php?id=27449QUOTE (ajai @ 24 Jun 2019, 12:46 )
Irakli Melashvili
6 mins ·
ავოეე, არჩევნებზე მოსული 0.67 % ამომრჩევლის ხმა დაჭირდება უბარიერო სისტემაში 1 მანდატის მოპოვებას. სადღაც 11-13 ხმა მაქსიმუმ! ახლა მოვემზადოთ დიდი ცირკისთვის. აღარ მახსოვს, რამდენი ათეული სუბიექტი მონაწილეობდა 1992 წლის არჩევნებში, მაგრამ .... აბა ახლა დაიყრება ერთკაციანი პარტიები! გარწმუნებთ საარჩევნო ბიულეტენი ერთი დიდი გრაგნილი იქნება. პოლიტიკური პროცესის სრული მარგინალიზაცია, ხოლო დემოკრატიის ნაცვლად კი ამ ცნების სრული პროფანაცია შეიძლება მივიღოთ ! ძველი გამოცდილებით, ძალიან მრავალპარტიული, პოლიტიკურად ძალიან ჭრელი პარლამენტი კი დემოკრატიულობის გარანტი კი არა, უპრინიციპო პოლიტიკური ვაჭრობის ცენტრი გახდება (მე თქვენ გეტყვით პარტიები არ იზამენ! ). ამ ცვლილებების შედეგად დიდია ალბათობა რამდენიმე სცენარის ან მათი კომბინაციის:
1. მივიღოთ ძალიან არასტაბილურ ხელისუფლება, პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისები, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ძალიან საშიშია,
2. დავემშვიდობოთ არაპოპულარულ, მაგრამ აუცილებელ რეფორმებს. გვეყოლება არა რეფორმებზე არამედ, პოპულულიზმზე ორინტირებული მთავრობები;
3. მივიღებთ უფრო მეტად კლანურ სისტემას პოლიტიკაში, იმიტომ რომ რეალობაში ჩვენთან პარტიები არა საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები, არამედ ლიდერების გარშემო მოკრებილი კლანებია.
4. შესაძლბელია, მყვირალა, ჭრელი და გადაწყვეტილებების ვერმიმღები პარლამენტის ფონზე ძალიან გაძლიერდეს ერთადერი სტრუქტურა, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტში შესულ მრავალრიცხოვან, მაგრამ სუსტ პარტიებთან წარმატებული ვაჭრობის შედეგად რეალურად გაზრდის თავის გავლენას!
5. სანახაობა ნამდვილად გვექნება, პური და განვითარება რა გითხრათ.
P.S. მაპატიეთ ასეთი ემოციური კომენტარი, მაგრამ ვერ ვიქნები ოპტიმისტი ამ ვითარებაში და არ ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა!
კარგია ეს ანალიზი
ახლა ნულოვანის ავტორების და დამცველების არგუმენტების მოსმენაა საჭირო და შემდეგ აზრის ჩამოყალიბება ,საზოგადოების ცალკე მნიშვნელოვანია მაგრამ მეც არ მაქვს კონკრეტული პოზიცია რაჯობია
იმედია ყველა ასე მიუდგება ამ საკითხს და არა პარტიული კუთვნილების პროპორციულად, ,,ჩემ პარტიას ასე აწყობს და მეც ამ პოზიციაზე ვარ" პრინციპით
This post has been edited by Philadelphia_lovers on 24 Jun 2019, 12:58