მერვე კლასში ვიყავი. მაშინ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟი იყო. სკოლის ბიბლიოთეკა გავტეხეთ, მე ავიყოლიე ბიძაშვილები. მაშინ საბჭოთა საქართველო იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატოში გაწევრიანების მომხრე ვიყავი. გამოვიტანეთ ყველა წიგნი, რაც კომუნისტურ ყრილობებს ეხებოდა. ერთი სიტყვით, საბჭოთა ლიტერატურა გამოვიტანეთ და დავწვით.