ხმების დათვლაეს ჩემი გახსნილი თემაა,რომელსაც გამოხმაურება არ ჰქონია.
დათვლა-ეს არის უბრალო არითმეტიკა და უკავშირდება უბრალო პროცედურას-სხვადასხვა კანდიდატის ხმები ერთმანეთს უდიდესის გამოსავლენად.პოლიტიკოსებმა ეს უბრალო პროცედურა გადააქციეს ერთ ვაი-უშველებელ მოვლენად და თავისებური ბინძური ხასითი მისცეს.არჩევნების გაყალბება მარტო აქ არ ხდება საქართველოში. ამ ბოლო დროს თითქმის ყველა ქვეყანაში გაყალბდა თუ არა ღმერთმა უწყის,მაგრამ ყველგან წაგებული ჩივის,რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი,თუმცა არ არსებობს ამის მტკიცებულება.
არჩევნების პროცედურა დემოკრატიული პრინციპების დაცვით-ფარული კენჭისყრის წესით ტარდება,რომ არჩევნების შემდეგ არჩეულმა არ იცოდეს მისი მოწინააღმდეგეების ვინაობა.ასევე ხშირად ხდება ასეთი რამ-ვიღაცამ მოიტანა ათობით ბიულეტენი და ჩაყარა საარჩევნო ყუთში.ან ყუთი გაიტაცეს უცნობმა პიროვნებებმა და ყუთი იპოვეს საარჩევნო შტაბიდან მოშორებით.და ა.შ.
ახლა წარმოვიდგინოთ არჩევნების ჩატარების ასეთი პროცედურა:
მოხდა მოსახლეობის აღწერა.დარიგდა შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი.დადგა არჩევნების დღე.შევიხედოთ ერთ-ერთ საარჩევნო უბნის ოთახში(ისე გარეთაც შეიძლება).
არის რამოდენიმე ტაბლო ნულოვანი ჩვენებებით,რომელთა რაოდენობა უდრის კანდიდატების რაოდენობას კანდიდატების გვარებით.მოვიდა ამომრჩეველი ნიღბით(მაგალითად მელიის,ან სპანჩბობის).გაიარა სათანადო მარკირება. მივიდა კანდიდატების დაფასთან და დააჭირა კანდიდატის ქვეშ ღილაკს.ამ კანდიდატის ხმის მიმცემთა რაოდენობის რიცხვი ყველას თვალწინ ერთით გაიზარდა.ჩაჯდა სპანჩბობი ავტომობილში და დაბრუნდა სახლში.ტაბლოს უყურებს ყველა და ყოველთვის ნათლად ჩანს ძალთა თანაფარდობა.
ვერ გეტყვით,რა ზედსართავი სახელებით შეიძლება ამ პროცედურის შემკობა და რამდენად მისაღებია ისეთი მაღალდემოკრატიულ ქვეყანაში-როგორიც ჩვენ ვართ,მაგრამ ამაზე შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ.ნიუანსებზე არ მიფიქრია-გოგორიშვილების ხანაში ვცხოვრობთ ბოლო-ბოლო და შეგიძლიათ თქვენი ვერსიაც დადოთ.
გახსოვდეთ!!! ნიღაბს ყველა პოლიტიკოსი ატარებს.
This post has been edited by vaxo55 on 28 Jun 2019, 15:42