#55019464 · 24 Jul 2019, 13:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gvido
QUOTE | შავლეგა რეზერვი რა საჭიროა? რომ სწორად დახარჯო ხო? |
მე შემდეგ ძირითად ფუნქციებს გამოვარჩევდი : შავი დღისთვის გადადებული ფული + ერთჯერადი დეფიციტის აღმოსაფხვრა + აჟიოტაჟური ქცევის თვიდან აცილება + დიდი რეზერვის უბრალოდ არსებობა განაპირობებს სტაბილურ ქცევებს ბაზარზე. დიდი რეზერვის უბრალოდ არსებობაც კი აზღვევს ქვეყანას ისეთი სცენარის განვითარებისგან, რომელსაც წლებია აქ ხატავდნენ "არატროლები" და ახლა ხატავენ, მაგ. 3.0 კურსის არსებობის შემთხვევაში. ძალიან მარტივია - ვინც გავარდება მაგ დროს ბაზარზე და არასაჭირო ვალუტას იყიდის (არ არის იმპორტიორი, არ მიდის საზღვარგარეთ, არ რიცხავს საზღვარგარეთ და ა.შ.), დგას რისკის ქვეშ, რომ დიდი ალბათობით დაზარალდება, ვინაიდან აჟიოტაჟური ქცევის დასრულება შეიძლება მოხდეს უსწრაფესად რეზერვის გამოყენებით და არც ისე დიდი თანხა დასჭირდეს. ამრიგად, აჟიოტაჟური ქცევის ალბათობა და მოსალოდნელი მასშტაბი რეზერვის მოცულობის უკუპროპორციულია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეზერვის მოცულობა უნდა იზრდებოდეს და უცვლელი არ უნდა დარჩეს ეკონომიკია ზრდასთან ერთად. დამატებით - უნდა იზრდებოდეს ქვეყნის ეკონომიკის რეპუტაციის ზრდის უფრო მეტად და მეტად სტაბილურად პოზიციონირების მიზნით.
QUOTE | ერთი ეგ მითხარი 1.65დან რომ 2.90ზე ავიდა ნაბიჯ ნაბიჯ ეტაპობრივად. ანუ რაღაცაშია პრობლემა ხო ასეა? |
პრობლემა რა თვალსაზრისით? რიგითი პირისთვის მიკროეკონომიკურად, ეკონომიკისთვის მაკროეკონომიკურად, თუ პოლიტიკურად? კითხვა დაკონკრეტებას საჭიროებს.
QUOTE | ანუ რაღაცაშია პრობლემა ხო ასეა? მაკროეკონომიმკური მაჩვენებლები ნორმაშია ფრაზა არ ჭრის |
თუ ვსაუბრობთ არის თუ არა პრობლემა მთლიანი ეკონომიკისთვის - ვალუტის კურსი ცალკე აღებული არ მიუთითებს პრობლემის არსებობაზე. ნომინალური ვალუტის კურსი ცალკე აღებული არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის საზომს. ასე, რომ ჩემთვის "მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ არის ცუდი" ფრაზა - ჭრის. ("ნორმაშია" - ეს ცოტა უხერხული სათქმელია მაკროეკონომიკურ პარამეტრზე - ვინაიდან უმრავლესობა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს არ აქვს ნორმები). არც ერთი კვლევით და მეცნიერებით არ დასტურდება, რომ მხოლოდ ვალუტის კურის ცალკე აღებული (თუ სხვა პარამეტრები არ არის ცუდი) რაიმეს მიუთებდეს მთლიანი ეკონომიკის მდგომარეობაზე. რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად, ინფლაციაზე.
QUOTE | ინფლაცია ნორმაშია არც ესაა სწორი ხო ასეა? |
ინფლაცია ბოლო 2-3 თვეა მცირედით აჭარბებს მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს არანორმალური ინფლაციაა ან რაიმე მნიშვნელოვან გადახრას აქვს ადგილი. მიზნობრივი ინფლაცია მთელი დღე და მოსწრება 6% იყო და ბოლო წლებში შეამცირეს. მიზნობრივი ინფლაცია არ არის მაქსიმუმი დასაშვები ინფლაცია, არამედ, ნორმა, რის მახლობლადაც უნდა მოხდეს საშუალოვადიანი ინფლაციის შენარჩუნება. "განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2012-2014 წლებისთვის, 6 პროცენტს შეადგენს, 2015 წლისათვის კი - 5 პროცენტს. დროთა განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3 პროცენტამდე" (ახალი დოკუმენტი, სადაც 4 პროცენტი და შემდეგ 3 პროცენტი დაადგინეს, ამ წუთას ვერ ვნახე). https://www.nbg.gov.ge/index.php?m=517gvidoQUOTE | სსიპები უნდა დახურო ქამრები უნდა შემოიჭირო ბიუჯეტის ვირთხები უნდა დაფერთხო საჯარო სამსახურებიდან გამოთავისუფლებული რესურსი უნდა გაუშვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ნებისმიერ სოფელში ბეტონის გზა უნდა აიყვანო ბოლო მოსახლესთან რომ მანქანით ავიდეს ამით ტურიზმიც გამოცოცხლდება რეგიონებიც გამოცოცხლდებიან მეტი დეცენტრალიზაცია მოახდინო და თავკომბალა თბილისი ჩაფუშო |
გეთანხმები აბსოლუტურად, თუმცა ვალუტის კურსი კი არ არის აქ ამ ქმედების მთავარი მიზანი, არამედ - რესურსების ეფექტური გამოყენება, რეალური შემოსავლების ზრდა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ვალუტის კურსის მთავარ ბომონად აღმართვა და კურსთაყვანისმცელობა არის აბსურდი.
QUOTE | მაგრამ?! ამ საქციელით ოცნებას თავისი ელექტორატის ნახევარზე მეტი მოაკლდება |
სამწუხარო ზუსტად ისა, რომ ელექტრორატი არ აზროვნებს სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, ის ხდება სახელმწიფო სამსახურებში, რასაც ელექტორატი უკვეთავს. სანამ "ჩემი უქნარა ნათესავი გააგდეს საჯარო სამსახურიდან და ვსიო აღარ მივცემ მაგათ ხმას" არსებობს და არ არსებობს "ჩემი უქნარა ნათესავი გააგდეს საჯარო სამსახურიდან და ნეტავ იქ რა უნდოდა", მანამდე იქნება საჯარო სამსახურებში ის, რაც ხდება. * * * USSR
QUOTE | შავლეგა ნუ გავიგეთ რომ შენი გადმოსახედიდან მაღალი კურსი კარგია ეკონომიკური ზრდისთვვის და დღეს ვინც ამას გადავურჩებით მომავალში გავიხარებთ. |
არ გამოვა მასე რაც არ მითქვამს, ის მომეწეროს: "მაღალი კურსი კარგია ეკონომიკური ზრდისთვის", მსგავსი რამ არსად არაფერი მითქვამს.
გთხოვ დააციტირო ჩემი შესაბამისი პოსტი ან უარყო.
This post has been edited by შავლეგა on 24 Jul 2019, 14:10
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|