თითქოს სერიოზული და სტაჟიანი ფორუმელი ხარ და რავი, რავი...
რო გითხრა, თავად გაბია ქოცი თავიო, გეწყინება...
რო გითხრა ბევრჯერ თავად იცავდი თავს ოქროდემოკრატიული არგუმენტით რასაც მინდა, იმას დავწერ, რა შენი (ოპონენტო) ერთი ადგილის საქმეაო, წერე საგანზე და ნუ მეხებიო, და რო ახლა თავად ღალატობ ამ ოქროდემოკრატიულ პრინციპს, ისევ გეწყინება...
რო გითხრა, ის, ვინც მიჰა ჰამოის არ შეჰნატრის, ყველა ქოცი და მტერია თქვენთვის და სწორედ ამ ფუნდამენტური დამოკიდებულების გამო ვერასდროს დაბრუნდება მიშოპოეთი ხელისუფლებაში, ამაზეც გეწყინება...
ჰოდა რავი რა, არ მინდა ეგზომ სტაჟიან ფორუმელს გაწყენინო, მარა ამას მაინც გეტყვი ლაითად (ან იქნებ ჰარდადაც) გასაბრაზებლად:

უდიდესი დემოკრატიული იმედი გვაქვენ მე და მსოფლიო დემოკრატიას, რომ ლარს ბოლოს და ბოლოს უცილობლად ეშველება ბატონ ბიძინის გენიის მადლითა და წყალობითა!..
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...