თქვენ თუ კიდე ვერ მიმხვდარხართ ხალხი რის გამო გამოვიდა, აწი მგონი უკვე გვიანია რამეს მიხვდეთ.
პუტინის გინება ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმე ამ გინებით პუტინს მოკლავს, პირიქით ამ გინებით პუტინს უფრო აძლიერებს და მიზანიც ეგ იყო მაგ გინების.
ვიღაცისთვისთვის დაკარგული მიწებიც ქვების გროვაა, ვიღაცისთვის რუსეთში სამუშაოდ წასული ხალხი, რომელიც აქ ოჯახებს ინახავენ, ხალხი არ არის. ვიღაცისთვის დამატებით კიდევ ტერიტორიების დაკარგვა პრობლემას არ წარმოადგენს.
ხოდა ვისთვისაც ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, აი ეგ ხალხი აპროტესტებს ამ პროვოკაციულ საქციელს.
მითუმეტეს ეს არ არის მხოლოდ გინება, ეს იყო ცინიზმით სავსე უდიდესი შეურაცხყოფა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ესეთ რამეს არავინ არ კადრულობს, მითუმეტეს კავკასიაში და საქართველოში, დედის საფლავზე მოგისაქმე და ა.შ. ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა პირველ რიგში, იმ საქართველოსი სადაც სტუმარ-მასპინძელი აქვს დაწერილი ვაჟას, ეს არის უკანასკნელი დონის სილაჩრე, ამ სიტყვებს არც ერთი კაცი არ იკადრებს, მაგას მხოლოდ მეტრაკე თუ იკადრებს.
პუტინი კი არა, ჰიტლერის მისამართითაც კი არ არის გამართლებული ესეთი სიტყვები, პირდაპირ ეთერში, ტელევიზიიდან ჟურნალისტის მიერ. ეს არის მთელი ქვეყნის სირცხვილი.
მტერსაც კი უნდა სცე პატივი, თუ გინდა რომ მტერზე ღირსეულად გამოუყურებოდე, აქ კიდე რა მოხდა? ღირსეულად კი არა, ყველანაირი ზღვარი გადალახა უკადრებლობის
ესეთი რამე შესაძლოა ისტორიასაც კი არ ახსოვდეს, ესეთი დონის სილაჩრე და არაკაცობა

ესეთი ლაჩრები ომებს ვერასოდეს ვერ მოიგებენ, ომებს ღირსეულები იგებენ სიმამაცით და არა სილაჩრით.