ჯერ უნდა დავსვათ შეკითხვა, რა არის ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ნარატივი - ანუ როგორ საქართველოს ვაშენებთ და ვინ ვართ საერთოდ, რა ფუნქცია და მისია გვაქვს შესასრულებელი, საერთოდ რა საჭიროა საქართველოს არსებობა

მაგალითად ილიამ გააერთიანა რა ჩვენი ისტორია და ერთგვარი შეჯამება გააკეთა, დაგვიტოვა "ენა, მამული, სარწმუნოება" როგორც ფუნდამენტი მომავალი საქართველოს ასაშენებლად.
მოვიდნენ მერე რუსები და შეგვიქმნეს "ღვინო, დუდუკი, ქალების" - როგორც ამირეჯიბმა უწოდა, საძოვარზე მიშვებული ნახირის იდეოლოგია. უმიზნო და უფუნქციო ქართველი, რომლისთვისაც სამშობლო სახლის კართან მთავრდება.
დამთავრდა კომუნიზმი და იმის შემდეგ მცირე გამონაკლისების გარდა ვაშენებთ ლიბერალურ / უღმერთო საქართველოს, რომელსაც ბენდუქიძის "ცოდნა, შრომა, თავისუფლების" ნარატივი შეგვიძლია ვუწოდოთ...
მე რასაც ვაკვირდები ამ სამი იდეოლოგიის ბრძოლა მიდის. საპატრიარქო და კონსერვატორი ძალები პირველს იცავენ, რუსების მიზანია მეორე გააძლიერონ და მაქსიმალურად დაასუსტონ სახელმწიფოებრიობის განცდა, ნუ ლიბერალებიც თავის თამაშს თამაშობენ და ცდილობენ სხვები ჩააჩოჩონ.
ჩემი აზრით, სანამ ჩვენ სრულად არ გავიაზრებთ პირველი ნარატივის მნიშვნელობას და იდეოლოგიური დამუშავება არ მოხდება მთელი ერის, თუ რატომ, რისთვის არის საჭირო და რა მისია გვაქვს ქართველებს, იქამდე ვერასოდეს ვიომებთ წაგებულ ომებში და ყოველთვის 3 დღეში დავნებდებით ან უფრო მალე.
იმიტომ რომ საქართველოს ისტორია პირველ რიგში ტანჯვის და წამების გზაა, წაგებულ ომებში ღირსეული ბრძოლის, რაღაც უფრო დიდი იდეის და მეტაფიზიკის გამო, რომელიც ქმნიდა იმ ფანატიკურ საბრძოლო განწყობას და სულისკვეთებას. სანამ ამას არ დავიბრუნებთ იქამდე ომს უბრალოდ აზრი არ აქვს, უფრო დავისჯებით..
ეი სანამ არ მივხვდებით და გავიაზრებთ რატომ დაარქვა დავითმა მის მეომრებს "ქრისტეს მხედრები" და რა მინიშნება იდგა ამის უკან.
ამიტომ ჯერ იდეოლოგიური ომი უნდა მოვიგოთ ქართველებმა და მერე დავიწყოთ ფიქრი რუსებზე. დიდგორამდე - მთელი პროცესი გაიარა ერმა და სახელმწიფომ ჩამოყალიბების, თვითგამორკვევის. აი ეგ გზა უნდა გავიაროთ ხელახლა თუ მიზნად იმ ძველი ფუნქციის და მისიის შესრულება გვაქვს, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ.
ხო მე პირადად რადგან ვთვლი რომ გააზრებული მაქვს და ვიცი რა მისიის შესასრულებლადაც მივდივარ - წესით არ გამიჭირდება ჩემში იმდენი შინაგანი ძალის პოვნა რომ ეგ ნაბიჯი გადავდგა, ომში წავიდე.
თუმცა ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი რომ ეგ გააზრება კოლექტიური იყოს

ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და ღმერთთანაც მართალი ვიქნები, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა
This post has been edited by DATO1 on 3 Jul 2019, 00:15
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი