აუ ჩემი რამხელა ტექსტი არ დამაწერინა

(
კაი მოკლედ დავაკოპირებ
ლოგიკურად დააკავშირეთ აქედან-აქამდე
2004 წელი
5 მაისი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში აჭარაში შექმნილი ვითარება განიხილა, სადაც საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვდა.
5 მაისი - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.
6 მაისი - “ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ქართველებს “მეორე უსისხლო რევოლუციის” წარმატებით დასრულება მიულოცა. მისივე განცხადებით, “ეს იქნება საქართველოს აღმშენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაწყება”.
7 მაისი - პარლამენტმა თავის განცხადებაში “განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის მიმართ” აჭარის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

17 მაისი - რუსეთის უშიშრიოების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა თბილისში ოთხსაათიანი ვიზიტის დროს საქართველოს ხელმძღვანელობასთან აფხაზეთის კონფლიქტის საკითხები განიხილა.
24 მაისი - პრეზმიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
28-29 მაისი - თბილისმა საქართველო-რუსეთის მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა.

:D
31 მაისი - შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრძანების საფუძველზე გორის რაიონში, ტყვიავის საგუშაგოზე, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები გაიგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა ტყვიავის საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა.გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს საგუშაგოები კონფლიქტის ზონაში კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით სპეციალურად შეიქმნა.
1 ივნისი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე და განაცხადა, რომ თბილისის “პროვოკაციული ნაბიჯები უარყოფით შედეგებს გამოიღებს“.
და შემდეგ მოდის ჩვენებმა როგორ დააკავეს იარაღით დატვირთული კოლონა, რუსეთმა ამას პროვოკაცია უწოდა, ოსებმა 50 ქართველი რომ დააჩოქეს და მერე მოდის უკვე სროლები, მსხვერპლი და მივიწყებული კონფლიკტის ახალი ძალით ადუღება, ორივე მხრიდან სამხედრო რიტორიკა, კუნთებზე ყურება, ძუძუების დატოლება და ბოლოს 2008 წლის სამარცხვინო სამხედრო კამპანია
ანუ სააკაშვილი-პუტის საუბრიდან, ივანოვის ჩამოსვლიდან, ასლანის გაქცევიდან, რუსეთისთვის მადლიერების გამოხატვიდან და შემდეგ-მისვლა-მოსვლიდან სულ რაღაც 20 დღეში თავდაყირა დადგა ყველაფერი და უკუღმა დატრიალდა ჩვენთვის ბორბალი
რათქმა უნდა ივანიშვილი იყო ამ ყველაფერში გარეული