მასვი-მაჭამე-მალხინეზე და ღვინო-დუდუკი-ქალებზე ორიენტირებული ქართველი ისეთივე ამაზრზენია როგორც ლიბერალ-ჯენდერ-მოქალაქე -> ჩემთვის პირადად.
ერთიც და მეორეც მიმართულია ჩემი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რა მნიშვნელობა აქვს რის გამო დავიკიდებ საქართველოს - აღმატებული გლობალისტური იდეების
თუ პირადი სარგებლის, მიზანი ორივე შემთხვევაში ერთია -> მოსპოს ერი, როგორც ერთი მთელი თვითგამორკვეული ორგანიზმი და მის მაგივრად შექმნას დეორგანიზებული მასა / ნახირი.
ამიტომ ვინც რუსეთთან "ჩაძმაკაცებას" მხოლოდ პასპორტის დაკარგვად აღიქვამთ გადახედეთ 70 წლიან კომუნისტურ ისტორიას და შედეგად ჩამოყალიბებული კრებსითი ქართველის სახეს..
და არამარტო, ლუარსაბ თათქარიძის ფენომენიც ზუსტად ეგაა და კომუნისტებამდე არსებობდა. ეი კომუნისტური იქნება, მეფის თუ იმპერიალისტური ცდილობს ჩვენს ნახირად გადაქცევას.
განსხვავებით დასავლეთისგან კიდევ - რუსეთი უფრო ახლოსაა, რუსეთი უფრო აგრესიულია, რუსეთს უფრო მეტი ბერკეტები გააჩნია და ა.შ
ამიტომ მე ჯერ ვერ ვიფიქრებ 20 წელიწადში დასავლეთისგან მომავალ პოტენციურ საფრთხეებზე, როცა ოკუპირებული ვარ და უფრო ძლიერი იმპერია მსრესს, შეიძლება იქამდე ვერც მივაღწიო

ესაა მთავარი განსხვავება
This post has been edited by DATOIA on 4 Jul 2019, 11:29
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი