კახი კალაძეს ალბათ პარტიული თანამდებობა აიძულებს, უსინდისობა ილაპარაკოს.
დაშლა არ მომხდარა რა თავის აგდებაა, აბა რა მოხდა.
რეალურად შეურაცხმყოფელია ოცნების ზედაფენისგან ასეთი რამეების ლაპარაკი, მაგრამ ხალხს თავმოყვარეობა კი არ აწუხებს, არამედ ის უხარიათ, რომ ამით თურმე „ნაცებს ეწუწებათ“.
ჭეშმარიტად, სირეგვნე უკურნებელი სენია.
„ჩემთვის ეს მარტივად აღსაქმელია, რომ ახალგაზრდები ითხოვენ სახელმწიფო ცხოველურად არ ექცეოდეს თავის მოქალაქეებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ მოქალაქის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე, რომ შს მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი ქვეშევრდომების მხეცურ საქციელზე. რა არის ამაში მიუღებელი?
რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძალოვანების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე ვსაუბრობთ, სულ ვწუწუნებთ, რომ არავინ ისჯება, რომ ძალოვანები ხელშეუხებლები არიან, გადახედეთ მედიას, ის სავსეა მსგავსი ისტორიებით ახლაც და ასე იყო 30 წლის განმავლობაშიც.
დღეს ამ გამოსვლებით პირველად ჩნდება შანსი მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფისათვის პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მეისრეს, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირს.
...
ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის შტურმით გაამართლოს იქიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ახალგაზრდებისათვის რეზინის ტყვიების სახეში სროლა, მათი დასახიჩრება, არის არაადეკვატური. ყველა ვინც გვიმტკიცებს, თითქოს 18 წლის გოგონას რომ თვალი რომ გამოთხარეს, ამით ვინმემ პარლამენტი დაიცვა, ისიც არაადეკვატურია.
ამიტომ დღეს გახარიას გადაყენებისათვის ბრძოლა ამ ახალგაზრდებისათვის ეს არის ბრძოლა მომავლისთვის, რომ არც ერთმა ხელისუფალმა არ გაბედოს თავის ხალხთან მხეცურად მოპყრობა.
...
გახარიას გადადგომას რაც შეეხება, ჩემი აზრით, საკითხი ძალიან მარტივია. როდესაც გაქვს მიტინგის დაშლის ასეთი მძიმე შედეგები, როდესაც პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, მინიმუმ, გამოძიების დასრულებამდე მინისტრი უნდა გადადგეს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ მინისტრი გახარია რამე გავლენას მოახდენს გამოძიების შედეგებზე.
ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი იქნებოდა გახარია გამოძიების დასრულებამდე გადამდგარიყო იმავე საღამოს, როცა თვალნათელი გახდა მიტინგის დაშლის შედეგები. ის, ვინც ურჩია გახარიას არ გადამდგარიყო, არ მგონია, რომ მისი კეთილისმსურველი იყოს“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...amisi-agmochnda This post has been edited by griankali on 3 Jul 2019, 21:26
რუსეთი უნდა დაინგრეს.