ღმერთო, რამდენი სულელური და პუსტა-პუსტა ლაქლაქა პოსტებია ამ თემაში, და ყველა რო თავისას აწვება, ანუ რაც პირველ პოსტში დაწერა, უამრავი საწინააღმდეგო არგუმენტების მიუხედავად ისევ თავისაზე როა შემჯდარი, ვითარცა გახარია მინისტრის სავარძელს...

ვინც წერთ/ამტკიცებთ, და საახლობლოს ყურმოკრულ ისტორიებს იშველიებთ ნაპოვნი და უფულოდ ჩაბარებული საფულის პატრონმა ფული იყო შიგო და ანუ მპოვნელმა მომპარაო და შედეგად, მპოვნელს იჭერენო ამ ჩვენების გამოო, და ამას ისე წარბშეუხრელად გაიძახით, როგორც ხიხო ახუიწელნი მეოთხე წელს გვპირდებოდა მიშიზმისგან 9 წელეე ნატანჯ-ნაწამებ პიპლს, ასეთ ქვეშენზე ძაან საინტერესოა რა ანსვერს მიაწვებით:
დავუშვათ, დაკარგა ტურტლიანმა კაზინოქაჯმა ყიზილბაშმა საფულე, იპოვეს ეს საფულე, საფულე პოლიციაშია, დაიბარეს საფულის პატრონი (საფულეში საბუთებით ან მისი განაცხადით მიაგნეს) და გადასცეს, ოღონდ უფულოდ, ეს კი იძახის შიგ ათას-ათასი ტრამპდოლარი და ბიძჩოილარი მედოო, ჰოდა აბა ვინ ნახა საფულეო და აღმოჩნდა, რომ სწორედ პატრულის ეკიპაჟს უპოვია საფულე...

ჰოდა მერე რა ხდება ჭკუის კოლოფებო, პატრონის ჩივილის გამო სროკავენ პატრულის ეკიპაჟს?..

პ.ს. დაიმახსოვრეთ, შეიგნეთ, გაიგეთ, ოდენ პატრონის ჩვენების საფუძველზე არავის არ სროკავენ... მპოვნელ-ჩამბარებელს ყოველთვის შეუძლია თქმა, რომ იქნებ სანამ ეგ იპოვიდა დაკარგულ საფულეს, მანამდე ჯერ სხვამ იპოვა, ამოიღო ფული და საფულე საბუთებიანად (ან მათ გარეშე) ისევ დააგდო და უკვე მერე იპოვა ის პოლიციაში მიმტანმა...
თუკი მპოვნელი თავიდანვე ფიქსირდება მაღაზიის ან სხვა კამერაზე და აბარებს ნაპოვნ საფულეს პოლიციაში, ოღონდ უფულოდ, პატრონი კი გაიძახის ფული იდოო, ეს ერთი მტკიცებულებაა, ბრალისთვის კი მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტია საჭირო, ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა კონსტიტუციურ დონეზე, მას ვერავინ გადაუხვევს, ასე რომ დიდი ზღაპარია იმის წერა, თითქოს საფულის პატრონის ჩვენების გამო და მხოლოდ ამის გამო საფულის მპოვნელი დაიჭირეს და გასროკესო...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...