ეხლა ამ ვიდეოს ვუყურებდი და ეს თემა გამახსენდა
ესენი ნარატივს ხმარობენ ზღაპრის და გამოგონილი ამბის მნიშვნელობით
სინამდვილეში ნარატივი ნიშნავს საკუთარი თვალთახედვიდან აღქმული რეალობის აღწერას და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ან ტყუილთან ანდა ფანტაზიასთან.
არამედ ნიშნავს საკუთარი ვიწრო თვალსაწიერიდან გამოტანილ დასკვნებს და ამით ამბის აწყობას
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ესე ბრმად არ გადმოვიტანოთ უცხოენოვანი ტერმინები და არ დავნერგოთ სალიტერატურო ენაში.
წახვალ მერე და ვისთვისაც ნარატივის მნიშვნელობა ცნობილია, იმას ეტყვი და თავს შეირცხვენ.
მინიმუმ ვერ გააგებინებ, რისი თქმაც გინდა
რატომ ვუყურებდი არ მკითხოთ ოღონდაც
იუთუბი გავხსენი და ახალ ვიდეოებში იდო
სულ იმედი მაქვს, რომ რაღაც ნორმალური უნდა თქვას და სულ რაღაც საშინელებას ჩააკვეხებს ხოლმე
ამჯერად ნარატივის მეცხრეჯერ გამეორების მერე გამოვრთე
This post has been edited by gramatikikina on 13 Jul 2019, 16:13