degaპაიალნიკზე გამახსენდა..
ერთი მაგარი ხათაბალა და ხიფათიანი მეგობარი მყავდა..
შუქები რომ არ იყო, ატყდა, პაიალნიკები უნდა გავაკეთო წყალბადზე და ბიზნესი გავაკეთოო.. ძველ "ტეხნიკა მალადიოჟის" ჟურნალში უნახია სადღაცა..
ფართი მქონდა ნაქირავები იმ დროს და შენთან შემიკედლე ორი მუშა მეყოლება და ვიმუშავებო..
დაიწყეს კეთება. დაახლოებით ის სურათი იყო შერეკილებში რომ არის, ექიმის ეზოში რო აწყობენ ცათფრენს..

ერთი თვე აკეთეს.. რაღაცა ტევადი ჰერმეტიული ჭურჭელი გააკეთეს.. ქიმიურ ნივთიერებებს ასხამდნენ, ხუფავდნენ და ერთი წვრილი მილით წყალბადი გამოდიოდა გარეთ..
ნუ,.. ეს იდეაში უნდა ყოფილიყო ასე.. რაც აღვწერე..
მოკლედ "გაშვების" მომენტია, პირველად უნდა გამოსცადონ,.. გააზაპრავკეს ეს ჭურჭელი, დახუფეს.. და... არ გამოდის მილში წყალბადი..
გააცხელეს ჭურჭელი..
მაინც არ გამოდის..
თურმე წყალბადი გამოიყოფა, შიგნით, თან წარმოუდგენელი რაოდენობით, მაგრამ მილში, რომელიც რკინის მილით იწყებოდა და ძაან წვრილი იყო, გუდრონი არის გაჭედილი..
გუდრონით დაგოზეს რაღაცეები ამ ჭურჭელში და ნატეხი გაჭედილა მილში..
მოკლედ, კარგად რომ გაიბერა და, გაიბერა ეს დახუფული ჭურჭელი.. ფეთქა!..
ჯერ ერთი რომ, ბეწვზე გადავრჩით რომ არავინ არ მოკვდა..
და მეორე ის რომ, ერთი თვე კედლებს ვხეხავდი იმ ნაქირავებ ფართში ბრიტვით..
რაღაცა ყვითელი სითხის შხეფები ფეიერვერკივით იყო გაშლილი კედლებზე და ჭერზე..