მორიგი ტყუილი და ცილისწამება. არ მითქვამს ასეთი ქსენოფობიური რამეები.
აზერებზე აღვნიშნე კიდეც ჩემ თემაში, რომ პატივს ვცემ და პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს.
მაგალითად, ჩემი ციტატები:
"დავიწყოთ იქიდან, რომ აზერბაიჯანელ ხალხს პატივს ვცემ, რადგან იმსახურებენ ამ პატივისცემას!"
"არ შეიძლება ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის ამ გიჟებმა ასე გააფუჭონ ურთიერთობა! ვიღაც გიჟებმა, რომლებიც რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამარგინალებენ თავად აზერბაიჯანელი ხალხის ღირსებას!"
აზერბაიჯანული სიყალბეები საქართველოს წინააღმდეგკიდევ:
"აზერბაიჯანელი ხალხისადმი ისე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ძალიან წესიერი და უბოროტო ხალხია, არ არიან აფერისტები და ზურგში დანის ჩამრტყმელები. მოხარული ვარ, რომ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს"
აზერბაიჯანივაკრიტიკებ მხოლოდ ვიღაც პროპაგანდისტებს და ცრუ იდეოლოგიის შემქმნელ პოლიტიკოსებს და არა აზერბაიჯანელ ხალხს.
არ ეხება ეს კონკრეტულ ეროვნებას. ვაკრიტიკებ ალიევის პროპაგანდას და ასევე სამველ კარაპეტიანის და სურენ აივაზიანის სამარცხვინო მონაჩმახებს (ოღონდ, ისევ და ისევ, არა სომეხ ხალხს ეთნიკური ნიშნით).
ასე რომ, ძალიან გთხოვ შეწყვიტო ეს რაღაცნაირი იარლიყების მიკერება.