#54944126 · 9 Jul 2019, 10:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთავრობა და ექსპერტები სრულ ნიჰილიზმს თესავენ. გუშინ ვუსმენდი იმედზე. ციფრების დასახელება არ გვინდა მაგრამ დაგვერხა საბოლოოდო. აი ნახეთ ლარს რა მოუვა და ეკონომიკა როგორ დაგვემხობა თავზეო. აი ნახეთ იურისტებო და ბუღალტრებო რომ გგონიათ თავი ქუდში გაქვთ, სამსახურებს დაკარგავთო.
იმის ნაცვლად რომ ცოტა რიხით ილაპარაკონ და ცუდი მოლოდინები არ შექმნან პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამენ.
არ გახსოვთო ნაცებმა შემოიყვანეს რუსები და რუსული კაპიტალიო - ამბობენ ნიშნის მოგებით.
გავიგეთ ბატონო. ვიცით. ამნეზია არ დაგვმართია ჯერ.
მაგრამ
თქვენ რა გააკეთეთ რომ რუსეთზე ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული?
არანაირი არაფერი!
თან ამაზრზენი პოზა აქვთ შერჩეული. იციან ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი და ნაც მოძრაობას მიმართავენ. თქვენ ჩვენზე უარესები ხართო. გეგონება მხოლოდ ნაცებს ქონდეთ პრეტენზიები და ხალხი არაფერ შუაში არ იყოს.
2012 წლიდან მოყოლებული(ჩათვლით) ყველა არჩევნებზე ოცნებას მივეცი ხმა. მე გამეცით პასუხი და არა ბოკერია-უგულავა-მელიას!
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders Condemn their spirits to everlasting fire Overwhelming infernal desire Crucify their vanity which they so much admire
|