მოკლედ, ფბ-ზე არის ასეთი ჯგუფი - "გაატარე ზაფხული საქართველოში" (ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, მარა მე ჩემს ანალიზს შემოგთავაზებთ):
ეგ ჯგუფი გააკეთეს რამდენიმე ქართველმა გოგომ... ძალიან საყვარელი და ყოჩაღი გოგოები არიან, მაგრამ არსებულ რეალობას რომ ვერ ცვლის მსგავსი აქტივობები, იგივე მაგ ჯგუფიდანაც ჩანს... ჯერ მაგ ჯგუფში რა სიტუაციაა იმას აღვწერ და მერე რეალობაში რა ხდება, მაგასაც მოგიყვებით:
ერთი შეხვედვით ისე ჩანს, თითქოს მაგარი კაი სიტუაციაა - ჯგუფში გაერთიანებულია სადღაც 260 ათასი კაცი, რაც ფბ-სათვის დიდი რიცხვია ასე თუ ისე...
სინამდვილეში რა ხდება - ამ წევრების დიდი ნაწილი არის ქართველი (ფაქტობრივად, ვისაც ნეტი აქვს საქართველოში, ყველა გაწევრიანებულია, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით)...
თავიდან ჯგუფი დაიწყო დიდი რიხით - პოსტავდნენ უცხოელები და მთელი ამბავი... მაგრამ თუ კარგად ჩააკვირდებით, რა სასტავი პოსტავს (და):
1. ქართველების ევროპელი სიძეები - "ცოლი ქართველი მყავს და მაგარი ქვეყანაა საქართველო, ძმაო".
2. ქართველების რძლები (ოღონდ ესენი ძალიან მინიმალური რაოდენობით).
3. ნახევრად ქართველები ან რაღაც ქართულსისხლიანები.
4. რამდენიმე ათეული (თუ დაჟე ერთეული), ძირითადად, ასაკშეპარული სასოწარკვეთილი ქალი პოსტსაბჭოთა სივრციდან - "იქნება საქართველოში მაინც გავთხოვდე).
5. ღარიბი, შეუხედავი, მაწანწალა ევროპელები - "35 დოლარი მაქვს და შევძლებ ყაზბეგში დასვენებას?" "რა ძვირი ტურებია საქართველოში, ისეთი ტურები არ იცით, 50 დოლარზე ნაკლები რომ ღირდეს?" "სამი დღით მოვდივარ და უფასოდ დამიტოვებთ ვინმე?"
6. ვიღაც შავი ბიჭები ახლო აღმოსავლეთიდან - "ვგიჟდები საქართველოზეეე."
სხვა ტიპებიც არიან, მაგრამ სრული უმრავლესობა ძირითადად ესენი.
ამ ბოლო დროს, დაჟე ამ კატეგორიების წარმომადგენლებიც შემცირდნენ (ეს მოხდა სულ რაღაც 1 თვეში) - ბოლო პოსტები გადავსებულია ქართველების დადებული სურათებით (ძირითადად, მარტვილის კანიონი და გომის მთა).
სულ ესაა ჩვენით დაინტერესებული ტურისტების რესურსი ამ ეტაპზე?

ჯგუფს თავი დავანებოთ - უკვე მერამდენემ სასტუმროს მფლობელისაგან გავიგე:
"ჯავშნები მხოლოდ რუსებმა არ გააუქმეს. გააუქმეს არაბებმა და ებრაელებმაც. არ უყვართ მაგათ არასტაბილური ქვეყნები."
"ეჰ, ძმაო, რუსი ტურისტები ჩვენი სასტუმროს ბარში ყველაზე ძვირიან სასმელებს ყიდულობდნენ და ახლა კიდევ შავ დღეში ვართ. აღარა გვაქვს მუშაობა."
"დედაჩემის სასტუმროში ამ ზაფხულისათვის ამდენი (რაღაც რიცხვი) ჯავშანი გაუქმდა.)"
ხაზგასმით - არა მხოლოდ რუსი ტურისტები აუქმებენ ჯავშნებს, სხვებიც ბლომად (ბუნებრივია, ხალხი დასასვენებლად მიდის ამა თუ იმ ქვეყანაში და არა იმ ქვეყნის ნაც-ქოც ომების და პუტინის ჩამოყრილი ბომბების სანახავად)... და აქ საქმე არეულობაზეც არაა - მთავარია სიტუაციაში პუტინის აკრძალვა ფრენების შესახებ, რომელმაც პირდაპირ დაარტყა ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯს (ფრენა კი არაა პრობლემა, პრობლემაა - ბრძანება, ხო ხვდებით)...
ვრჩებით გატლეკილი "ევროპელი" ტურისტების ანაბარა, რომლებიც სულ 50 ლარს არ ხარჯავენ ჩვენთან მოგზაურობისას (მდიდარ ევროპელებს იმაზე ვკიდივართ, ნუ, ეს ფაქტია)...
ევროპელების მოზიდვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ვინმე მიშას დაასწრებდა? რამდენი ირბინა საცოდავმა, რამდენი იწვალა და ბოლოს მაინც იძულებული გახდა ომის შემდეგ რუსებისთვის საზღვარი გაეხსნა, რომ ტურისტები წარმოსულიყვნენ იქედან და მერე კიდევ, არბენინა ვერა ქობალია მოკლე კაბით არაბულ ქვეყნებში (ახლა ქოცები არბენინებენ იმ შავგვრემან, ახალგაზრდა გოგოს იგივე ქვეყნებში, იგივე ფორმაში... არადა, ეს გოგოც პირველად რომ მოვიდა, ამბობდა, ევროპიდან უნდა მოვიზიდოთ ხალხიო)...
მოკლედ, ყოველგვარი ქოც-ნაცობის გარეშე, ვკიდივართ ევროპას და ესაა რეალური მოცემულობა... ყოველ შემთხვევაში, მაგათით ჩვენ ლუკმას ვერ შევჭამთ...
ხოდა კიდევ - ვინც იმას ამბობთ ნაცები, ტურიზმის წილი მცირეა ჩვენს ეკონომიკაშიო, ვაბშე არ გიტყდებათ?... რა ვი, აქამდე სულ იმას არ ამბობდით, ტურიზმია მთავარი და მიშა რომ არა, დღეს შიმშილით დავიხოცებოდითო (სხვათა შორის, მე ამაში გეთანხმებოდით) - ტეხავს ასეთი ორმაგი სტანდარტები დსმებო,დებო...
მოკლედ, ამ ამბების მერე, მაგარი დანძრეული გვაქვს, ყველაფრიდან ასე ჩანს - იმედია, ამ ზამთრის გადატანა ლობიოზე არ მოგვიწევს, თუმცა, ისიც არ ვიცი, რისი იმედი უნდა გვქონდეს...