ვიღაცებმა თქვეს რაღაცები.
მამუკა ბახტაძე პუტინის განცხადებაზე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...hveni-istoriit/ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია; ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ.
„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი - საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს - ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.
„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო - მეგობრებო ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.
როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.
დავით ზალკალიანი პუტინის განცხადებაზე - ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...henis-magaliti/ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია. მისივე თქმით, საქართველოს ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება.
"ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის დასტური არის ის ქმედება, რაც აისახება იმავე ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ის ვალდებულებები, რაც არის აღებული, შესრულებული უნდა იყოს," - განაცხადა ზალკალიანმა.
კითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაოდ, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტი ისტორიას აყალბებს, დავით ზალკალიანმა უპასუხა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იზრუნებენ კონფლიქტის დეესკალაციისკენ, სიტუაციის სამშვიდობო გზით მოგვარებისკენ, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.
"საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მთელი მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან როგორც ერთიანი სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა აღიარებულ საერთაშორისო ფარგლებში. ეს არის პასუხი იმაზე თუ რას ვაკეთებთ ჩვენ," - განაცხადა ზალკალიანმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.
როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.
გია ანჩაბაძე პუტინის განცხადებაზე - ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში დგებიან და წერენ იმას, რაც პოლიტიკურად საჭიროა, თუმცა, როცა საჭიროება იცვლება, ეს იდეები მოუსავალში მიდის
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...savalshi-midis/ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში დგებიან და წერენ იმას, რაც არის პოლიტიკურად საჭირო, თუმცა როცა პოლიტიკური საჭიროება იცვლება, ეს იდეები ქრება და მოუსავლეთში მიდის, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გია ანჩაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.
ისტორიკოსის თქმით, „დღევანდელი „სამხრეთ ოსეთი“ არავითარ შემთხვევაში არ შედიოდა იმ ოსეთის შემადგენლობაში, რომელიც ხელშეკრულებით რუსეთს შეუერთდა.
„უფრო ადრინდელ პერიოდს გავიხსენებდი, როდესაც ითქვა, რომ 1774 წელს შეუერთდა რუსეთს მთელი ოსეთი: ჩრდილოეთი და სამხრეთი, ეს არ არის სწორი, რადგან მაშინ ასეთი დაყოფა არ იყო, მაშინ ოსეთი იყო ერთი, თანაც ეს ოსეთი შევიდა 1774 წელს, ის იყო დამოკიდებული ყაბარდოზე და რუსეთ-თურქეთის გადაწყვეტილებით, ყაბარდო შეუერთდა ოსეთს, ვინაიდან დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთი იყო დამოკიდებული ყაბარდოზე, ჩაითვალა, რომ ოსეთიც არის შემადგენელი ნაწილი რუსეთის. ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ამიტომ 1774 წელს ოსეთი შეუერთდა რუსეთს, ის არ იყო ერთიანი სახელმწიფო. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ყაბარდო იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ოსებიც მონაწილებდნენ ამ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე ჩრდილოეთ ოსეთში თანდათან რუსები ამყარებდნენ კონტროლს. რაც შეეხება დღევანდელ „სამხრეთ ოსეთს“, ის არავითარ შემთხვევაში არ შედიოდა მაშინ იმ ოსეთის შემადგენლობაში, რომელიც ხელშეკრულებით რუსეთს შეუერთდა. ის იყო ყოველთვის ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში, აქ შედიოდა კიდევ დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. ნარ-მამისონის ქვაბული. პუტინი თვითონ ისტორიკოსი არ არის, მას ცნობები მიაწოდეს ისე, როგორც ეს ოსურ ისტორიოგრაფიში იწერება, შეცდომაში შეიყვანეს“,- განაცხადა გია ანჩაბაძემ.
მისივე თქმით, ოსების განსახლება საქართველოს ტერიტორიაზე თანდათან ფართოვდებოდა , თუმცა ის პირვანდელი ტერიტორია, სადაც იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი არ შედიოდა არავითარ ჩრდილო კავკასიურ გაერთიანებაში.
„ოსების ჩამოსახლება ჩვენთან იწყება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთი დაერქვა. პირველი ცნობები ოსების შესახებ გვაქვს სადღაც მე-17 საუკუნიდან, მაგრამ ეს არის საქართველოს ტერიტორია, სადაც ჩამოდიოდნენ ოსები. რაც შეეხება მათ გაფართოებას, მთელი მე-17, მე-18 საუკუნის, მე-19 საუკუნის განმავლობაში თანდათან ფართოვდებოდა ოსების განსახლება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ის არასდროს, არც შუა საუკუნეებში, არც 1774 წელს, არც მერე, ის პირვანდელი ტერიტორია, სადაც იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, არ შედიოდა არავითარ ჩრდილო კავკასიურ გაერთიანებაში. ეს არ არის საკამათო. ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში რომ დგებიან წერენ ხოლმე იმას, რაც დღეისთვის არის პოლიტიკურად საჭირო, თუმცა როცა პოლიტიკური საჭიროება იცვლება, ეს იდეები ქრება და სრულიად მოუსავალში მიდის. რაც შეეხება აფხაზეთს, ის იმ დროს იყო სამთავრო და იყო დამოუკიდებელი. როცა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა აფხაზეთი პირველად 1810 წელს, თუმცა რეალური გაბატონება რუსეთის უფრო გვიან ხდება აფხაზეთში. მაგრამ, 1810 წლისთვის აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც ფორმალურად ითვლებოდა, რომ შედის ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ რეალურად მათ იმპერიაში არ შედიოდა“,- განაცხადა ანჩაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.
როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.
რუსეთი უნდა დაინგრეს.