შენ რო რამეში დაგეთანხმებოდი
რო მოსდგები ხოლმე და ყველა საეკლესიო-სასულიერო პირს ლანძღავ და ცინიკურად დასცინი
ხო ხედავ რო არ ხარ ჩახედული მაგ საკითხში და ყველას ერთ ტაფაში არ უნდა ხრაკავდე?!
მე კიდევ რამდენიმე ვიცი ეგეთი ადამიანი
ვისთვისაც ამბროსი ხელაია უფრო პატივსაცემია
ყველამ უნდა გავითავისოთ რომ რუსეთის რელსებზე დგომა ადრე თუ გვიან კრემლამდე მიგვიყვნს
მაგრამ ისიც უნდა გავითავისოთ რომ ევროპა, რომელიც რუსეთის საპირწონედ არის აღებული, არის მეორე უკიდურესობა,
რასაც აქ ზოგ-ზოგიერთი თავისუფლებას და ევროპას ეძახის, სინამდვილეში არც ევროპაა და არც თავისუფლება!
ეს არის სიგოიმე და ყველაზე მახინჯი ფორმა იმ ევროპის და იმ თავისუფლების, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ -
ესაა განათლება, ტექნოლოგიური მიღწევები სხვადასხვა სფეროში, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობა/ მედიცინა/ფარმაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა და ა.შ.
და გარკვეული კატეგორია კიდე რაღაც ფსევდო-ღირებულებებს გვტენის ამას ფსიქოლოგიური ძალადობით - ტელევიზიით და პროპაგანდით. შეფუთეს ლამაზად, დაარქვეს ევროპა ვითომდა ეს იყოს ევროპა,
და გინდაც იყო, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ევროპის და მათი ეს ე.წ. ღირებულებები copy-paste-ით არ შეიძლება გადმოვიტანოთ!
თუ მაინც და მინც copy-paste-ით გადმოტანა გინდათ - გადმოიტანეთ (გადმოვიტანოთ) შრომის კოდექსია ან მსგავსი რამ.
არა მგონია რომელიმე ფორულმელს აკაკიზე მეტად ეჯავრებოდეს რუსის ჩექმა და გარუსება
მაგრამ ამ ევროპის მიმბაძველობით ნუ დავემსგავსებით გოიმებს და უნახავებს.
კარგი იქნებოდა "ღამურა", რომელიც აკაკი წერეთელმა დაწერა და რომელიც დიდ უმრავლესობას წაკითხულიც კი არა აქვს წაეკითხათ მეორე უკიდურესობის პროპაგანდისტებს.
არავისზე ნაკლები არც ტრადიცია გვვაქვს და არც კულტურა.
ცოტა გააზრებაა საჭირო და ნუ ფიქრობთ რომ რომელიმე ევროპელზე კულტურით დაბლა დგახართ! არადა პირიქით უნდა (ვ)ფიქრობდეთ!
სად იყო ეგ ევროპა როცა "ტოლერანტობა" ყვაოდა საქართველოში?!
ევროპელები რომ ინკვიზიციებს აწყობდნენ და ბრუნოს მსგავს მეცნიერებს კუდიანებს ეძახდნენ და ცეცხლზე წვავდნენ
მაშინ საქართველოს ტახტზე თამარი იჯდა და პირველი პარლამენტის პრეცენდენტი შექმნა!
ინკვიზიცია და ინდულგენცია მაგათი მოგონილია.
და იმ დანაშაულის მეასედი არა აქვთ ჩადენილი ჩვენს საულიერო პირებს რაც პაპებმა ჩაიდინეს და თქვენ მხოლოდ ქართველ მღვდლებს ლანძღავთ.
წარმომიდგენია ანალოგიური რამ აქ რო მომხდარიყო რა დღეში იქნებოდით. ტრუსიკიდან კია რა კანიდან ამოხტებოდით ზოგ-ზოგიერთი!
ასე რომ შეეშვით საკუთარი ისტორიის და კულტურის ლანძღვას და სხვათა გაფეტიშებას!
ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ჩვენით!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!
„ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
„რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთ წამსა
გადავივლიდი მთებსაო!“
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესმება…
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყონებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა…
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: „ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
„თვალტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს…
ჭირი არის და სენიო!
„ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!..“
დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს…
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
„ჰკა მაგასაო!“ დასძახეს…
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და თვისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,
და მუდამ ამას წრიპინებს
კვნესით და გულისტკივილით:
„კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
„ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
„გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
„ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
„კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..“
This post has been edited by mtasiqiteli on 10 Jul 2019, 18:20