ვინც ინგლისური იცით, შეამოწმეთ ეს გვერდი და საერთოდაც მოგუგლეთ ცოტა:
https://en.wikipedia.org/wiki/Political_vie..._Samuel_Johnson სემიუელ ჯონსონმა ეს ცრუ პატრიოტიზმზე თქვა, ანუ იმ ხალხზე, ვინც ბრიტანეთის ანუ სხვა ქვეყნის პატრიოტები იყვნენ სხვა ქვეყანაში, ახლად დაბადებულ შტატებში. შტატები იმ დროს ომის მდგომარეობაში იყო ბრიტანეთთან. ნათქვამის ადრესატი იყო უილიამ პიტი, ჩეტემის პირველი გრაფი, ბრიტანელი, პატრიოტ მინისტრად წოდებული.
1:1-ზე მიდის საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებზე.
ყველა, ვინც რუსეთთან ვაჭრობას, ტურიზმს, კულტურულ გაცვლებს, ბაბაიას დაძახებას, გავრილობების მართლმადიდებლურ ფორუმებზე მოწვევას, ერთდროულად რუსეთთან და ნატოსთან არც მწვადის, არც შამფურის დაწვას ემხრობა, არის ცრუ პატრიოტი.
ოკუპანტთან საუბარი შეიძლება მხოლოდ ოკუპაციის ფასის აწევით, რომ ოკუპირებული მიწა აეწვას ფეხქვეშ და აიძულოს თავის ცივ ჩრდილოეთში გაქცევა. სხვა ყველაფერი ცრუ პატრიოტიზმია.
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)