#54958779 · 11 Jul 2019, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი რამე რაზეც სწორი ანალიზი გააკეთა, ეს არის ილუზია სამომავლოთ კარგი ცხოვრების ევრო -ზონაში ან რუსეთის ევრაზიის ზონაში, ართ ერთში და არც მეორეში არ იკვეთება წარმატების ფორმულა. ევროზონაში რა გველის, მაქსიმუმ ბულგარეთ-რუმინეთის დონეზე ავიდეთ,ისინი კი ამ დროს უფრო გაიზრდებიან მაგრამ მნიშვნელოვნათ არა, რუსეთის ევრაზიული ზონა, იგივე ლუკეშენკოს ბელარუსია, საკმაოთ კარგათ იყენებს რუსეთთან მეგობრობას, შეღავათიანი რესურსები, ტრანზიტი, ნავფთობის გადამუშავება,საქართველოს მოქალაქეზე 2-3 უკეთესათ ცხოვრობს რიგითი ბელარუსიის მოქალაქე, მოსახლეობაც უფრო განათლებული და მომუშავე არის ვიდრე რიგითი ქართველი, ესეც გასათვალისწინებელია. ამ ევრაზიის კავშირში იგივე ყირგიზეთ,ყაზახეთის დიდათ ვერ სარგებლობენ საერთო ბაზრებით, ძალიან შორს იმყოფებიან რუსეთის ევროპულ ნაწილიდან და იგივე თურქული პროდუქტი შემოტანა მოსკოვის ბაზარზე უფრო ადვილია ვიდრე ყაზაზეთ-ყირგიზეთის პროდუქტის. სომხეთს რაც შეეხება, აქ სტრატეგიულია ინტერესი უფრო, თუმცა სომხეთის მოქალაქეები სარგებელს უფრო იღებენ რუსეთიდან, იქ მიდიან სამუშაოთ ,სომხეთის ეკონომიკას მცირედით მაგრამ მაინც იგრძნო ზრდა ევრაზიის კავშირში გაერთიანების შემდეგ.. საქართველოს ალბათ უფრო ნეიტრალური სტატუსი უფრო გამოადგება, რუსეთთან ვაჭრობა და ტურისთები + თავისუფალი ბაზარი ევროპასთან, აქეთ გადახრა ან იქეთ გადახრა დიდათ არ დატყობა ეკონომიკას,ისიც გვავიწყდება რომ,არ გვაქ რესურსები თითქმის, შეიძლება კიც გვაქვს მაგრამ, ის კომპანიაც ვერ მოიძებნა ვინც მოძებნიდა ნავთოფის მარაგებს საქართველოში.
|