1. თვითონ სახელი "ქართული ოცნება" არაა სწორი, ვინაიდან მეოცნებე გამოდის ერი,
რომელთაც მხოლოდ ოცნება აქვთ და მეტი არაფერი, დადექი და იოცნებე…

ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა "ოცნების ასრულება" და არა ოცნება და მეოცნებობა…
2. ნაცები რომ არ ჩარეცხეს ეს მათი პრივილეგია იყო, რომ არ გაიმეორეს მათი ქცევა,
მაგრამ ძვირად დაუჯდათ ეს ეგრეთწოდებული "კოჰაბიტაცია" დარჩა მხოლოდ ორი
ოცნება და ნაციონალები ფაქტიურად ესეც შეცდომა გამოვიდა ბოლოს, ვინაიდან იმდენი
მცდელობა შექმნეს ნაციონალებმა, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად რომ ბოლოს მიაღწიეს
რაღაც შედეგსაც… ანუ პროპორციული არჩევნები თავიდანვე უნდა მოეწყოთ ნუ 3 წლის შემდეგ მაინც.
მაგრამ გაუტკბათ მმართველობაში ყოფნა და ამან დიდი შეცდომის პირას მიიყვანა.
3. აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენება არ უნდა ყოფილიყო, თვალში რომ არ მოხვედროდა
ვინმეს, ხომ არ იქნებოდა ამდენი აჟიოტაჟი? რა თქმა უნდა არიან სადისტებიც ყველგან, პოლიციელებს
შორისაც და გოგონას თვალში დაუმიზნეს, ამით ნაციონალებს გაუკეთეს საქმე… ამის გამოძიებას კი
აჭიანურებენ, ესეც შეცდომაა, როგორც ყოველთვის გამოძიებები ჭიანურდება და აქ ნაციონალები ბევრად
უფრო სწრაფად მოქმედებენ…
4. ის ვერ გაითვალისწინეს კიდევ, რომ ნაციონალებს ერთი მიზანი ამოძრავებთ ხელისუფლებაში მოსვლა
ქვეყანას რა მოუვა სულაც არ აინტერესებთ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში ქვა ქვაზე არ დარჩენილაო
აი ეს პრინციპი ამოძრავებთ, თანაც მიშა კბილებს ილესავს რომ ჩამოვიდეს და დაერიოს ბიზნესმენებს განსაკუთრებით
ბიძინას და მერე ისეთი რეჟიმს შექმნის, რომ აღარ გაუვა არავის არაფერი… ფულსაც მოხვეტავს და გაყიდის ისევ
საქართველოს მიწებს, მთელ საქართველოსაც არც ჭკუა დაუშლის და არც თანამდებობა… აი მიზეზი…
ხოდა ამის გაუთვალისწინებლობაა დიდი შეცდომა, დემოკრატია არ გამოვა მასე.. მტერს რომ ბაბაიას დაუძახებ
ის გადაგივლის ტრაქტორივით… გინდა ნაციონალები იყვნენ ეს და გინდაც რუსეთი..
5. რუსეთთან თუ უნდოდათ ურთიერთობა, უნდა ეღიარებინათ საქართველო როგორც ნეიტრალური ქვეყანა.
ევრაზიული ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთი მიწებსაც დაუბრუნებდათ და იამაყებდა კიდეც ამ ფაქტით, მეორე
შვეიცარია იქნებოდა საქართველო, დააფინანსებდენ კიდეც. შეცდომა ისაა რომ ევროპას და ამერიკას შესციცინებს
და რუსებსაც უქიცინებს კუდს, აი აქ იჭედება სწორედ… შვეიცარია არ შევიდა ევროკავშირში და მშვენივრად არის
ეხლა ნეიტრალურ ქვეყნად… რა ჰგონიათ რომ ევროკავშირში შესვლა კაია? საბერძნეთი რომ შევიდა და მიჰქარა
ეხლა ვეღარ გამოდის იმდენი ვალები დაადეს, ინგლისსაც კი გაუჭირდა გამოსვლა, მერკელის დუდუკზე უნდა
ითამაშონ იქ და შემოგვიყრის მთელ იმ აფრიკელ ლტოვილებს და საქართველოს გადაუვლიან საერთოდ…
მერკელი ისევ ქმედითია სულაც არ წასულა იქედან, ეგ დედაკაცი ისეთ ცუდ საქმეს უკეთებს ევროკავშირს რომ
მტერზე უარესია… პუტინი მოგონილია მაგასთან.. ნატოში შესვლაც გააჭიანურეს ასე რომ ოცნებაა მეოცნებე..
ვიყოტ ნეიტრალური ქვეყანა და ვიქნებით ძალიან კარგად, აი ესაა ჩემი ანალიზი თუ რა შეცდომები დაუშვა ოცნებამ.
საქრთველო აუცილებლად გაბრწყინდება და მაშინ ყველა ის ადამიანი, ვისაც ბოროტი ძრახვები ამოძრავებს, გაუჩინარდება ამ ქვეყნიდან..