საკმაოდ რთული პერიოდები გამოიარა ქართულმა მეღვინეობამ ბოლო ათწლეულებში.
70-იან წლებში გახშირდა ფალსიფიკაცია, რადგან დიდი რაოდენობით ღვინის (არამარტო) წარმოება უნდოდა შევარდნაძეს, ყურძენი კი არ იყო იმდენი.
90-იან წლებში არეული იყო ქვეყანა და მეღვინეობას რა დაალაგდებდა, აბა.
ძირითადად რუსეთში გადიოდა ქართული ღვინო და ხარისხზე დიდად არ ზრუნავდა ბევრი მწარმოებელი.
ისეთი ღვინოებიც კი გადიოდა, რომლებშიც ყურძენი საერთოდ არ იყო, წყლით და შაქრით გაკეთებულ ღვინოებზე რომ არაფერი ვთქვათ.
2006 წელს რუსეთმა რომ ემბარგო დააწესა ქართულ პროდუქციაზე, სწორედ მაშინ დაიწყო ქართული ღვინის უახლესი ისტორია.
საჭირო გახდა ხარისხის გაუმჯობესებაც და ახალი ბაზრების ძიებაც, გადაიდგა ნაბიჯები ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, გამკაცრდა კონტროლი.
მეღვინეობა ვითარდება საქართველოში.
იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ.
დღითიდღე იზრდება ექსპორტი.
დიდი პოტენციალი აქვს მეღვინეობას საქართველოში.
ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე ქართულ ღვინოს.
კრიტიკა არაა ცუდი, ზოგადად
მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელ კრიტიკას ვაწყდები ხოლმე.
რასაც ვაკვირდები, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი აკრიტიკებს ხოლმე ქართულ ღვინოს, რომელიც ვერ ერკვევა საკითხში, რომელსაც წყლით და შაქრით გაკეთებული ღვინოების დალევა რომ უწევს, ეგ გონია ქართული ღვინო, ან მაქსიმუმ ორ წელიწადში ერთხელ უწევს დაბალხარისხიანი ბოთლის ღვინის გასინჯვა.

ზოგიერთები 10 ქართულ ჯიშს, ან 5 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს ვერ ჩამოთვლიან ხოლმე
(ხომ არაა ლაპარაკი 525-ივე ქართული ჯიშისა და 20-ივე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ცოდნაზე)
ხუთ კომპანიას ვერ ჩამოთვლიან, რომლის თუნდაც თითო დასახელების ღვინო მაინც ექნებათ გასინჯული
ასევე მშრალი ჰგონიათ ღვინო, რომელიც სიმშრალის შეგრძნებას იწვევს დალევისას (ტანინების გამო)
ან კიდევ სასწაული გონიათ ადესა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშია და კანონით აკრძალულია მისგან ღვინის დაყენება/რეალიზაცია
და დაიწყებენ ხოლმე მტკიცებას, რომ ქართული ღვინო არაფრად არ ვარგა.
This post has been edited by ფორცხოლი on 15 Jul 2019, 15:08
. .