#54974933 · 15 Jul 2019, 11:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
t-90 kwinto
QUOTE | უბრალოდ ადამიანები ვერ იტანენ დესტრუქციულ სოციალურ ლიფტებს რასაც თქვენ, ტფილისის პატრიციატის პროპაგანდისტული დაჯგუფება გვთავაზობთ. |
რთულია ამაში არ დაგეთანხმო, ნაც მოძრაობის მოწინააღმდეგე ელექტორატი სწორედ ფორსირებული ლიბერტარიანიზმით შეიქმნა, ეს იყო კიდეც შეცდომა და ამავე დროს ეს იყო აუცილებლობა. ხელისფლება რომელიც ლეგიტიმაციას არ ხარჯავს არის მხდალი ქვეშაჯვია ბანდა (ქოცოცები მაგალითად), ხელისფლების ვალდებულებაა ცვლილება, ევოლუციურ ტრანსფორმაციას კი ათწლეულები ჭირდება, გვაქვს ამის დრო? ევოლუციური ტრანსფორმაცია აშშ- 2 საუკუნე გაგრძელდა მაკკინლის საწარმოო კაპიტალიზმიდან ობამას თითქმის სოციალიზმამდე, ხოდა ველოდოთ ჩვენც?
QUOTE | ჩვეულებრივი კომუნისტი ხარ. |
ამ სისულელეში როგორ დაგეთანხმო? მე არავინ დამაძალა ლიბერტარიანიზმი, აქამდე მისით მივედი, მე არავისთვის არ დამიძალებია ჩემი მსოფლმხედველობით ცხოვრება თუმცა შანს არ უშვებ რომ კრიტიკა არ მოვაკლო ჩამპალ კონსერვატიულ პარადიგმებს, ვისაც არ ესმის მინდა დავეხმარო, ეს ჩემის მხრიდან ალტრუიზმია და არა დიქტატი, ადამიანს აქვს საშუალება მომისმინოს ან საერთოდ ზურგი მაქციოს, როგორ ადარებ ამას იმ საშინელებასთან რომელიც ყოველგვარი კრიტიკის დებატების გარეშე გთავაზობდა იდეოლოგიას სადაც არჩევანი არც გქონდა?
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|