იცი აგიტაციაა ეგ, დიდხნიანი თავისუფლების დაკარგვის შედეგი (როცა სხვა გიწერს ისტორიას), რათქმა უნდა მსგავსი რაღცეები იყო მაგრამ არა სხვაზე მეტად.
მე ვიტყოდი გაცილებით ნაკლებად, აი ერთერთი მაგალითი: ამბობენ სულ სამი ერი არსებობს სადაც სამეფო დინასტიამ 1000 წელზე ემტი გაძლო.
ესენი არიან: ბრიტანელები, იაპონელები და ქართველები. ახლა გაივითვალისწინეოთ, რომ იმ ორს ბუნება იცავდა შემოსევებისგან გაცილებით უფრო ჩვენზე - კუნძულზე არიან (არ ვიცი სხვებიც არიან თუ არა, პრინციპული არაა ეგ).
აი ჩვენ კი ყველამ და ყველაფერმა გადაგვიარა, ჩემი აზრით მოღალატე და გამყიდველი ერი 1000 წელი არ უერთგულებდა ერთ სამეფო გვარს,
მეორე მაგალითი: გავიხსენოთ, როდესაც დამოუკიდებლობას ვკარგავდით, დამპყრობელი უმეტესად არაქართველებს ეყრდნობოდა (არ დავასახელებ ახლა კონკრეტულ მაგალიტებს ვინმეს რომ არ ეწყინოს, ბუნებრივია ეგ), იქნებ ვერ პოულობდა საკმარისი ხარისხის და რაოდენობის მოღალატეებს?
მესამე: იმაზე არაფერს ვამბობ რამდენი უნუგეშო ომი გვაქვს მოგებული,....
ახლა რუსეთამდე ბოლო 2 საუკუნე, რომ ვერ გავერთიანდით ეგ ღალატის კი არა უფრო სხვა მიზეზების ბრალი იყო, უცებ ვერ მოვახერხეთ მერე კი გართულდა საგარეო სიტუაცია და არ მოგვცეს საშიალება გარე ძალებმა, თუმცა მიცირე მაგრამ ხელიდან გაშვებული შანსებიც იყო (მაგალითად ვახტანგ VI, ცოტა არ იყოს და ერეკლეც ).
+ სხვა მაგალითებიც ბევრია ამისი ისტორიაში, კი ჩეხეს რუსებმა როგორც შეეძლოთ, მაგრამ შემორჩა რაღაცეები მაინც
B-E-R-Uთუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.