ამ კუნთებზე ყურებას და საყოფაცხოვრებო პრიმიტივიზმს რო ვერ სცდება საშუალოსტატისტიკური ქართველი, იმიტომაცაა, რო მცირერადიუსიან წრეზე გარემოექცევა საქართველო ბოლო 30 კი არა და 230 თუ 800 წელი.
ბოსები კი არ უნდა ჩასვან,
კანონი უნდა იყოს კანონი.
ბოსი და ბოსის ჩასმა რა ლოგიკურ-შინაარსობრივ კავშირშია შემთხვევასთან?
დღემდე ადამიანური მსხვერპლით იმკის ქართველი ერი ბენდუქიძის ანდერძს და სამწუხაროდ, ალბათ კიდევ მოიმკის, სანამ რამე არ შეიცვლება.
წლებია, ვითომ თავი ვერ მოაბეს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებას. ჯერ შარშანწინდელი და შარშანდელი არანორმალური მსხვერპლის გამო ვითომ გამოძრავდნენ შარშან და დაჩქარებული წესით მიიღეს რაღაც კანონის პროვოკაცია. მერე ფორმალობებმა გაწელა პროცესიო.
ქართველს მეტი რა უნდა - რასაც და როგორც შეუფუთავ და დაანახებ, ყველაფრის სჯერა. ყველაზე ცუდი ისაა, რო ქართველს ზნეობა აქვს დაკარგული (10-დან 8-ს მოპარული ურჩევნია გამომუშავებულს), მაგრამ ამ უბედურმა ქართველმა ის კი აღარ იცის, რო ზნეობა ლოგიკის საშენი მასალაა - უზნეო დროთა განმავლობაში კარგავს ლოგიკას. სწორედ ამიტომ ქართველისთვის მსჯელობა: "რა მოსატანია რამდენიმე ათეულის სიცოცხლე იქ, სადაც მილიონების სიცოცხლეზეა ლაპარაკი" ბუნებრივი და მისაღებია. აი ასეთ ხალხს კი უკვე საითაც გინდა, იქით გაიგდებ და გარეკავ (პრინციპში, ბოლო 800 წელია, ასეცაა) და ისეთ ყოვლადწმინდა იდიოტობასაც დააჯერებ, რასაც მავანი ნაცი თუ ქოცი (ერთი რუსული პროექტია) აჯერებდა სადღაც ამ 6-7 წლის წინ რჩეულ ქართველებს: შრომის კოდექსი რო გავაუმჯობესოთ, მერე ინვესტორი ხო აღარ შემოვაო და ამათაც ცხვრებივით სჯეროდათ. აი ეს იცის უზნეობამ და მორალისგან დაცლამ.
აქსიოს
ბაზარმა გარეგულიროთ.
ესეც დესერტად:
http://progressnews.ge/dedis-sarchenad-msh...P3uKn6ClzL_DBng