#54992850 · 18 Jul 2019, 20:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
George_Bush
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1990 წელს საქართველოსა და თურქეთს ერთი გვქონდა თითქმის. ახლა თურქეთს სამჯერ მეტი აქვს.
ნატოში 1952 წელს გააწევრიანეს და არანაირი მარშალის თანხები არ მიუღიათ. ეგ დანგრეული ევროპის ქვეყნებისათვის იყო და არა თურქეთისათვის, რომელსაც ომში რეალურად არც მონაწილეობდნენ. მაგიტომ ვერანაირ ლოგიკურ კავშირს ვერ ვხედავ.
1990-იან წლებამდე საქართველო ეკონომიკურად უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო ვიდრე თურქეთი, დღეს პირიქითაა მდგომარეობა. ეგ არის ფაქტი და მაგას ვერანაირი თურქების გინება ვერ უშველის.
| QUOTE | | მიჯოკვრა-მოჯოკვრა-ჩაჯოკვრის მხოლოდ შაჰსეი-ვაჰსეი ხალხს სჯერა, დაგინებული რომ აქვთ რომ საქართველო არ შეიძლება რაიმეთი კარგი იყოს biggrin.gif |
დაგინებული კი არა რეალისტი ვარ და ჩემი თვალებით ვხედავ ხალხის მასას რომელიც თურქეთში ყოველ ზაფხულს ლამის მონებად უდგება ადგილობრივებს რომ როგორმე თავი და ოჯახი არჩინოს. ამიტომ კვარცხლბეკიდან ყურება და "ჩვენ ყველაზე მაგრები" ვართ პოზიცია ბოდიში-და უბრალოდ სასაცილოა. მაგის უფლება იქამდე არ გვექნება სანამ ბოლო-ბოლო დღევანდელი რუმინეთის ეკონომიკურ მდგომარეობამდე მაინც არ მივალთ.
SPLIYVI
| QUOTE | ეხლა ორი არჩევანი გვაქვს თურქეთის ჩანაცვლება ბრიტების ჩანაცვლება
დაფიქრებაა საჭირო |
ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საქართველოზე. არაპატრიოტიზმში არ დამდოთ ბრალი, მაგრამ ისე ლაპარაკობთ, რომ თითქოს რაღაც დიდი რეგიონული მოთამაშე ვიყოთ და არა 3 მილიონიანი გაკოტრებული ქვეყანა, რომელიც სულს ღაფავს. რაც სტრატეგიული პოზიცია გვაქვს (ისიც კიდევ რამდენი ხანი ვინ იცის, ყარაბაღის კონფლიქტის გამო) მაგასაც ვერ ვიყენებთ ნორმალურად. This post has been edited by Hiksos on 18 Jul 2019, 21:28
--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა. DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით? lasha1997
|