როგორ შეიძლება დღეს ადამიანი იჯდე წყნარად და არ გაგიჩნდეს პროტესტის გრძნობა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,
ეს გვეხება ნებისმიერ ქართველს,
ამ გადაცემაში უბრალოდ დასაბუთებული ფაქტებია მოყვანილი,
რაც პირდაპირ ავლენს მთავრობის სრულიად კრახს და უუნარობას კრიზისთან ბრძოლის ამბავში, არათუ კრიზისთან ბრძოლა არამედ თვითონ ეს მთავრობაა პირადად გამომწვევი ამ კრიზისის,
რა ემართება ლარს ალბათ ეს კითხვა ყველას აწუხებს რის გამო უფასურდება ჩვენი ქვეყანა და სიმდიდრე,
ჩვენი ქვეყნის სიძლიერე დამოკიდებულია შემოსავლებზე,
შემოსავლის ყველაზე დიდი წყაროა ექსპორტი ( რესურსები პროდუქტები და ა.შ)
ინვესტიციები + ტურიზმი,
მოკლედ რაც დოლარს შემოიტანს ჩვენ ქვეყანაში ყველაფერზე,
დღეს რაც ხდება TBC - თიბისი გარშემო პირდაპირ ურტყავს საქართველოს ეკონომიკას და ქართველს ხალხს,
როცა ინვესტორი ხედავს თუ როგორ ცდილობს მთავრობა დაჩაგროს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და წაართვას ანაკლიის პროექტი
( სადაც თავდაუზოგავი არნახული შრომა გაიწია და მხარს უჭერს და პირდაპირ დაინტერესებულია აშშ-ს მთავრობა და მრავალი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია თუ კორპორაცია)
არცერთი ინვესტორი არ მოისურვებს 1$ ის ჩადებასაც კი საქართველოს ეკონომიკაში , რაც პირდაპირ აუფასურებს ლარს, რადგანაც ჩვენ არ გვაქ ისეთი ეკონომიკა ან ისეთი ტურიზმი რომ ინვესტიციების გარეშე გამოკვებოს ეკონომიკა,
როცა უფასურდება ლარი მაშინ პირდაპირ ურტყავს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უბრალოდ სესხი აქ აღებული და იცით რომ სესხების უმრავლესობა დოლარშია ჩვენ კი შემოსავალი გვაქვს ლარი, ხალხი ვერ გადაიხდის სესხს დარჩება სახლისა და ბიზნესი გარეშე რაც დღეს თუ ხვალ ყველას გამოგვიყვანს ქუჩაში და ამ მთავრობას გაგვაშვებინებს სახლში ამას დამატებული ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყავს ბენზინის ფასსზე, ბენზინის ფასი კი პირდაპირ ურტყავს ნებისმიერ ადამიანზე,
ესეთ მძიმე სიტუაციაში ქვეყანა 90 იანების მერე ნაღდად არ ყოფილა ლარის კურსმა გაღატაკების მაქსიმუმს მიაღწია
სწორედ კრემლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ჭაობში ყოფნა სამწუხაროდ პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს მთავრობა სწორედ კრემლის ინტერესებს ემსახურება და მე პირადად სრულიად გამიქრა ნდობა რომ ვცხოვრობ დამოუკიდებელ სახელმწიფოში რომელსაც საქართველო ქვია
https://www.facebook.com/watch/?v=360159897978756