t-90
უტანკესი და უტონკესი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 54841
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11
|
#55039271 · 28 Jul 2019, 19:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar
| QUOTE | არა, იაპონია საერთოდ არაფერ შუაშია ამ თემასთან, იმიტომ რომ იაპონია არის გაცვეთილი მრავალჯერგამოყენებული არგუმენტი კონსერვატორი დემაგოგების რომლებიც ამტკიცებენ რომ ტრადიციები და ტექნოლოგიები თანააარსებობს და აი ნახეთ იაპონია, იქ თუ შეიძლება ჩვენთანაც ხომ შეიძლეობაო... |
ზღაპარია ეგ ყველაფერი.
| QUOTE | | იაპონიის ტრადიციონალიზმი და ტექნოლოგიური ჰაბი შედგა იმიტომ რომ იაპონიამ დაძლია სწორედ ტრადიციონალიზმი! შეცვალა სამურაების სკოლა დასავლური სამხედრო სტანდარტით. |
რბილად რომ ვთქვათ წარმოუდგენლად დები. უბრალოდ კუგე სისტემა შეიცვალა კაზოკუთი რომელიც შინაარსით პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა. უბრალოდ დანშაკუ იქნებოდა თი ჰანკკე დიდი მნIშვნელობა არ ჰქონდა.
| QUOTE | | იაპონია ყველაზე ღია და პლასტიკური აღმოჩნდა გლობალიზაციისთვის, ხოლო ტრადიცია დაახლოებით ისეთივე ფერმუმმარილია როგორც ინგლისის დედოფალი ელიზაბედ II! |
ელისაბედ მეორე სუვერენია და არა ფერუმარილი. ხოლო რა არის სუვერენი ამხელა სოციოლოგ კაცს მე არ უნდა გასწავლიდე. ელისაბედ მეორე ის მექანიზმია რამაც ბრიტანეთი გამოტოვა რევოლუციუებიდან, ნაციზმიდან, კომუნიზმიდან და ა.შ. არადა ეს მაშინ როცა სოცინტერნის ოფისი ლონდონშია.
| QUOTE | | იაპონია ღია იყო ამერიკული, ინგლისური, ფრანგული, ჰოლანდიური, პორტუგალიური, ესპანური სავაჭრო, კულტურული, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ნაკადებისთვის (იდეალური პრეზენტაცია იაპონური სასწაულის არის "უკანასკნელი სამურაი") |
ხო მაგრამ კულტურული ნაკადიც კი თავისებურად ფორმირდა და არა ისე კოპირებულად როგორც ჩვენთან.
| QUOTE | | მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის საიმპერატორო ტახტი საერთოდ გაუქმების საფრთხის ქვეშ იყო მაგრამ ჭკვიანმა საიმპერატორი კარმა, გამოიყენა "ბირთვული იარაღით" დაზარალებულის სტატუსი და აღდგა ფერფლიდან ისევ იმის ხელით ვინც დააჩოქა. |
რომ არა დუგლას მაკარტურის და რამდენიმე ამერიკელი გავლენიანი პირის მოთცოვნა პრინც ჩიჩიბუს ჩამოტყავებაზე მიდიოდა საუბარი. მაკარტურის პირადი ავტორიტეტი რომ არა რეალურად ჩამოკიდებდნენ ჰიროჰიტოსაც.
| QUOTE | | შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა მილიონზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა ჩინეთში და შეიქმნა საფრთხე რომ სახმელეთო ოპერაციას საბჭოეთი განახორციელებდა იაპონიაში, (ეს კი იცი რასაც ნიშნავს, სადაც შევიდნენ იქიდან არ გასულან) სასწრაფოდ დანებდა და საბჭოეთს და ამერიკას შორის არჩევანი გააკეთა იმით თუ ვის დანებებოდა. |
ზღაპრები. რანაირად უნდა გადაესვა საბჭოთა კავშირს მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჩინეთიდან?
| QUOTE | იაპონიის სასწაული არავითარ კავშირში არაა ტრადიციებთან, მისი სასწაული ისეთივე ბუნებისაა როგორიც ყველა კაპიტალისტური სახელმწიფო! |
ხო მაგრამ ყველა კაპიტალისტური სახელმწიფო (მათ შOრის გრუზია) არ არის არადა გრუზიაში ბევრად უფრო დიდი დოზითაა კაპიტალიზმი ვიდრე იაპონიაში.
| QUOTE | მაინც შესას არ იშლი, იმიტომ რომ რა მსჯელობაც შემოგთავაზე ვერ გამოიცანი, ეს არის სოციოლოგიური მსჯელობა, სოციოლოგია კი როგორ მსჯელობს ნება მიბოძე აგიხსნა: თუ დაუშვათ სოციოლოგი დაასკვნის რომ: ტოტალიტარულ საზოგადოებებში სექსი მიღებულია მხოლოდ ჩამქვრალ შუქში და საბანს ქვეშ, ხოლო დემოკრატიულ საზოგადოებებში ანთებულ შუქში და საბანს გარეშე, რა თქმა უნდა ყოველთვის არის შანსი რომ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები კიმ სიუ საო, დასძენს: "რომ შიგ ხომ არ გაქვთ, მე სექსი დღის შუქშიც მიყვარს და გარეთ ჰამაკშიცო", ეს არ ნიშნავს რომ სოციოლოგი იყო მტყუანი, იცი რატომ? იმიტომ რომ სოციოლოგია სწავლობს ჯგუფური ზემოქმედების ფაქტორებს ადამიანის სოციალურ მოქმედებაზე, შესაბამისად მისი დასკვები არის არა პერსონალური ხასიათის არამედ ზოგად კანონზომიერებითი ხასიათის! |
კაცო მე ხო პერსონალური ხასიათის დასკვნებს არ გიდებ? საქართვეოს სოფლებში სსრკს სდროს სკოლაც იყო, მაღაზიაც, პროფილაქტიკაც, მედპუნქტიც და ბიბლიოთეკაც და ა.შ. და ამას განაპირობებდა სისტემის სტაბილურობა. ხოლო რაც შეხება იმას რომ სექსუალური ქცევების წარმატებულობასთან კორელაციაზე გვაქვს ორი დიდი კონტრარგუმენტი: რუსეთი და ინგლისი.
| QUOTE | ხოდა შენი დასკვნა რომ სადგაც სოფელში არსებობდა სამჭედლოებიც და იქნებ თვითმართველობაც, არ ნიშნავს რომ ჩემს შეფასებას თუნდაც ოდნავ აყენებს ჩრდილს, იმიტომ რომ ზოგადი სურათი ქართული სოფელის იყო ასეთი: |
თვითმმართველობა სხვა თემაა საერთოდ მაგრამ შენ თქვი რო სოფელში მხოლოდ კაცური კაცობა ფასობდა და არ ცდუილობდა არავინ ევაჭრა განსხვავებული საქონლით სხვასთან. არადა სამჭედლოს,ს ადალაქოს და ა.შ. არსებობა ზუსტად იმას ადასტურებს რომ ვიღაც ტიპები სოფელში სხვა რამით შოულობდნენ ფულს. თვითმმართველობაზე გეთანხმები, მაგრამ ამერიკაშიც არ არსებობდა თვითმმართველობა ქალაქების გარდა. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევი.
ჯერჯერობით მხოლოდ პროპაგანდირებ.
| QUOTE | | ჩინური მარქსიზმი კი ასევე განსხვავებული კულტურულ ტრადიციაზეა აგებული. საქმე იმაშია რომ ჩინურ კულტურაში ლიდერისადმი მორჩილება გახლდათ კიდეც სიქველის და ოჯახის პატივისცემის გარანტია. ეს განსხვავებული უნიკალური კულტურაა რომელცმაც ჩინეთის დიდი კედელი ააგო, არა იმ ბანალური მიზეზით რომ მომთაბარე ტომებისგან იცავდნენ თავს, არამედ იმიტომ რომ ჩინური კულტურის უნიკალურობა შეენარჩუნებინა და არ განფენილიყო ჩრდილოეთით რეჟიმს გაქცეული ხალხისგან, იმიტომ რომ ცინ შიგუანდი თავისი ლეგალისტური ფილოსოფიით ყველა მოწინააღმდეგეს ანადგურებდა, მათ შორის კონფუციანელებს და დაოისტებს. |
მითოსია რატო ახლა გეტყვი: ჩინური მარქსიზმის დამკვიდრებისთანვე დამკვიდრდა ტრადიცია: "დაე იხაროს 100მა ყვავილმა, დაე შეეჯიბროს 100 სკოლა" ანუ ფრიად კონკურენტული იყო ჩIნური მარქსიზმი და განსხვავებით სტალინის ერთპიროვნული მმართველობისა მაოს მაგალითად ჟოუ ენლაის მოთმენაც უწევდა და დენ სიაოპინის. აქ რო ოჯახებით ხვრეტდნენ იქ მაქსიმუმ 2-3 წლით დაეჭირათ. ოთხთა ბანდაც კი რომელიც ხუა გოფენმა დაიჭირა არავინ დაუხვრეტიათ. მერე გაათავისუფლეს კიდეც. შესაბამისად უბრალოდ ზღაპარია ჩIნურ მარქსიზმზე საუბარი როცა წარმოდგენა არ გაქვს რაზეა საუბარი.
| QUOTE | | 1525 იმპერატორმა ჰონქსიმ შუასაუკუნეების ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო ფლოტი გაანადგურა იმიტომ რომ შეეშინდათ კულტრული ინექციების რომელიც მოყვებოდა მთელი წინა აზიის და აფრიკის სანაპიროებთან ვაჭრობას!.. |
მანდ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი. ეგ ფლოტი იყო მუსლიმების დაარსებული. ხოდა მუსლიმების კლანს ჩინელი ბიუროკრატების კლანმა მოუგო ძალაფლებისთვის ბრძოლაშI chukius
| QUOTE | იაპონიის ძალადობრივი ვესტერნიზაცია იყო მომენტი, როდესაც იაპონიამ დაიწყო ჩაკეტილი აგრარული ქვეყნიდან იმპერიად გახდომა. იაპონური წარმატება ვესტერნიზაციის შედეგია და არა ტრადიციების. |
რომელ ძალადობრივ ვესტერნიზაციაზეა საუბარი? პერის მიერ გახსნაზე? ეგ იცი ვაბშე რა მოხდა და როგორ მოხდა? chukius
| QUOTE | არ ვამბობ რომ ეგ ერთადერთი ფაქტორი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამდვილად იყო. აღარავის უნდოდა მშოფლიო რევოლუცია, სსრკ-ს დედა აღარ ჰყავდა და ეგ იყო მისახედი, თან ამხელა ქვეყანაშიც მშვენივრად გრძნობდნენ თავშ ბოლშევიკები. ხოდა სტალინმა და ბუხარინმა დაუდეს განვითარების უფრო პრაგმატული ვერსია, ვიდრე ტროცკის პერმანენტული რევოლუცია და მსოფლიო არეულობისთვის თავის შეწირვა იყო. მასა ამათ მიემხრო.
სხვათაშორის, მაგ დროისთვის ჯერ არ იყო მიღებული პრაქტიკა პარტიის წევრების დახოცვისა და დახვრეტისა. ეგ 30-იანებში დაიწყო სტალინმა, თორემ 1924-ში ჯერ შიშველ ძალადობას ერიდებოდნენ პარტიის შიგნით და იდეოლოგიური ბრძოლა მეტად მნიშნელოვანი იყო, ვიდრე 15 წლის მერე. 30-იან წლებსი უკვე დაიკიდა და უბრალოდ ყველა ამოხოცა სტალინმა, როცა მყარი პოზიციები ჰქონდა. |
მანდ ცოტა სხვა რამემ ითამაშა როლი. ტროცკის ე.წ. გადატრიალების მცდელობის დროს ბუდიონის ცხენოსნების ჩავლამ წითელ მოედანზე.
| QUOTE | კი ბატონო, მარა ალტერნატივაა შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, თორემ მაგ კარტს კიდევ 100 წელი გაათამაშებს რუსეთი და თან წარმატებით. |
თუ დაკრედიტება არ გახსნა ელიტამ ჟორდანიას გაგმირება უშველის? რა სისულელეა ხო?
| QUOTE | მაგასაც დაწერა უნდა, თან უფრო დიდებიც არის ბლომად. ეგეც რომ ევროპის კაფეებში მჯდარიყო ლენინივით, კი დაწერდა ალბათ უკეთესს, მარა ეგ ციმბირში იჯდა ძირითადად. |
ორგვერდიან სტატიებს რა დაწერა უნდა? ციმბირში უფრო დაწერდა ვიდრე ევროპის კაფეებში.
| QUOTE | ღლეურად მართავდა, კი ბატონო, მარა სხვა რა შეიძლება რომ ავიღოთ ჩვენი ისტორიიდან? რა გვაქვს იშეთი, რაც სსრკ-ს იშტორიას გადაწონის ან დააბალანსებს მაინც? ისევ დავით აღმაშენებელს მივაწვეთ? |
არა არტომ? თერგდალეულებს მივაწვეთ ვერა? თუ ი თავადები დამპლები მაგენი. ილია გლეხებს წყალს არ აძლევდა თურმე და ა.შ.?
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
|