Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(178)
« პირველი
...
79
80
[81]
82
83
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აფხაზეთის ომი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2429
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13
#58749901
· 5 Jan 2022, 13:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვერ ვხდები რა გინდა? მე არანაირ ზღაპრებს არ ვიგონებ უშუალოდ მომსწრე ვარ ბევრი რამის, ხახლს ვიცნობ იმათ მონაყოლს გეუბნები, პოლემიკაში შემოდიხარ რასთან დაკავშირებით თვითონ ვერ იგებ...
ხშირად ქართული ნაწერიდან აზრი ვერ გამოაქვს...
არაფერი სასწაული არ დაგიწერია, უბრალოდ თუკი ვინმე რამეს დაწერს აფხაზეთზე, იმის საწინააღმდეგო უნდა დაწეროს ეგრევე, იმიტომ რომ მხოლოდ მან იცის და სხვამ არაფერი არ იცის!
ეგო აქვს სასწაულად გაბერილი.
+ ტროლია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58750398
· 5 Jan 2022, 16:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
ტყუილად ახურებ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი სოფლების მიმართ მართლაც განსაკუთრებულად სასტიკი დამოკიდებულება ჰქონდათ და სწორს გეუბნებიან. აიღე მაგალითად ახალდაბა ეს სოფელი მთლიანად განადგურებულია, პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი. არადა დაბლობში მდებარეობს, ტრასაზე და ზღვასთანაც ახლოსაა, მაგრამ მთლიანად მოსპეს. შედარებისთვის აიღე ახალდაბის მეზობელი გულრიფშის რაიონის ქართული სოფლები, ისინი არ გაუნადგურებიათ თავად შესახლდნენ იქ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BENDIMA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
BENDIMA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1269
წევრი No.: 130662
რეგისტრ.: 27-April 11
#58750907
· 5 Jan 2022, 19:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყველა დასახლებულ პუნქტს ერთი და იმავე სისასტიკით არ უსწორდებოდებოდნენ. გააჩნია როდის დაიკავეს ომის საწყის ეტაპზე თუ დასასრულს
ომის დასაწყისში აფხაზების უმრავლესობას ჯერ კიდევ არ ქონდათ ქართველების მიმართ ზიზღი იმ დონეზე რომ ადვილად გაემეტებინათ სასიკვდილოდ მოსახლეობა, დროთაგანმავლობაში კი სისასტიკე უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ კი ის რაც ახალდაბაში გააკეთეს, სოხუმის ალყაში მოქცევისას, იყო მიზანმიმართული გენოციდი ქართველების მიმართ, რომელიც ემსახურებოდა დანარჩენების დაშინებას და ეთნოწმენდას.
სხვათაშორის მანდაც აფხაზებზე უფრო სომხები და კაზაკები აქტიურობდნენ...
QUOTE
სოხუმის და ოჩამჩირის რაიონის იმ სოფლებს, რომლებიც ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობდა და რომელთა მოსახლეობა რეგიონის დაცვაში მეტ-ნაკლები აქტივობით გამოირჩეოდა უსასტიკესად გაუსწორდნენ მაგ. კამანი, შრომა, ახალდაბა, ახალი კინდღი, ცაგერა, კოჩარა.
კოჩარელების ბაევიკობაზე ბევრი არაფერი მსმენია, დანარჩენებზე გეთანხმები. კოჩარას მაგივრად მერკულას ჩავსვამდი
--------------------
ბბბბბბბბბბ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58750982
· 5 Jan 2022, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BENDIMA
მერკულა აფხაზური სოფელია და რა მხრივ ჩასვამდი?
კოჩარა ადრევე აიღეს მაგათ და გაანადგურეს იმ მოტივით, რომ სოლივით იყო შეჭრილი აფხაზურ დასახლებებს შორის + ძალიან დიდიც იყო. ამის მერე მაგ სოფლის არაერთი მკვიდრი მონაწილეობდა ომში.
ახალდაბას შემთხვევაში უფრო ისაა მნიშვნელოვანი, რომ ომის შემდეგ ეგენი იქ არ შესახლდნენ, უბრალოდ გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს სოფელი, თორემ საცხოვრებელად ვარგისი სახლები იქ ომის მერეც ბლომად იყო. იგივე არ გაუკეთებიათ მაგ.კოდორს დასავლეთით ქართულ სოფლებში (ბაბუშერა, ვარჩე), იქ უბრალოდ თვითონ შესახლდნენ, დაითრიეს ბინები და დღემდე იქ არიან. მეორე მხრივ სოფელი ლათაც მოსპეს თითქმის მთლიანად მას შემდეგ რაც 1994-ში აიღეს, აქ გასაგებია მეტ-ნაკლებად მოტივი, ახლოს იყო ფრონტის ახალ ხაზთან + მთებშია და მანდ აფხაზები არ დასახლდებოდნენ.
This post has been edited by
ingfari
on 5 Jan 2022, 19:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ROLIKA_24
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ROLIKA_24
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7540
წევრი No.: 105053
რეგისტრ.: 16-November 09
#58751036
· 5 Jan 2022, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთ რამეს დავწერ კიდევ შრომაზე მშრომელი უნდა იყოს ის კაცი რომ იცოდეს ეს ამბავი,, მოხდა ღალატი, შრომის გამგებლიდან მაგ ღალატის გამო, ხალხის შეწირა, გამგებელმა აგო პასუხი დაიხვრიტა ადგილზე. შრომაში ძალიან დიდი ამბები ხდებოდა ძალიან აქტირუი იყო იქაური მოსახლეობა კაი რაზმიც ყავდათ, შობა დღეს მოხდა ფარული თავდასხმა როგორც მახსოვს 30 მეტი კაცი დაკარგეს მაგ დღეს მშრომელებმა..
--------------------
ადამიანის სიკვდილს არანაირი გამართლება არა აქვს, იყავი ადამიანი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7403
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#58751075
· 5 Jan 2022, 20:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
27 ივლისის ხელშეკრულება
https://experti.ge/27-%E1%83%98%E1%83%95%E1...%83%91%E1%83%90
...სინამდვილეში, ოჩამჩირესთან დესანტირება ყალბი მანევრი იყო, რათა შეენიღბათ დარტყმის მთავარი მიმართულება. იმავე ღამით, სეპარატისტებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს შრომა-კამანის მიმართულებით ანუ ჩრდილოეთიდან მოუარეს სოხუმს. წარმატებასაც მიაღწიეს - მართალია სოფელი შრომა მაშინვე ვერ აიღეს, მაგრამ რამდენიმე სიმაღლე დაიკავეს და სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ. აფსუებმა კარგად იცოდნენ, რომ ჯერ ერთი, ღამით ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი პოზიციებს ტოვებდა და სოხუმში ბრუნდებოდა დასაძინებლად(!), ამასთანავე, ქართულ სარდლობას დარტყმის მთავარი ობიექტი ოჩამჩირესთან შემოჭრილი დესანტი ეგონა. ამიტომ ძალების კონცენტრაციას სოხუმის სამხრეთით ახორციელებდა და არა შრომა-კამანის მიმართულებით.
...
ამასობაში სოხუმთან შეუქცევადი პროცესები ვითარდებოდა - აფსუებმა მყარად მოიკიდეს ფეხი სტრატეგიულ სიმაღლეებზე ქალაქის გარშემო და თანდათანობით (ეს ძირითადად ღამით ხდებოდა, როდესაც ქართულ ფორმირებათა ბრძოლის უნარი ნულს უახლოვდებოდა) სოხუმისაკენ «ჩამოჩოჩება» დაიწყეს. ქალაქი პანიკამ მოიცვა. ბევრი უკვე მაშინ ხვდებოდა, რომ სოხუმი დაკარგული, ხოლო ომი წაგებული იყო.
ვინც სოხუმს არ იცნობს, შევეცდები ავუხსნა, რომ იმ დროს შექმნილი ვითარება დაახლოებით ისეთი იყო, თბილისს გარშემორტყმული მთები (მთაწმინდა და ა.შ) რომ დაიპყროს მტერმა და ქალაქის დამცველებს დაბლობზეღა მოუხდეთ გამაგრება. ელემენტარული სამხედრო ტაქტიკით, ამგვარი დისპოზიცია იმთავითვე წამგებიანია...
-------------- -
ავტორი ცოტა არ იყოს მიკერძოებული კაცია, მაგრამ ფაქტობრივი მხარე ყოველთვის საინტერესოა...
This post has been edited by
griankali
on 5 Jan 2022, 20:31
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BENDIMA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
BENDIMA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1269
წევრი No.: 130662
რეგისტრ.: 27-April 11
#58751123
· 5 Jan 2022, 20:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
მერკულა აფხაზური სოფელია
ნახევრად ქართული იყო თუარ ვცდები.
ასევე შეიძლება აღინიშნოს სოხუმის რაიონის სოფლები: ოდიში და კელასური, რომლებიც პირწმინდან განადგურებულია. მართალია ამ სოფლელების უმეტესობა იარაღით ხელში იბრძოდა, მაგრამ სავარაუდოდ ეგ სოფლები უფრო იმიტომ ამოიღეს მიზანში რომ მოსახლეობის უმრავლესობა, ბერიას მიერ 40იან წლებში ჩასახლებული რაჭველ-ლეჩხუმლები იყვნენ.
მაშინ ჯერ კიდევ რუსებს, გროზნოდან დაბრუნებული ზვიადი ყავდათ გეგმაში დასავლეთ საქართველოს პრეზიდენტად(მინიმუმ სამეგრელოსი) თბილისისგან დამოუკიდებლად. ამაზე სავარაუდოდ გამსახურდია არ წავიდა, ნუ მაშინ როცა უკვე მიხვდა რა გაუჩალიჩეს და სად ამოაყოფინეს თავი. მერე კი მოხდა ის რაც მოხდა, რუსები ენგურზე ჩადგნენ, მეგრელებმა კი ერთიანი საქართველოს მშენებლობა განაგრძეს
* * *
ingfari
მართალი ხარ, მერკულა სოფელ არადუში შემეშალა რომელიც მანდვეა გვერდზე
This post has been edited by
BENDIMA
on 5 Jan 2022, 21:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dmitry_Medvedev
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dmitry_Medvedev
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1188
წევრი No.: 248134
რეგისტრ.: 22-January 19
#58752255
· 6 Jan 2022, 00:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
BENDIMA
QUOTE
ასევე შეიძლება აღინიშნოს სოხუმის რაიონის სოფლები: ოდიში და კელასური, რომლებიც პირწმინდან განადგურებულია. მართალია ამ სოფლელების უმეტესობა იარაღით ხელში იბრძოდა, მაგრამ სავარაუდოდ ეგ სოფლები უფრო იმიტომ ამოიღეს მიზანში რომ მოსახლეობის უმრავლესობა, ბერიას მიერ 40იან წლებში ჩასახლებული რაჭველ-ლეჩხუმლები იყვნენ.
მეგობრებო ძალიან საინტერესო დისკუსია გაქვთ და შეგიძლიათ უფრო მეტი ისაუბროთ ამ თემაზე? კერძოდ თქვენის აზრით წმენდები უფრო აქტიურად ტარდებოდა იქ სადაც არამეგრელები იყვნენ ჩასახლებულები?
--------------------
Денег нет, вы держитесь здесь @ Дмитрий медведев
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BENDIMA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
BENDIMA
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1269
წევრი No.: 130662
რეგისტრ.: 27-April 11
#58752642
· 6 Jan 2022, 03:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
წმენდები უფრო აქტიურად ტარდებოდა იქ სადაც არამეგრელები იყვნენ ჩასახლებულები?
მთლად ეგრე ვერ იტყვი, იმიტომ რომ ბოლომდე ერთფეროვანი არცერთი სოფელი არ იყო. იდეოლოგიური პროპაგანდიდან გამომდინარე, ანუ ის რომ აფხაზეთი საქართველოს სტალინმა შეუერთა და ბერიას მათი ასიმილაცია უნდოდა და ეგეთებიდან გამომდინარე, სისასტიკე გამოიჩინეს უფრო იმ დასახლებებში, რომლებშიც ბერიას პერიოდში ჩასახლებულები ცხოვრობდნენ. რაჭველების და ლეჩხუმლების გარდა მაგ დროს სხვა კუთხეებიდანაც იყვნენ ჩასახლებულები: იმერლები, სვანები და რათქმაუნდა უმეტესად ენგურს აქეთა მეგრელებიც.
აფხაზეთის ძველი(ბერიამდელი) ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლაც იქ ცხოვრობს გალელების სახით (რომლებიც ქართველობენ), ოჩამჩირის იქით მცხოვრები მეგრული გვარები კი უკვე უფრო აფხაზობენ ვიდრე ქართველობენ
This post has been edited by
BENDIMA
on 6 Jan 2022, 04:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 569
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58752922
· 6 Jan 2022, 11:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ოჩამჩირის იქით მცხოვრები მეგრული გვარები კი უკვე უფრო აფხაზობენ ვიდრე ქართველობენ
ისე მაგარი უცნაურია, საბერიოში მცხოვრები გვარამია იძახის რომ მეგრელი ვარო და აჩიგვარაში მცხოვრები გვარამია იძახის აფხაზი ვარო და მეგრელები ბერიამ ჩამოათრიაო?!!! ეგ ცალსახად მეგრული გვარების „აფხაზი“ ხალხი (ნადარაია, კვარაცხელია, გაბელია, დამენია, გვარამია, პაპასკირი, ჭედია .......) რას ამბობს რითი ხსნიან ამ გაუგებრობას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#58753635
· 6 Jan 2022, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
griankali
QUOTE
რომ ჯერ ერთი, ღამით ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი პოზიციებს ტოვებდა და სოხუმში ბრუნდებოდა დასაძინებლად(!), ა
ტყუილი.
QUOTE
ქალაქი პანიკამ მოიცვა. ბევრი უკვე მაშინ ხვდებოდა, რომ სოხუმი დაკარგული, ხოლო ომი წაგებული იყო.
არავითარი პანიკა არ ყოფილა. პანიკა იყო 15 მარტს როდესაც მართლაც ქალაქი იცლებოდა მოსახლეობისგან და წითელ ხიდზე (მდ .ბესლეთკაზე) საცობი იყო.
QUOTE
ვინც სოხუმს არ იცნობს, შევეცდები ავუხსნა, რომ იმ დროს შექმნილი ვითარება დაახლოებით ისეთი იყო, თბილისს გარშემორტყმული მთები (მთაწმინდა და ა.შ) რომ დაიპყროს მტერმა და ქალაქის დამცველებს დაბლობზეღა მოუხდეთ გამაგრება. ელემენტარული სამხედრო ტაქტიკით, ამგვარი დისპოზიცია იმთავითვე წამგებიანია...
კიდევ ერთი ტყუილი , უკვე გეოგრაფიული .
წითელი ხაზი - ფრონტის ხაზია 2 ივლისისთვის.
ლურჯი მდგომარეობა 8 ივლისისთვის .
ტამიშის დესანტის განადგურების შემდეგ ქართველებმა უკან დაიბრუნეს სიმაღლე აჰბიუკი ანუ ზეგანის მთა. ასე რომ თვით ს. შრომაში არც ჩვენები და არც აფხაზები იყვნენ .
QUOTE
ავტორი ცოტა არ იყოს მიკერძოებული კაცია, მაგრამ ფაქტობრივი მხარე ყოველთვის საინტერესო
არაკომპეტენტური "ექსპერტი".
BENDIMA
QUOTE
ასევე შეიძლება აღინიშნოს სოხუმის რაიონის სოფლები: ოდიში და კელასური, რომლებიც პირწმინდან განადგურებულია. მართალია ამ სოფლელების უმეტესობა იარაღით ხელში იბრძოდა, მაგრამ სავარაუდოდ ეგ სოფლები უფრო იმიტომ ამოიღეს მიზანში რომ მოსახლეობის უმრავლესობა, ბერიას მიერ 40იან წლებში ჩასახლებული რაჭველ-ლეჩხუმლები იყვნენ.
მაშინ ჯერ კიდევ რუსებს, გროზნოდან დაბრუნებული ზვიადი ყავდათ გეგმაში დასავლეთ საქართველოს პრეზიდენტად(მინიმუმ სამეგრელოსი) თბილისისგან დამოუკიდებლად
რაჭველი და ლეჩხუმელი დასავლეთ ქართველი არაა ?
მინიმუმ ვორნს იმსახურებ .
ოდიში , შრომა - ძირითადად წალენჯიხელი და ჯვარელი მეგრელებით იყო დასახლებული . უწინ ბერძნული სოფლებია მაგრამ ბერიამ ბერძნები 1948 წელს ყაზახეთში გადაასახლა და მათ ადგილზე მეგრელები შეასახლა .
QUOTE
აფხაზეთის ძველი(ბერიამდელი) ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლაც იქ ცხოვრობს გალელების სახით (რომლებიც ქართველობენ), ოჩამჩირის იქით მცხოვრები მეგრული გვარები კი უკვე უფრო აფხაზობენ ვიდრე ქართველობენ
ბერიამდელი ქართული მოსახლეობა ქ. სოხუმის და სოხუმის , გულრიფშის რნების ქართული მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენდნენ 1989წ. მდგომარეობით .
ომის შემდეგ მანდ 1% დარჩა და არავინ არ აფხაზობს .
donald1981
QUOTE
ისე მაგარი უცნაურია, საბერიოში მცხოვრები გვარამია იძახის რომ მეგრელი ვარო და აჩიგვარაში მცხოვრები გვარამია იძახის აფხაზი ვარო და მეგრელები ბერიამ ჩამოათრიაო?!!! ეგ ცალსახად მეგრული გვარების „აფხაზი“ ხალხი (ნადარაია, კვარაცხელია, გაბელია, დამენია, გვარამია, პაპასკირი, ჭედია .......) რას ამბობს რითი ხსნიან ამ გაუგებრობას?
აჩიგვარა მეგრული სოფელია გალის რნში . მანდ არავინ არ აფხაზობს . თუმცა სოფელი აჩიგვარაში აწი მცხოვრებლების 20% არ დარჩა .
ჩამოთვლილი გვარები ოჩამჩირელი აფხაზებია , გადაგვარებული მეგრელები . ზოგი მათგანი ამ რეგიონის აფხაზობამდელი მოსახლეობის შტამომავლებია , ზოგი სულ რაღაც 100-150 წლის წინ აფხაზებში ჩასახლებული მეგრელების შტამომავლები .
ბევრი მათგანი ამბობს რომ მეგრელი მღვდელები რუსეთის იმპერიის დროს მათ დაურიგეს მეგრული გვარები )))
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58753844
· 6 Jan 2022, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(griankali @ 5 Jan 2022, 20:19 )
...სინამდვილეში, ოჩამჩირესთან დესანტირება ყალბი მანევრი იყო, რათა შეენიღბათ დარტყმის მთავარი მიმართულება. იმავე ღამით, სეპარატისტებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს შრომა-კამანის მიმართულებით ანუ ჩრდილოეთიდან მოუარეს სოხუმს. წარმატებასაც მიაღწიეს - მართალია სოფელი შრომა მაშინვე ვერ აიღეს, მაგრამ რამდენიმე სიმაღლე დაიკავეს და სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ.
დესანტი 2-ში გადმოსხდა, შრომა და კამანი კი რამდენიმე დღის შემდეგ აიღეს, თუმცა შეტევა მაშინვე დაიწყეს.
მეორე მომენტიცაა ყალბი მანევრი იყო თუ არაყალბი დესანტის გადმოსხდომა მაგაზე ლაპარაკი ახლა აბსურდია, მიზნისთვის რომ მიეღწიათ იმ ძალებს, რაც გადმოსხდა მერე იტყოდნენ, რომ სოხუმისკენ აქტივობა იყო ყალბი და ეს ნაღდი. კერძოდ საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების გადაჭრა (ეს რამდენიმე დღის გამოუვიდათ), ოჩამჩირის ზღვისპირა ქართული სოფლების აღება და განადგურება (ეს არ გამოუვიდათ), კოდორის ხიდის აღება (არც ეს გამოუვიდათ), ტყვარჩელის დაჯგუფებისთვის ზღვამდე სტაბილური გასასვლელის უზრუნველყოფა, რაც სოხუმის ავტომატურ ბლოკირებას ნიშნავს (ვერც ეს შეძლეს).
---------------
რაც შეეხება იმას რომელ სოფლებს როგორ უსწორდებოდნენ:
ა) გააჩნია როდის დაიკავეს, მაგალითად გუდაუთის ქართული სოფლები თავიდანვე ეკავათ, ამიტომ იქიდან მხოლოდ გამოყარეს მოსახლეობა, მაგრამ მასობრივი მკვლელობები არ ყოფილა, არადა სწორედ მაგ სოფლებში ცხოვრობდა XX საუკუნის შუაში ჩასახლებული ხალხი (სვანები, რაჭველები).
ბ) გააჩნდა მდებარეობას და მოსახლეობის რაოდენობას მაგალითად კოჩარა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს გაშენდა და იქ სამეგრელოდან ჩასული ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ ვინაიდან ძალიან დიდი იყო (5,000 მოსახლე) + სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა (შუაში ჭრიდა აფხაზურ სოფლებს), ამიტომ პირწმინდად მოსპეს.
გ) გააჩნია რა წინააღმდეგობას წააწყდნენ ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობისგან - ახალდაბის, ცაგერას, ახალი კინდღის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოჩამჩირეში, ამიტომ ეს სოფლები მოსპეს (ახალ კინდღში მეტ-ნაკლებად კიდევ არის შემორჩენილი რაღაც, პირველი 2 მიწასთანაა გასწორებული). იგივე იყო შრომის, კამანის შემთხვევაში, ლათაც მასევე დაწვეს.
ყველაზე ცუდ დღეში კი მაინც ალბათ სვანური სოფლები აღმოჩნდა 1992-1994 წლებში, ესენი მთებში მდებარეობდა და ამიტომ აფხაზებმა იცოდნენ, რომ იქ არ დასახლდებოდნენ, სამაგისო ადამიანური რესურსი არ ჰქონდათ - შესაბამისად სრულად მოსპეს. გარდა ამისა სვანები პრინციპში საკმაოდ ორგანიზებულად და კარგადაც (1990-იანების რეალობის გათვალისწინებით) იბრძოდნენ.
თუმცა ეს ყველაფერი მაინც არაფერია იმასთან რაც 1993 წლიდან 2000-იანებამდე გალის რაიონის მოსახლეობას გადაჰქონდა, განგრძობადი ჯოჯოხეთი იყო.
* * *
ერთი რაშიც
butkuj
-ს უნდა დავეთანხმო ისაა, რომ ხალხმა გამაოგნებლად ცოტა იცის აფხაზეთზე, ქართული სოფელი აფხაზური ჰგონია, აფხაზური ქართული, ვინ მკვიდრი მოსახლეობა იყო, ვინ მეფის რუსეთის დროს ჩავიდა და ვინ სულ ბოლოს ეგეც არ იცის. არა, დეტალები რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ არ იცოდნენ, მაგრამ მთლად ბაიბურში არყოფნაც ტეხავს, არადა უმეტესობა ასეა.
აფხაზი-აფსუას თემაზე ხომ საერთოდ სრული ქაოსია უმეტესობის გონებაში.
This post has been edited by
ingfari
on 6 Jan 2022, 16:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#58754184
· 6 Jan 2022, 18:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
თუმცა ეს ყველაფერი მაინც არაფერია იმასთან რაც 1993 წლიდან 2000-იანებამდე გალის რაიონის მოსახლეობას გადაჰქონდა, განგრძობადი ჯოჯოხეთი იყო.
გალის რაიონში ჩატარდა პოსტსაბჭოთა კონფლიქტების ეპოქაში პირველი Зачистка .დაიწყო 6 თებერვალს 1994 წ. ს. წარჩიდან მოყოლებული , ოქუმს , ღუმურიშის გავლით სადამდე მიაწვდნენ . მოსახლეობამ აიყარა სულ მთლიანად დატოვეს იქაურობა და გვალაიას მთის ფერდობზე 3 ღამე გაატარეს .
მის მერე აფხაზებმა დაბრო მისცეს და უკან დაბრუნებულ მშვიდობიან მოსახლეობას ძარცვავდნენ გზაში . მარტო მანდ 1 დღეში ათობით მშვიდობიანი დახოცეს აფხაზებმა , ზოგს ოქროულობა წაართვეს , ზოგს ფული .
დაბრუნებულებს სახლში საქონელი არ დახვდათ .
ეს მოვლენები ვითარდებოდა საქართველოს ხელისუფლების სრული დუმილის ფონზე .
10 000მდე ადამიანი მთის ფერდობზე გაატარა 3 დღე და ღამე , პერმანენტური სროლის ქვეშ .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7403
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#58754467
· 6 Jan 2022, 20:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
არაკომპეტენტური "ექსპერტი".
ახლა რომ გადავიკითხე, მგონი, შევარდნაძის გამართლებას ცდილობს და ამიტომაც ავითარებს - „სოხუმი უკვე დაკარგული იყო“ - ამის მსგავს თემებს და გადაჭარბებითაც ამუქებს რაღაცებს.
ისე, ყარყარაშვილს ნათქვამი აქვს, რომ საბრძოლო მასალა აღარ გვქონდა და ეს რომ ვუთხარი შევარდნაძეს, მერე გავხდით იძულებული ხელშეკრულების დადება გვეძებნაო.
ingfari
QUOTE
დესანტი 2-ში გადმოსხდა, შრომა და კამანი კი რამდენიმე დღის შემდეგ აიღეს, თუმცა შეტევა მაშინვე დაიწყეს.
მეორე მომენტიცაა ყალბი მანევრი იყო თუ არაყალბი დესანტის გადმოსხდომა მაგაზე ლაპარაკი ახლა აბსურდია, მიზნისთვის რომ მიეღწიათ იმ ძალებს, რაც გადმოსხდა მერე იტყოდნენ, რომ სოხუმისკენ აქტივობა იყო ყალბი და ეს ნაღდი. კერძოდ საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების გადაჭრა (ეს რამდენიმე დღის გამოუვიდათ), ოჩამჩირის ზღვისპირა ქართული სოფლების აღება და განადგურება (ეს არ გამოუვიდათ), კოდორის ხიდის აღება (არც ეს გამოუვიდათ), ტყვარჩელის დაჯგუფებისთვის ზღვამდე სტაბილური გასასვლელის უზრუნველყოფა, რაც სოხუმის ავტომატურ ბლოკირებას ნიშნავს (ვერც ეს შეძლეს).
ომიდან ცოტა ხნის მერე ჩამოყალიბდა ეგ აზრი, რომ ტამიშის დესანტის ამოცანა იყო, გარდა ქართული მხარის ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობით განადგურებისა, მთელი ყურადღების იმ ადგილისკენ მიპყრობა და სხვა ადგილებში მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება.
ეგ ავტორი თუ ყალბ მანევრს უწოდებს, დიდი სამხედრო არც ჩანს, მაგრამ დესანტის ამოცანა მართლაც ამის მსგავსი იყო. რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი მოგვიკლეს, ეს დიდი დანაკარგი იყო, და სოხუმის ზემოთ მისადგომები დაიკავეს.
საერთოდ ომში ყველა გეგმა ვერ შესრულდება, თუმცა რაც გამოვა, ყველაფერიც პლუსია. დესანტის ამოცანებიდან რა შესრულდა და რა არა, ამას არც აქვს მნიშვნელობა, ფაქტი ის არის, რომ სწორედ ამ მანევრის გამოყენებით წაიწიეს სეპარატისტებმა შრომა-კამანის მიმართულებით. და თუ ეგ არ უდრიდა მთაწმინდის დაკავებას თბილისისთვის, დიდი სამხედრო მნიშვნელობა ქალაქზე შეტევისთვის ნამდვილად ჰქონდა.
This post has been edited by
griankali
on 6 Jan 2022, 20:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58754500
· 6 Jan 2022, 20:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
აფხაზები ილუზიებში მცხოვრები ხალხია (ჩვენსავით), იმდენი ტყუილი თქვეს, რომ ბოლოს თვითონვე დაიჯერეს. მათში ზოგიერთს მართლა ეგონა, რომ გალის მოსახლეობას სურდა „აფხაზობის დაბრუნება“, აი საქართველოს ხელისუფლებას განდევნიდნენ და დღეს თუ არა ხვალ მთელი რაიონი აფხაზურად ამეტყველდებოდა.
ხანდახან დღესაც ამოყოფენ თავს მითიური - мырзаканские абхазы
მაგრამ მას შემდეგ რაც თითქმის 30 წლიანმა ზეწოლამ შედეგი პრაქტიკულად არ გამოიღო, თვითონაც აღარ ჯერათ ამის და მხოლოდ რიტუალურად თუ ახსენებენ ამ საკითხს. უფრო მეტიც, შეიძლება ერთი და იმავე ადამიანმა თქვას რომ:
ა) სინამდვილეში გალელები აფხაზები არიან.
ბ) არავითარ შემთხვევაში მათ თანაბარი სამოქალაქო უფლებები არ უნდა მივცეთ იმიტომ, რომ მეხუთე კოლონაა.
ასეთი ურთიერთგამომრიცხავი აზრებით მოძრაობდნენ სეპარატისტები, როდესაც გალში შევიდნენ 1993-ში. ასობით ადამიანი მოკლეს, ათობით ათასი რამდენჯერმე გაძარცვეს, არავითარი უფლებები არ მისცეს და ყოველ ჯერზე ენგურის აღმოსავლეთით გაძევებით ემუქრებოდნენ, ხოლო მეორე მხრივ მათგან გაწამებულ ამ მოსახლეობას ეუბნებოდნენ რომ надо вернуть абхазство. შედეგად ის ნაწილიც კი არ დაუბრუნდა აფხაზობას, ვისაც ნაწილობრივ მათლაც ჰქონდა ასეთი წარმოშობა.
* * *
ეს „არუაას“ წერილია ამ საკითხთან დაკავშირებით:
В письме также говорится, что миф, будто 70% гальцев осознают себя этническими абхазами, давно развеян. Общественная организация «Мырзаканские абхазы» в 2016 году провела исследование среди 52 абхазских фамилий, проживающих Гальском районе в старых границах. Оказалось, что численность мырзаканских абхазов не более 6.500 человек из 42 тысяч населения. О самосознании большинства этих людей говорит тот факт, что в 2008-2014 годах, обладая паспортом гражданина Абхазии, что давало им право восстановить свои исторические фамилии и национальность, они этим не воспользовались. Только единицы вернули свою национальность и фамилии. После 2015 года данный процесс проходил через комиссию по гражданству при президенте страны. Каждый желавший восстановить свою фамилию и национальность проходил через комиссию. Каждое решение принималось индивидуально. В то же время с просьбой вернуть исторические фамилии и национальность с 2016 по 2019 годы обратилось не более 900 человек. Подавляющее большинство из них, по мнению авторов письма, обеспокоено не «восстановлением исторической справедливости», а получением паспорта гражданина Абхазии при сохранении одновременно гражданства Грузии. Нет сомнения, пишут они, что во время выборов эти люди будут голосовать так, как им скажут из Грузии, в информационном пространстве которой они проживают и сегодня. Большинство из них не получают даже сигнала Абхазского телевидения, но смотрят телевидение Грузии.
This post has been edited by
ingfari
on 6 Jan 2022, 21:00
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(178)
« პირველი
...
79
80
[81]
82
83
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0626 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.