Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(178)
« პირველი
...
85
86
[87]
88
89
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აფხაზეთის ომი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#58858981
· 10 Feb 2022, 23:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Vaspula
QUOTE
თქვენი აზრით ომი ღალატის გამო წავაგეთ?
ამ თემაში რაც მე წავიქითხე ეგ აზრი ჩამომიყალიბდა
ჩემი აზრით ომი დაიწყო რუსთაველზე და აფხაზეთის , სამაჩაბლოს კონფლიქტი იმ დაწყებული ომის გაგრძელება იყო .
ეს ზავარუშკა მიზნად ისახავდა საქართვწლოს რუსეთის გავლენის სფეროში შეთრევას ანუ დსთ -ეში გაწევრიანებას .
ამიტომ ყველა ომში ქართველი უნდა წაგებულიყოს რათა იძულებული გახდეს რუსის ქუდი დაიხუროს .
ამ დიდი ომის მთავარი ბრძოლა რუსთაველზე იყო , რომელიც ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ან დაიკიდა ან დადგა ქვეყნის მოღალატეების მხარეზე ანუ რუსეთის გვერდით და ამით შეასრულა საკუთარი ხელებით რუსეთის გეგმები .
ხოდა ამ ბრძოლაში წააგო საქართველომ , ქართველმა ერმა .
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 564
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58859746
· 11 Feb 2022, 10:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Vaspula
QUOTE
თქვენი აზრით ომი ღალატის გამო წავაგეთ?
ღალატიც იყო თუმცა ძირითადი მიზეზის ომის წაგებისა ის იყო, რომ მეორე მხარეს იყო რუსეთი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ დადგა, რუსეთი ამავე დროს იყო ერთადერთი იარაღის მომწოდებელი ქართული მხარისთვის, პირველ ეტაპზე სამხედრო მრჩეველიც რუსეთი იყო. როგორ შეიძლება რუსეთს მოუგო ომი როცა თვითონ გაძლევს იარაღს ?!!!
აქ ბევრმა იცის მაგრამ მაინც დავწერ:
1. რუსეთმა გადმოგვცა ახალციხის სამხედრო ბაზის სრული არსენალი. ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა რომ არ უნდა გამოგვეყენებინა ნაციებს შორის კონფლიქტში, მაგრამ იქვე გვითხრა რომ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება გამოიყენებთ თუ არაო და თუ გამოიყენებთ სანქცია არ არსებობს მაგისთვისო.
2. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შესვლის სამხედრო ოპერაციის გეგმა შეიმუშავეს რუსებმა და გადმოსცეს კიტოვანს!
3. აფხაზეთის ომის დასაწყებად სამხედრო ტექნიკას ჭირდებოდა დიდი ოდენობით საწვავი, რომელიც არ გვქონდა და მოგვცეს მეტობით.
4. 1992 წლის 15 აგვისტოს (ომის დაწყებიდან მეორე დღეს) გამოგვიყო სადესანტო კატარღები, რომ მძიმე ტექნიკა გაგრისკენ გადაგვესროლა.
5. სოხუმში, გაგრაში და ოჩამჩირეში მოავლინეს სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებსაც არაფერს არ უსმენდნენ ჩვენები, მაგრამ ისინი კონკრეტულ რჩევებს 1992 წლის ბოლომდე აძლევდნენ.
6. 1992 წლის 17 დეკემბერს გვაცნობეს, რომ ტყვარჩელიდან გუდაუთაში აპირებდა ვერტმფრენით გადაფრენას სეპარატისტი და მანიაკი ზანთარია-ანცუპოვის ჯგუფი. ვერტმფრენი დიდი ალბათობით ჩვენ ჩამოვაგდეთ უამრავი ქალი და ბავშვი გარდაიცვალა ზანთარია-ანცუპოვთან ერთად. (ყველა ნორმალურმა აფხაზმა შეგვიძულა)
7. 1993 წლის მარტის დასაწყისში გადმოგვცეს ე.წ. სოხუმის აფხაზური (რეალურად რუსულ-აფხაზური) შტურმის გეგმა. 15-16 მარტს გავწყვიტეთ ათასამდე აფხაზი და თითქმის ოჯახი არ დარჩა აფხზურ მხარეს რომ ახლობელი არ მოუკვდა მანდ.
8. 1993 წლის სექტემბერში 'იეფად' გაიყვანეს (თავისივე მოცემული) ჩვენი ჯავშან ტექნიკა სოხუმიდან,
სია ძალიან ვრცელია .....
* * *
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13762
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58860971
· 11 Feb 2022, 17:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(donald1981 @ 4 Feb 2022, 15:49 )
ამ ბრძოლების შესახებ რამე სხვა წყარო არსებობს?
1992 წელს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი შეტაკება იყო 3 ნოემბრის ბრძოლა, რომელიც ს.შრომის მიდამოებში გაიმართა. ორივე მხარეს დიდი დანაკარგები ჰქონდა (რამდენიმე ათეული დაღუპული და დაჭრილი, განადგურებული ტექნიკა). ბრძოლა ჩვენების გამარჯვებით დასრულდა, სავარაუდოდ დახოცილების რაოდენობა სეპარატისტების მხარეს მეტი უნდა ყოფილიყო.
აქ 2 ფაქტორია გასათვალისწინებელი:
1 თვით ადრე გაგრა აიღეს, თანაც იმაზე მარტივად ვიდრე ელოდნენ, ჩვენების მოუმზადებლობის გამო. შეგულიანებულები 3 ნოემბერსაც დაახლოებით იგივე განწყობით წამოვიდნენ, მაგრამ საწყისი არეულობის მიუხედავად ორგანიზებულ თავდაცვას წააწყდნენ და საგრძნობი დანაკარგებით უკან დაიხიეს.
ამ ბრძოლის შემდეგ როგორც ჩანს დარწმუნდნენ, რომ სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციები კარგად ჰქონდათ ჩვენებს გამაგრებული, ამიტომ 1993-ის იანვარში და მარტში პირდაპირი შტურმი მიიტანეს ქალაქზე დასავლეთიდან. მხოლოდ ამ ორი შეტევის ჩავარდნის შემდეგ მიუბრუნდნენ ხელახლა სოხუმის ჩრდილოეთიდან შემოვლის, სტრატ.სიმაღლეების აღებისა და ქალაქზე ზემოდან „დაკიდების“ გეგმას. 1993-ის ივლისში შეასრულეს კიდეც ეს ამოცანა. მაშინ საკმაოდ კომპლექსური ოპერაცია ჩაატარეს - დესანტი ტამიშში+გააქტიურება გუმისთაზე+დარტყმა ახალშენი-შრომა-კამანზე.
--------------------------
რომ შევაჯამოთ 3 ნოემბერს ეგენი გაგრის წარმატებით გათამამებულები წამოვიდნენ, იგივე ელოდნენ შრომაშიც. მეორე მხრივ ჩვენებს უკვე გამოტანილი ჰქონდათ გარკვეული დასკვნები გაგრის მოვლენებიდან. მეტ-ნაკლებად გაიაზრეს, რომ ეს ფართომასშტაბიანი ომი იყო და ბევრად უფრო მომზადებული დაუხვდნენ სეპარატისტებს შრომაში (თავდაპირველი არეულობის მიუხედავად).
* * *
QUOTE
(donald1981 @ 11 Feb 2022, 10:22 )
რუსეთმა გადმოგვცა ახალციხის სამხედრო ბაზის სრული არსენალი.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შესვლის სამხედრო ოპერაციის გეგმა შეიმუშავეს რუსებმა და გადმოსცეს კიტოვანს!
1992 წლის 17 დეკემბერს გვაცნობეს, რომ ტყვარჩელიდან გუდაუთაში აპირებდა ვერტმფრენით გადაფრენას სეპარატისტი და მანიაკი ზანთარია-ანცუპოვის ჯგუფი.
1993 წლის მარტის დასაწყისში გადმოგვცეს ე.წ. სოხუმის აფხაზური (რეალურად რუსულ-აფხაზური) შტურმის გეგმა. 15-16 მარტს გავწყვიტეთ ათასამდე აფხაზი და თითქმის ოჯახი არ დარჩა აფხზურ მხარეს რომ ახლობელი არ მოუკვდა მანდ.
აქ ბევრი რამ არასწორად წერია, ბევრი კი კონტექსტიდან ამოგლეჯილად.
გადმოგვცა ის, რაც გვეკუთვნოდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ რესპუბლიკებს შორის გარკვეული პროპორციით ნაწილდებოდა იარაღი. რუსეთმა რაც დაგვიტოვა იმაზე ნაკლები იყო ვიდრე უნდა მიგვეღო. იმავე ფლოტს თუ ავიღებთ, ფოთიდან ყველაფერი რაც მეტ-ნაკლებად სერიოზული იყო უცებ გაიყვანეს (არადა გვეკუთვნოდა).
განა რა ისეთი ოპერაცია ჩატარდა, რომ სხვისი შემუშავება დაჭირვებოდა? საავტომობილო ტრასას გაყვნენ, სულ ეგ იყო.
ეს არ ყოფილა ასე. ეგ ვერტმფრენი რუსეთის იყო, რუსი სამხედრო პილოტები მართავდნენ და ისინიც დაიხოცნენ. პირიქით, შეთანხმებული იყო, რომ ტყვარჩელში ან ტყვარჩელიდან „ჰუმანიტარული მიზნით“ მიმავალი/მომავალი ვერტმფრენები ჯერ ოჩამჩირეში უნდა დაესვათ, სადაც ჩვენები შეამოწმებდნენ ხომ არ იყვნენ იქ ბანდები და შეიარაღება. რუსები მუდმივად არღვევდნენ ამ პირობას. სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა 2 კვირით ადრე კოჩარა აიღეს სეპარებმა და ჩრდილოკავკასიურმა ბანდებმა, სოფელში უსასტიკესი ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. ეს სოფელი ყველაზე დიდი ქართული დასახლება იყო ოჩამჩირეში + აფხაზურ არეალში იჭრებოდა. სავარაუდოდ, როდესაც კოდორის ხეობას გადაუფრინა მაგ ვერტმფრენმა დაინახეს ადგილობრივებმა სროლა დაუწყეს და ჩამოაგდეს, არამგონია რაიმე წინასწარი განზრახვა არსებულიყო.
არც ეს არ დასტურდება. ეგ ინფო ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა. არ იფიქრო რომ იქით მხარეს რამე გამორჩეული პროფები მუშაობდნენ + ფულის სანაცვლოდ ინფო იყიდებოდა. სინამდვილეში პირიქით იყო, მარტის შეტევის ეგ გეგმა რუსების შემუშავებული იყო, ბევრი ეთნიკურად რუსიც მონაწილეობდა და დაიღუპა კიდეც მანდ. მას შემდეგ, რაც სასტიკად დამარცხდნენ რუსეთის უმაღლესმა საბჭომ (მაშინდელი დუმა) რეზოლუცია მიიღო, სადაც ქართველების აგრესიას გმობდა - მედიაც ანტიქართულს აწვებოდა. ისე კი 1992 წლის აგვისტოს ბოლოდან სეპარებს რუსეთი იცავდა, ეშერიდან გუდაუთისკენ გარღვევა მაგიტომ არ მოხერხდა და ათასობით ბანდიტიც იმათი ორგანიზებით ჩამოყარეს აფხაზეთში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58861385
· 11 Feb 2022, 19:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(donald1981 @ 10 Feb 2022, 15:43 )
გეთანხმები თავიდან ბოლომდე ჩვენ ეგ მურტალი თვისება გვაქვს თუ რამე დავაშავეთ სხვას ვაბრალებთ, ჩვენი შეცდომების აღიარება და მერე გააზრება ჩვენგან სამწუხაროდ ძალიან შორს არის, ყველაფერი "რუსეთის ბრალია" და "კინტოები ქართველები არ იყვნენ სომხები იყვნენ მარტო" ერთი ოპერიდან არი. რუსეთის ჯარს არ დაუნგრევია რუსთაველი ჩვენ დავანგრიეთ ქართველებმა!!! რუსეთის მსგავსი ფაქტორი ყოველთვის იყო ისტორიულად ხან ირანი, ხან თურქეთი, ხან ბიზანტია ..... და იქნება ყოველთვის მთავარია შენ როგორ მოიქცევი! კიტოვანი იყო ზვიადის ბავშვობის მეგობარი, სკოლელი, ოჯახის ახლობელი და მერე მისი პოლიტიკური გუნდის წევრი და სარდალი! და გადაემტერენ ერთამენთს უახლოვესი ხალხი და დაანგრიეს ქვეყანა და როგორ შეიძლება რომ ეს რუსეთს დავაბრალოთ ?!! ჩემთვის წარმოუდგენელია!
რაც შეეხება რუსეთს ძალიან კარგად გვიცნობდა და ჩვენი ხელით გაგვაკეთებინა ყველაფერი თბილისშიც და აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. გინდა ესროლო შენ მეგობარს აჰა იარაღი! გინდა ომი დაიწყო აჰა ტანკი!
ძალიან ბევრი რამე გვაქვს გადასაფასებელი!!!
კი, ეგ მომენტია, მაგრამ ზოგადად ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავი, რუსეთი აქტიურად იყო ამ პროცესებში ჩაბმული, თავის აგენტურით, რომელიც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში ყავდა. საბჭოეთის ბოლო წლებში აქტიურად მიმართავდა პროვოკაციებს, მაგალითად თუნდაც ისეთი დაბალი დონისას, როგორიცაა რომელიმე ეთნიკურ სოფელში პროვოკატორების შეგზავნა და დაძახება ქართველები მოდიან რომ დაგარბიონ, ასევე იგივეს თქმა მეზობელ ქართულ სოფელში და ა.შ. და ამით ადგილობრივი მოსახლეობის დარაზმვა, არაფერს ვამბობ ისეთ მომენტებში აქტიური როლის შესრულებაზე როგორიცაა მაგალითად 22 დეკემბერს პირველი გასროლა, რაც გადაიზარდა კიდეც ომში, მართალია მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მანდ უკვე სიტუაცია მაქამდე იყო მიყვანილი, მაგრამ პროცესების დაჩქარებაში და მისი ცივილურად გადაწყვეტის ხელის შეშლის კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რაც თავისი წილი პასუხისმგებლობაა, რომლის გარეშეც ისტორია მაინც სხვა მხრივ განვითარდებოდა, თუმცა აქ ამაზე საუბარი ისევ და ისევ სპეკულაცია გამოვა, ამიტომ უაზრობად მიმაჩნია. აღარაფერს ვამბობ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტზე, ცხინვალზე განსაკუთრებით, სადაც მისი როლი გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი იყო ვიდრე აფხაზეთში. მოკლედ არანაირად არ ვცდილობდი და ვცდილობ რუსული ფაქტორის გამორიცხავს, ან მისი როლის დაკნინებას. ასევე მაგაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და პათოლოგიური ზიზღი კომუნისტი ჩინოვნიკების მიმართ, რეალურად პარტიული, თორე ეგენი ისეთი იდეური კომუნისტები იყვნენ, როგორც მე ვარ სამურაი, რამაც ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე პროცესს უფრო მეტი ესკალაცია შესძინა ასევე ფინანსური ფაქტორი რომელიც სადღაც ივნისიდან გააქტიურდა, თუნდაც ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული დამოკიდებულება, მათ მიმართაც კეთდებოდა უაზრო განცხადებები, როგორიცაა, ნუ აღარ ჩამოვთვლი, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც არავინ აქცევს რატომღაც ყურადღებას, იგივე მაგ მიტინგებზე უფრო მეტი ჩვენი ერების საუკუნო ძმობაზე და ურთიერთთანაცხოვრებაზე და მის აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს და მოწოდებებიც მშვიდობიანი იყო, ხოლო ის რადიკალური ნაციონალისტური ნეგატივი საკმაოდ მცირე იყო, თუმცა ეს ყველაფერი წარმოჩენილი იყო, როგორც უალტერნატივო რეალობა, რომელიც თითქოსდა ასახავდა ქართველის ე.წ. შოვინისტურ ბუნებას, რაც რეალობასთან არ იყო ახლოს. ასევე ეროვნული ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ, ეს პროცესი რადიკალურად შეიცვალა, თუ მანამდე ქუჩაში ლოზუნგები მკვეთრად ნაციონალისტური იყო, კაბინეტში ის უკვე მოზომილი გახდა, თუმცა ოსური სეპარატიზმის პირობებში უშუალოდ ქართულ-ოსურ ურთიერთობას ეს ცუდად დაეტყო, მოკლედ ბევრი დეტალია, ბევრ შეცდომაც იყო, რისი ნახევარიც არ დამიწერია, ასევე აღარ დავწერ იმაზე რაც ხდებოდა მეორე მხარეს ანტიქართული კამპანიის სახით.
მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ვთქვი წინა პოსტში, და იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ 21 დეკემბერს რუსეთი ფაქტიურად უკან პირველ რიგში შემოატრიალა მაშინდელმა ოპოზიციამ თავისი მოქმედებებით რომელიც აგვისტოს ბოლოდან დაიწყო აქტიურად და განსაკუთრებული სახე მიიღო ოქტომბრიდან, მიუხედავად იმისა რომ გაეაზრებინა არსებული საფრთხე და პირადი უთანხმოების გამო, რუსეთი უკან არ შემოეტრიალებინა და ქვეყანის სუვერენიტეტი არ დაეყენებინა საფრთხის ქვეშ. ასევე ის რომ 89 წლის სექტემბრიდან ოსურმა სეპარატიზმმა, უკვე ოფიციალურად ნაცვლად საქართველოსთან ინტეგრაციისა მასთან კონფრონტაციის და მისგან მოწყვეტის გზა აირჩია, მიუხედავად ყველაფრისა ვალდებული იყო, თავისი კულტურული თუ ეთნიკური პრობლემები და გამოწვევები ქართველებთან თანაურთუერთობით მოეგვარებინა და რ აერჩიო კრემლი თავის ფარად და ამით უფრო მეტ კონფრონტაციაში არ შესულიყო, რადგან რეალურად როგრც დავწერე არანაირი საფრთხე ოსურ იდენტობას, თან მაშინ არ ემუქრებოდა და ჰორიზონტზე რეალურად მსგავსი გამოწვევა არც ეჭყანებოდა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ხოლო აფხაზურმა სეპარატიზმმა უკვე ჯერ კიდევ 87-88 წლებიდან საქართველოში დაწყებული "გლასნოსტის" და "პერესტროიკის" შედეგად მიღებული თავისუფალი სივრცის გაჩენის შედეგად, რომელიც რეალურად კავკასიაში 2-3 წლის დაგვიანებით დაიწყო, მკვეთრად ანტიქართული და სეპარატისტული გზა აირჩია, რომლის აუცილებლობა ასევე არ არსებობდადა იმ პერიოდში ფიზიკურად არც შეიძლება რომ არსებულიყო.მოკლედ ფაქტი რჩება უცვლელი, გზა რომელიც მათ აირჩიეს
იყო გამყიდველი სულის და პროჭიბის გამოხატულება, რადგან კიდევ ვიმეორებ, მაშინ არანაირი ეგზისტენციალური საფრთხე ან რაიმე სახის ნაციონალური სეგრეგაციის რეალური ნიშნები გამოკვეთილი არ იყო, ხოლო რაღაც ქუჩაში გამოსროლილ ფრაზებზე და რომელიღაც მეორედ ჟურნალში დაბეჭდილ ბოდვებზე გამოკიდება, რომელიც ორივე მხრიდან აქტიურად ხორციელდებოდა არაფრის მომცემი არგუმენტია, თან მაშინ როდესაც ეს პროცესი შედარებით შემდეგი პერიოდის გამოვლინებაა, ამიტომ რაც არ უნდა ტრაკზე კოცნოს ზოგიერთმა ქართველმა, ან აქამდე არსებულმა და ეხლანდელმა ხელისუფლებამ ეს გამყიდველი სეპარატისტული ელემენტები, ამით რეალობას ვერ შეცვლიან. კი, გასაგებია უნდათ შერიგება, და კაი, ჰა, ვაცადოთ, მაგრამ სანამდე, თავისი დრო აქ ყველაფერს. მე მსგავსი მიამიტური მიდგომის წინააღმდეგი ვარ, რადგან არაფერი პოზიტიურიის მომატანი ეგ თავზე ქვიშის წაყრა არ იქნება, არამედ პირიქით, ხალხში დამნაშავის კომპლექსს გააჩენს წაგებული ომის ფონზე, ხოლო მათ უფრო თავისი ბოდვების პოპულარიზაციის უფრო მეტი საშუალება მიეცემათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 564
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58874156
· 15 Feb 2022, 17:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
რუსეთმა გადმოგვცა ახალციხის სამხედრო ბაზის სრული არსენალი.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შესვლის სამხედრო ოპერაციის გეგმა შეიმუშავეს რუსებმა და გადმოსცეს კიტოვანს!
1992 წლის 17 დეკემბერს გვაცნობეს, რომ ტყვარჩელიდან გუდაუთაში აპირებდა ვერტმფრენით გადაფრენას სეპარატისტი და მანიაკი ზანთარია-ანცუპოვის ჯგუფი.
1993 წლის მარტის დასაწყისში გადმოგვცეს ე.წ. სოხუმის აფხაზური (რეალურად რუსულ-აფხაზური) შტურმის გეგმა. 15-16 მარტს გავწყვიტეთ ათასამდე აფხაზი და თითქმის ოჯახი არ დარჩა აფხზურ მხარეს რომ ახლობელი არ მოუკვდა მანდ.
აქ ბევრი რამ არასწორად წერია, ბევრი კი კონტექსტიდან ამოგლეჯილად.
გადმოგვცა ის, რაც გვეკუთვნოდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ რესპუბლიკებს შორის გარკვეული პროპორციით ნაწილდებოდა იარაღი. რუსეთმა რაც დაგვიტოვა იმაზე ნაკლები იყო ვიდრე უნდა მიგვეღო. იმავე ფლოტს თუ ავიღებთ, ფოთიდან ყველაფერი რაც მეტ-ნაკლებად სერიოზული იყო უცებ გაიყვანეს (არადა გვეკუთვნოდა).
განა რა ისეთი ოპერაცია ჩატარდა, რომ სხვისი შემუშავება დაჭირვებოდა? საავტომობილო ტრასას გაყვნენ, სულ ეგ იყო.
ეს არ ყოფილა ასე. ეგ ვერტმფრენი რუსეთის იყო, რუსი სამხედრო პილოტები მართავდნენ და ისინიც დაიხოცნენ. პირიქით, შეთანხმებული იყო, რომ ტყვარჩელში ან ტყვარჩელიდან „ჰუმანიტარული მიზნით“ მიმავალი/მომავალი ვერტმფრენები ჯერ ოჩამჩირეში უნდა დაესვათ, სადაც ჩვენები შეამოწმებდნენ ხომ არ იყვნენ იქ ბანდები და შეიარაღება. რუსები მუდმივად არღვევდნენ ამ პირობას. სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა 2 კვირით ადრე კოჩარა აიღეს სეპარებმა და ჩრდილოკავკასიურმა ბანდებმა, სოფელში უსასტიკესი ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. ეს სოფელი ყველაზე დიდი ქართული დასახლება იყო ოჩამჩირეში + აფხაზურ არეალში იჭრებოდა. სავარაუდოდ, როდესაც კოდორის ხეობას გადაუფრინა მაგ ვერტმფრენმა დაინახეს ადგილობრივებმა სროლა დაუწყეს და ჩამოაგდეს, არამგონია რაიმე წინასწარი განზრახვა არსებულიყო.
არც ეს არ დასტურდება. ეგ ინფო ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა. არ იფიქრო რომ იქით მხარეს რამე გამორჩეული პროფები მუშაობდნენ + ფულის სანაცვლოდ ინფო იყიდებოდა. სინამდვილეში პირიქით იყო, მარტის შეტევის ეგ გეგმა რუსების შემუშავებული იყო, ბევრი ეთნიკურად რუსიც მონაწილეობდა და დაიღუპა კიდეც მანდ. მას შემდეგ, რაც სასტიკად დამარცხდნენ რუსეთის უმაღლესმა საბჭომ (მაშინდელი დუმა) რეზოლუცია მიიღო, სადაც ქართველების აგრესიას გმობდა - მედიაც ანტიქართულს აწვებოდა. ისე კი 1992 წლის აგვისტოს ბოლოდან სეპარებს რუსეთი იცავდა, ეშერიდან გუდაუთისკენ გარღვევა მაგიტომ არ მოხერხდა და ათასობით ბანდიტიც იმათი ორგანიზებით ჩამოყარეს აფხაზეთში.
ვერ დაგეთანხმებით პატივცემულო, ეხლა ვერ ვახერხებ არგუმენტირებული პასუხების მოწერას, თუმცა პოლემიკას უახლოვეს დღეებში გპირდებით!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
წერილები: 7944
წევრი No.: 263300
რეგისტრ.: 16-August 21
#58879374
· 17 Feb 2022, 10:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინც კარგად ერკვევით გამაგებინეთ, რატო არის ასე გაფეტიშებული დუდაევი საქართველოში? მაგის მეგობრობა და დახმარება რაში გამოიხატებოდა. მაგის კაცი არ იყო ის ბასაევი აფხაზეთში რომ გვებრძოდა?
--------------------
*რუსეთი უნდა დაინგრეს
"თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება".
ქართული ზღაპრიდან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 564
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58879661
· 17 Feb 2022, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
artavazi
QUOTE
ვინც კარგად ერკვევით გამაგებინეთ, რატო არის ასე გაფეტიშებული დუდაევი საქართველოში? მაგის მეგობრობა და დახმარება რაში გამოიხატებოდა. მაგის კაცი არ იყო ის ბასაევი აფხაზეთში რომ გვებრძოდა?
დუდაევმა ზვიად გამსახურდიას დახმარების კონტექსტში მართლა ღირსეულად იმოქმედა, განსაცდელში მყოფი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი შეიფარა და არამარტო შეიფარა გამოიხსნა! სომხეთში გაუგზავნა თვითმფრინავი და სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი გააფრთხილა/დაემუქრა, რომ თუ ზვიადს რამე მოუვიდოდა შურს იძიებდა პირადად.
რაც შეეხება აფხაზეთის კონტექსტს, მანდ გამსახურდიას და დუდაევის როლი ან ცუდია ან ნეიტრალური! პირველ ეტაპზე გამსახურდიამ გამოაცხადა რომ აფხაზეთში ომი შევარდნაძის ავანტიურა იყო და აფხაზების დაცვისკენ მოუწოდა მსოფლიოს (კრიმინალი და კრემლის მონა არძინბას დაცვისკენ იყო მოწოდება), ბასაევი კი იყო დუდაევთან არც თუ კარგ ურთიერთობაში მყოფი, მაგრამ როცა ბასაევმა რაზმის შეკრება დაიწყო, შეეძლო დუდაევს უკფრო ეფექტურად ემოქმედა და აეკრძალა ჩეჩნებისთვის საქართველოში საომრად წამოსვლა და როგორც მინიმუმ ბასაევის რაზმი გაენახევრებინა, რაც არ გააკეთა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ თავისი დაქვემდებარებული ხალხი არ გამოუშვა. გამსახურდიას დაქვემდებარებული მებრძოლები ხან ომობდნენ ხან არა, განსაკუთრებით დასანანია რომ 1993 წლის სექტემბერში სოხუმის ალყის გარღვევა შეეძლოთ მაგათ, გაარღვევდნენ კიდევაც მაგრამ ზვიადის პოზიცია იყო გაურკვეველი, ამიტიტომ ვერ შეძლეს სერიოზული ოპერაციის განხორციელება! სოხუმის ალყა გასარღვევი იყო მდინარე კოდორთან (სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის) რომელსაც იცავდა არაუმეტეს 300 აფხაზი და რუსი, რომლებსაც ქონდათ უმაღლეს დონეზე შემუშავებული რუსული გეგმა, მდებარეობა ქონდათ იდეალურად შერჩეული, გამაგრებული და შეიარაღების დიდი და საუკეთესო კომპლექტაცია ქონდათ, რომელიც კონკრეტულად იმ ამოცანისთვის ჭირდებოდათ. გამსახურდიას ყავდა მაგ დროს 1000-ზე ცოტა მეტი მებრძოლი, ხელმძღვანელი ყავდათ პროფესიონალი სამხედრო გურამ ლაკია, შეიაღაღებაც საკმარისი ქონდათ 300 კაციანი პიკეტის გასანადგურებლად. აბრალებენ დღემდე ერთმანეთს ყარყარაშვილს რო ესე ექნა, ლაკიას რომ ისე ექნა?!!!! ერთმანეთისკენ თითის შვერა ერთია, მაგრამ ფაქტი მეორე, გამსახურდიას დაქვემდებარებულ ეროვნული გვარდიის ძალებს შეეძლოთ გაეხსნათ სოხუმის ალყა სრულიად დამოუკიდებლად ყოველგვარი ჯაბას ბიჭების და ყარყარაშვილის ბიჭების გარეშე, მაგრამ ეს არ მოხდა! ამ "არ მოხდას" უკან უამრავი ქალის, ბავშვის, მოხუცის და ჯარისკაცის სიცოხლე გაიწირა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
artavazi
მეთოთხმეტე მაეგაშირა
ჯგუფი: Members
წერილები: 7944
წევრი No.: 263300
რეგისტრ.: 16-August 21
#58879799
· 17 Feb 2022, 13:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(donald1981 @ 17 Feb 2022, 12:26 )

ასე გამოდის გამსახურდიამაც დიდი როლი შეასრულა სოხუმის დაკარგვაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 564
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58880430
· 17 Feb 2022, 16:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
artavazi
QUOTE
ასე გამოდის გამსახურდიამაც დიდი როლი შეასრულა სოხუმის დაკარგვაში
არა! სოხუმის დაკარგვის მთავარი დამნაშავე შევარდნაძეა, უნდა განესაზღვრა წანასწარ სად აყოფინებდა ქვეყანას თავს, აყვა აგენტ კიტოვანს!. ზვიადის ნეგატიური ფაქტორი თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მეათეხარისხოვანი ფაქტორია. ამავე დროს სოხუმის დაცემის შემდეგ ზვიადს შეხვდნენ აფხაზები და უთხრეს, რომ მოეწერა აფხაზეთის დამოუკიდებლობის დოკუმენტებზე ხელი და სანაცვლოდ შეიარაღებულ დახმარებას გაუწევდნენ აფხაზები თბილისში პრეზიდენტის პოსტზე დასაბრუნებლად, რაზედაც გამსახურდიამ უარი უთხრა და დაადგა სიკვდილის გზას !!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58880518
· 17 Feb 2022, 16:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნანობდა დუდაევი, რომ თავის დროზე წინააღმდეგობა არ გაუწია აფხაზეთში ჩეჩნების წასვლას და თავის ირიბ მხარდაჭერას, რაც აღნიშნული მასხადოვსაც და აუშევსაც, აფხაზეთში ვინც წავიდა ბასაევის გამოკლებით, ძირითადად რუსული აგენტურა იყო, ზოგადად ჩეჩნები არ უჭერდნენ მხარეს აფხაზებს, ასევე ინგუშები, დაღესტნელები და ბალყარები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 564
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58880641
· 17 Feb 2022, 17:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
death85
QUOTE
გამსახურდიას დაქვემდებარებული მებრძოლები ხან ომობდნენ ხან არა, განსაკუთრებით დასანანია რომ 1993 წლის სექტემბერში სოხუმის ალყის გარღვევა შეეძლოთ მაგათ, გაარღვევდნენ კიდევაც მაგრამ ზვიადის პოზიცია იყო გაურკვეველი, ამიტიტომ ვერ შეძლეს სერიოზული ოპერაციის განხორციელება! სოხუმის ალყა გასარღვევი იყო მდინარე კოდორთან (სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის) რომელსაც იცავდა არაუმეტეს 300 აფხაზი და რუსი, რომლებსაც ქონდათ უმაღლეს დონეზე შემუშავებული რუსული გეგმა, მდებარეობა ქონდათ იდეალურად შერჩეული, გამაგრებული და შეიარაღების დიდი და საუკეთესო კომპლექტაცია ქონდათ, რომელიც კონკრეტულად იმ ამოცანისთვის ჭირდებოდათ. გამსახურდიას ყავდა მაგ დროს 1000-ზე ცოტა მეტი მებრძოლი, ხელმძღვანელი ყავდათ პროფესიონალი სამხედრო გურამ ლაკია, შეიაღაღებაც საკმარისი ქონდათ 300 კაციანი პიკეტის გასანადგურებლად. აბრალებენ დღემდე ერთმანეთს ყარყარაშვილს რო ესე ექნა, ლაკიას რომ ისე ექნა?!!!! ერთმანეთისკენ თითის შვერა ერთია, მაგრამ ფაქტი მეორე, გამსახურდიას დაქვემდებარებულ ეროვნული გვარდიის ძალებს შეეძლოთ გაეხსნათ სოხუმის ალყა სრულიად დამოუკიდებლად ყოველგვარი ჯაბას ბიჭების და ყარყარაშვილის ბიჭების გარეშე, მაგრამ ეს არ მოხდა! ამ "არ მოხდას" უკან უამრავი ქალის, ბავშვის, მოხუცის და ჯარისკაცის სიცოხლე გაიწირა.
ამ საკითზე რას იტყვი?
* * *
death85
ნანობდა არ ნანობდა?!!?!?! ნუ რა მნიშვნელობა აქვს? გაგრაში მთავარი დამრტყმელი რაზმი გამათი იყო! ტამიშის დესანტში....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58880696
· 17 Feb 2022, 17:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
donald1981
ათასი კაცი გადაჭარბებული მგონია, ეგრე რომც ყოფილიყო ბრძოლისუნარიანი მანდედან ბევრი არ იქნებოდა, მაგრამ ლაკია წავიდა, კოდორამდეც მივიდა აქედან ყურაშვილი წავიდა და მას ელოდებოდა, თუმცა ძალები არ ჰქონდა დიდი, როგორც ვიცი აბაშიძეც უნდა მოხმარებოდა და მაგას/მაგასაც(?) ელოდნენ, შემდგომ რისკის ფაქტორი გაჩნდა უკვე, როცა სოხუმის დაკარგვა გარდაუვალი გახდა, რადგან ზურგში ოჩამჩირეს აქეთ გამსახურდია აკონტროლებდა, რომელიც ჩამოვიდა ბოლოსკენ, რაც სრული სისულელე იყო, ზღაპრებით დააბოლეს და ჩამოიყვანეს, თუმცა ეგ შემდეგი მომენტი იყო, როცა სოხუმი უკვე თითქმის დაკარგულია იყო, ასე რომ მანდ გამსახურდიას როლი ვერანაირად ვერ იქნებოდა გადამწყვეტი. მისი მოტივიც გასაგებია, ის უკვე იმ მომენტში სოხუმს დაკარგულად ხედავდა, რაც სიმართლეა და აქტიურ კამპანიის დაწყებას აპირებდა შევარდნაძის მოსაშორებლად, თუმცა მანამდეც ქობალიას მოქმედებები არ იყო ადეკვატური. მოკლედ მაგაზე ზუსტი პასუხი თვითონ უნდა გასცენ, რა იყო რეალური მიზეზი. ზოგადად სოხუმის დაკარგვა რეალურად ივლისში დაიწყო, როცა შრომა-კამანი დაკარგეს, აი გალი-ოჩამჩირე პირდაპირ ლანგარზე მიართვეს, რისი მიზეზიც უკვე ეს შიდა დაპირისპირება აღმოჩნდა.
This post has been edited by
death85
on 17 Feb 2022, 17:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fel
კარგი იუზერი
ჯგუფი: Registered
fel
კარგი იუზერი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1537
წევრი No.: 137058
რეგისტრ.: 16-October 11
#58880757
· 17 Feb 2022, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რუსეთთან უნდათ ცხოვრება, აბა მაგათი ელიტა დებილეი არ არიან და ოროცდაათი კაცს ქვეყანას გაუკეთებს ვინმე? საქართველოს რომც აჯობონ , რუსები მანდ ქვეყანას გააკეთებენ, ქვეყანას კი არა მილიონი მარტო რუსი იქნება მაგ ტერიტორიაზე ჩვეულებრივი სოჩი იქნება .
რუსეთთან უნდათ შეერთება. აბა მართლა დებილები ხო არ გგობიათ.
This post has been edited by
fel
on 17 Feb 2022, 18:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლ.დანელია
ჯგუფი: Members
ლ.დანელია
ჯგუფი: Members
წერილები: 29625
წევრი No.: 111738
რეგისტრ.: 7-February 10
#58880943
· 17 Feb 2022, 19:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან საინტერესოა, გირჩევთ ყურებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
birman
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
birman
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 546
წევრი No.: 248618
რეგისტრ.: 10-February 19
#58881183
· 17 Feb 2022, 20:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თვითონ მოწონთ არაღიარებული ქვეყანა რო არიან? ხო იციან რო მანდ რუსეთის გარდა არავინ არ ჩადებს მანდ ფულს და სულ რუსეთზე იქნებიან დამოკიდებულები და მაგათ შვილებსაც მანდ მომავალი არ ექნებათ, იცხოვრებენ ჭაობში და ნანგრევებში.დავიჯერო ვერ ხვდებიან მაგდენს?
This post has been edited by
birman
on 17 Feb 2022, 20:32
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(178)
« პირველი
...
85
86
[87]
88
89
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0638 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.