Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(178)
« პირველი
...
86
87
[88]
89
90
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აფხაზეთის ომი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Vaspula
Super Member
ჯგუფი: Registered
Vaspula
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 941
წევრი No.: 259365
რეგისტრ.: 21-October 20
#58881507
· 17 Feb 2022, 22:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(birman @ 17 Feb 2022, 20:31 )
თვითონ მოწონთ არაღიარებული ქვეყანა რო არიან? ხო იციან რო მანდ რუსეთის გარდა არავინ არ ჩადებს მანდ ფულს და სულ რუსეთზე იქნებიან დამოკიდებულები და მაგათ შვილებსაც მანდ მომავალი არ ექნებათ, იცხოვრებენ ჭაობში და ნანგრევებში.დავიჯერო ვერ ხვდებიან მაგდენს?
ფიქრობენ რომ დრო მაგათ მხარეზეა, რამდენ აფხაზსაც ველაპარაკე იგივე მითხრა 'დრო გავა და გვაღიარებენ'
მაგრამ ეტნიკური წმენდა რო მოიაწყეს მაგის ფონზე როგორ უნდა აღიარონ? ან გინდაც აღიარონ მერე არ მოთხოვს გაერო დევნილების დაბრუნებას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 565
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58882907
· 18 Feb 2022, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფიქრობენ რომ დრო მაგათ მხარეზეა, რამდენ აფხაზსაც ველაპარაკე იგივე მითხრა 'დრო გავა და გვაღიარებენ'
თუ ჩვენ მაგათ ქმედებებს ცოტა მაღალ დონეზე ავწევთ, გადავიღებთ სერიოზულ დოკუმენტურ ფილმს, გამოვცემთ წიგნებს უცხო ენებზე (ჯერ ქართულადაც არ გვაქვს ოღონდ
რა მოხდა აფხაზეთში და როგორ მიიტაცეს სხვისი ქონება და როგორ დახოცეს და გამოყარეს ხალხი, არავინაც არ აღიარებს აფხაზეთს! თანამედროვე დასავლური სისტემა დგას კერძო საკუთრების უფლების დაცვაზე და ის საკითხი რომ მეფე აფხაზთა ...რანთა და კახთა ქართველი იყო და შერვაშიძეები ქართველები იყვნენ სულ ერთ ადგილზე კიდია მთელ მსოფლიოს, მაგრამ ის რომ ჩემ ძმაკაცს მაგალითად დიდი სახლ-კარი ქონდა და საბუთებიც აქვს ყველაფერი და ეხლა იქ ვიღაც უდმურტიელი ჩათლახი ცხოვრობს ეგ მიუღებელია ცივილური მსოფლიოსთვის!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#58883039
· 18 Feb 2022, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
donald1981
QUOTE
თანამედროვე დასავლური სისტემა დგას კერძო საკუთრების უფლების დაცვაზე
შენ არ ხარ დასავლური სისტემის ნაწილი
ანუ არც EU და არც ნატოს წევრი.
ზნაჩიტ დაიკიდებენ ჩვეულებრივად )))
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 565
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58883225
· 18 Feb 2022, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
შენ არ ხარ დასავლური სისტემის ნაწილი
ანუ არც EU და არც ნატოს წევრი.
ზნაჩიტ დაიკიდებენ ჩვეულებრივად )))
დასავლური სისტემის ნაწილი ვართ უკვე!!! სრულყოფილი წევრები არ ვართ ჯერ! EU-ს ასოცირებული წევრები ვართ და NATO-ს კანდიდატების პირველ ეშელონში ვართ! ნუ ბოლო პერიოდში სად ვართ ალაჰმა უწყის
)) მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თუ ჩვენც სერიოზულად მიუდექით საკითხს და ამერიკაც ისევე დაგვიდგა გვერდში როგორც აქამდე (ვინც აღიარებს აფხაზეთს აშშ-ს სანქციების ქვეშ ყვება ხო) აფხაზებს შანსი არ აქვთ! ნუ ცხინვალზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია ტიპებს რუსეთში ათქვეფა აქვთ ოცნება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58885396
· 19 Feb 2022, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(donald1981 @ 17 Feb 2022, 16:09 )
არა! სოხუმის დაკარგვის მთავარი დამნაშავე შევარდნაძეა, უნდა განესაზღვრა წანასწარ სად აყოფინებდა ქვეყანას თავს, აყვა აგენტ კიტოვანს!.
ჩემი შევარდნაძისადმი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად უნდა ვთქვა - ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ქალაქი იყო შევარდნაძე.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ თუ არ მოხდებოდა გადატრიალება არც აფხაზეთის ომი იქნებოდა და ა.შ. კიბატონო, შესაძლოა ასეც ყოფილიყო და აქ შევარდნაძის დანაშაულს ვერაფერი გაათეთრებს (თუმცა არც მხოლოდ მასზე გადაბრალებაა სამართლიანი, ბოლოსა და ბოლოს ეს ერთუჯრედიანების და მოღალატეების ბანდა კიტოვანის და სიგუას სახით, ისევ გამსახურდიამ აღაზევა თავის დროზე - არა შევარდნაძემ).
მაგრამ მას შემდეგ რაც ომი უკვე დაიწყო და მიმდინარეობდა, ისევ შევარდნაძე იქცეოდა ყველაზე მონდომებულად, სოხუმზე შეტევების დროს ქალაქში ჩადიოდა, რამდენადაც შეეძლო ამაგრებდა პოზიციებს, მაგალითს აძლევდა იქ მყოფ მებრძოლებს, მეტ-ნაკლებად ორგანიზებულ ხასიათს აძლევდა ქალაქის დაცვას და ა.შ. არც ისაა შემთხვევითი, რომ 1993-ის სექტემბერში პრაქტიკულად ბოლო დღემდე სოხუმში იმყოფებოდა და ვითარების შეცვლას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდა, ამას გაბედვა სჭირდებოდა.
----
უბრალოდ ისტორიას უსამართლოდ დაჩაგრულები უფრო უყვარს, გამსახურდიას კანონიერად ჰქონდა ხელისუფლება მოპოვებული 1990-91 წწ.-ში და ის ძალით წაართვეს, მერე გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა. ამიტომ მისადმი გარკვეული დანაშაულის შეგრძნება არსებობს საზოგადოებაში და ნაკლებად იხსენებენ მის საბედისწერო შეცდომებს, მაგალითად ისეთს როგორიც 1993-ის სექტემბერში საქართველოში დაბრუნება იყო.
შევარდნაძე კი მშვიდად მოკვდა საკუთარ სახლში, მანამდე ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩააფლო ბოლომდე, ამიტომ ხანდახან იმასაც მას აბრალებენ მთლიანად, რაშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.
* * *
QUOTE
(donald1981 @ 17 Feb 2022, 12:26 )
გამსახურდიას ყავდა მაგ დროს 1000-ზე ცოტა მეტი მებრძოლი, ხელმძღვანელი ყავდათ პროფესიონალი სამხედრო გურამ ლაკია, შეიაღაღებაც საკმარისი ქონდათ 300 კაციანი პიკეტის გასანადგურებლად.
ეჰ, საუბედუროდ ეგეც ზღაპარია.
ზვიადის მომხრეების რაზმები მართლაც ითვლიდა რამდენიმე ასეულ ადამიანს (თუნდაც 1000-ს), რაღაც ტექნიკაც ჰქონდათ, მაგრამ მათი საბრძოლო მომზადება იყო უკიდურესად დაბალ დონეზე. არა, შემართება არ აკლდათ, უბრალოდ უმეტესობა გამსახურდიას გულწრფელი მომხრე იყო, რომელსაც მანამდე იარაღთან არანაერი შეხება არ ჰქონია, არც არავითარი სამხედრო განათლება და დისციპლინა. მოკლედ, სხვადასხვა რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რომელმაც გარემოებების გამო იარაღს იძულებით მოკიდა ხელი. იქ საბჭოთა არმიის ოფიცერი და სამხედრო საქმის მცოდნე მხოლოდ ერთეულები იყვნენ.
ეს არ იყო ის ძალა, რომელსაც რუსეთის კადრის ოფიცრების, 1 წელზე მეტხნიან ომში გამობრძმედილი კაზაკების, სისხლზე დაგეშილი ჩრდილოკავკასიელებისა და სეპარატისტების ნარჩევი ბანდებისათვის დიდი პრობლემების შექმნა შეეძლო. მონდომება ჰქონდათ, მაგრამ ამის იქით რაცაა საჭირო არა, ვერც ექნებოდათ და არც გაემტყუნებოდათ ამის გამო.
ეს რომ ასე იყო სულ მალე დადასტურდა.1993-ის ნოემბერში ბალტინის ფლოტის ფოთში გამოჩენა საკმარისი გახდა იმისათვის, რომ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე ჩაებარებინათ მთელი სამეგრელო, იმერეთისა და გურიის ნაწილი, რომელსაც ისინი მანამდე აკონტროლებდნენ. რაიმე, მეტ-ნაკლებად სერიოზული წინააღმდეგობის ორგანიზება ვერ მოახერხეს.
* * *
QUOTE
(donald1981 @ 17 Feb 2022, 16:09 )
ზვიადის ნეგატიური ფაქტორი თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მეათეხარისხოვანი ფაქტორია.
ზვიადის ფაქტორი საკუთრივ სოხუმის დაცემაში ნამდვილად მცირეა, ის 24 სექტემბერს ჩამოვიდა, უკვე ამ დროს სოხუმის მდგომარეობა მართლაც უკიდურესად მძიმე იყო, ამიტომ როდესაც მისკენ იშვერენ ხელს ყოფ.მხედრიონელები, გვარდიელები, შევარდნაძის მომხრეები, ეს არასამართლიანია.
სამაგიეროდ ზვიადის ფაქტორი ძალიან დიდია აფხაზეთის 1/3-ის უომრად დათმობაში. კერძოდ, რომ არა მისი ჩამოსვლა, გალი, ოჩამჩირე, გულრიფში უომრად არ დაითმობოდა. უფრო მეტიც, სოხუმის ბრძოლაში სეპარებს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, დაეღუპათ და დაეჭრათ ასობით ბანდიტი. ჰოდა, შესაძლოა ვთქვათ ინერციით კიდევ როგორღაც გულრიფშის რაიონის ქვედა ნაწილი აეღოთ (კოდორის ხეობის გარეშე), მაგრამ პრაქტიკულად გამორცხულია ქალაქ ოჩამჩირის და მის გარშემო მდებარე სოფლების + მონოეთნიკურად ქართული გალის რაიონზე შესატევად რესურსი ყოფნოდათ.
ის ძალები, რომლებიც სოხუმიდან გამოვიდა + ოჩამჩირეში თავმოყრილი ხალხი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ახალი თავდაცვითი პოზიციები დაეკავებინათ. არც ის დავივიწყოთ რომ კოდორის ხეობა საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული. მაგრამ, როდესაც ზურგში ზვიადი გამოჩნდა ყველამ საკუთარი თავის გადარჩენაზე დაიწყო ფიქრი და ამ 3 რაიონისათვის აღარავის ეცალა.
* * *
QUOTE
(death85 @ 17 Feb 2022, 16:38 )
ნანობდა დუდაევი
აფხაზეთში ვინც წავიდა ბასაევის გამოკლებით, ძირითადად რუსული აგენტურა იყო
ზოგადად ჩეჩნები არ უჭერდნენ მხარეს აფხაზებს
მე არაფერი მსმენია მის სინანულზე, ისე კი მამაცი პიროვნება იყო + კარგი სამხედრო. ასე ვთქვათ სტერეოტიპული ჩეჩენი, რომელსაც სამხედრო საქმე ასწავლეს. თუმცა ამის იქით, არც დიდი ჭკუა-გონებით გამოირჩეოდა და მითუმეტეს არც პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით.
ბასაევი უპირველესი აგენტი იყო, სპეცსამსახურებთან სსრკ-ის დაშლამდეც თანამშრომლობდა, ხოლო შემდეგ ГРУ წვრთნიდა, გეშავდა და იყენებდა.
აფხაზეთშიც რუსებმა ჩამოუშვეს პირადად ეგ და მაგისი ბანდა, სხვათაშორის ამას აღარც მალავენ და პირდაპირ ინტერვიუებში აცხადებენ ახლა. როცა საქმე ჩეჩნეთზე მიდგა, იქ უკვე განუდგა რუსებს და თავისი სამშობლო არჩია, შემდეგ ბევრი წელი ეომა მოსკოვს და ამიტომ აღარც რუსებს სიამოვნებდათ იმის გახსენება, რომ მათ გამოწვრთნეს ეგ და თვითონ ბასაევიც ერიდებოდა მაგის ხსენებას.
ახლა, როცა ბასაევიც დიდი ხნის მკვდარია და ჩეჩნეთშიც სრულიად სხვა ვითარებაა აღარავინ მალავს იმ ამბებს, ერთი ეგაა რომ ევროპაში გაქცეულ იჩქერისტებს გმირად მიაჩნიათ შამილი, ჰოდა ცოცხალი თავით არ უნდათ იმის აღიარება, რომ ბასაევი ერთ დროს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა - მითებში ცხოვრობენ.
უჭერდნენ. მანდ ძალიან მარტივი კარტი გათამაშდა - ეგენი მთის ხალხია, აფხაზებიც. ჩეჩნები დამოუკიდებლობას ესწრაფვოდნენ, მაგათი წარმოდგენით აფხაზებიც მასე იყვნენ, ამათ საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ჩაგრავდა. აფხაზებსაც ასეთივე ჩაგრულ ხალხად ხედავდნენ. ამას დაუმატე ისიც, რომ ძალიან გაუნათლებელი საზოგადოებაა, ელემენტალური ვერ გაიაზრეს, რომ თუკი რუსეთს უპირისპირდები გარესამყაროსთან ერთადერთი კავშირი საქართველოს გავლით გრჩება. ამიტომ სენტიმენტები აფხაზების მხარეს ჰქონდათ უფრო. ეს რაც შეეხება მასას, თორემ საომრად ვინც ჩამოვიდნენ იმათგან ზოგი აგენტი იყო, ზოგი იარაღის შოვნის და საბრძოლო გამოცდილების მისაღებად მოდიოდა, უმეტესობას კი ძარცვა-გლეჯა უნდოდა მდიდარ, ზღვისპირა მხარეში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58885987
· 19 Feb 2022, 08:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
არ იყო ბასაევი აგენტი, თანამშრომლობით გარკვეულწილად თანამშრომლობდა, ჩვეულებრივი, არაფერით გამორჩეული ტიპი იყო, მოსკოვში ცხოვრობდა, ხან დაცვად მუშაობდა, ხან მაღაზიაში კომპიუტერების გამყიდველად და ა.შ, სამხედრო საქმისაც არაფერი გაეგებოდა და არც რუსულ სპეცსამსახურებში გაუვლია მომზადება, თვითონ სწავლობდა რუსული წიგნებიდან და სახელძღვანელოებიდან. მოკლედ რა, იყო ჩვეულებრივი ნაციონალისტი, დაინტერესებული ჩეჩნეთის განთავისუფლებით და მხოლოდ ამ მიზნის მიღწევისთვის შევიდა 91 კხკ-ში, რაც იყო რუსეთის უშიშროების ფილიალი, მაგრამ ვინც მანდ იყო აგენტები მხოლოდ ერთეულები იყვნენ, ძირითადი მასა სასარგებლო იდიოტები იყვნენ. დაახლოებით ეგეთ როლში აღმოჩნდა ბასაევიც. ასევე ბევრი ამბობს, რომ გრუ წვრთნიდა, მაგრამ ეგ დიდის ალბათობით ზღაპრებია, თუმცა რომც არ იყოს არაფერს ცვლის. ეხლა, გარკვეული თანამშრომლობა შეიძლება ხდებოდა, ამ მხრივ, მაგალითად თუნდაც იგივე აფხაზეთში, როცა რუსი სამხედროები სეპარების და ჩრ. კავკასიელების გადამზადებას ახდენდნენ, მაგრამ ბასაევი, რეალურად თვითნასწავლი, ბრძოლებში გამოცდილი მეომარი იყო, სამხედრო მომზადება ძირითადად თუ სწორად მახსოვს დაჟე აფხაზეთის მერე გაიარა ავღანეთში. მოკლედ ერთი ბასაევის, აღარ დავაბოლოვებ ეხლა, მაგაზე ამდენის წერა არც მინდა, მაგრამ აგენტობას ვერ დააბრალებ, თავისი სხვა ცოდვები ეყოფა, რუსებთან და მის სპეცსამსახურეთან მისი თანამშრომლობა რამდენად გამოდგა პროდუქტიული და რაციონალური ეგეც სხვა თემა
This post has been edited by
death85
on 19 Feb 2022, 08:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58886179
· 19 Feb 2022, 11:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
death85
ბასაევი მჭიდროდ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, ეს აფხაზეთამდე დაიწყო და მათი ღია მფარველობის ქვეშ იყო. მაშინ უშიშროების უფროსი და შემდეგ პრემიერი სტეპაშინი დღესაც ინტერვიუებში გრუ-ს ადებს ხელს. ამას 92-93 წწ.-ში დიდად არც არავინ მალავდა, აი ჩეჩნეთში ომის გაჩაღების მერე ბევრი წელი ერიდებოდა ორივე მხარე უხერხული წარსულის გახსენებას.
რაც შეეხება იმას, რომ თვითონ სწავლობდა, აქაც სხვაგვარად იყო საქმე. მის ბანდებზე რუსი ოფიცრები იყვნენ მიმაგრებული, რომლებიც წვრთნიდნენ და გეშავდნენ მათ - ეს აფხაზეთში. ამის შესახებაც მრავალი ცნობა არსებობს, მათ შორის რუსების, რომლებიც მერე ამ ფაქტს დანანებით იხსენებდნენ (ეს ვინ გამოვზარდეთ). აფხაზეთში ერთდროულად ჩეჩნების დიდი მასა ჩამოვიდა 92-ის აგვისტოში, მერე 1 ნაწილი წავიდა, ვინც დარჩა (რამდენიმე ასეული) მათზე რუსი სამხედრო ინსტრუქტორების მუდმივად იყვნენ მიჩენილი. ასეთი იყო ბასაევი, მაგის გარდა კიდევ ხანკაროვი და სხვები.
აქ გასათვალისწინებელია კონტექსტი, 91-93 წლებში ბასაევის გარდა კიდევ ბევრი სხვაც ჰყავდათ რუსებს კონტროლქვეშ, მაგ. იყო ასეთი რუსლან ლაბაზანოვი, ეგეც შამილის ტიპის რიჟა იყო, ტვინით არ იკვეხნიდა, მაგრამ იარაღზე ჰქონდა მიდრეკილება, თავისი ბანდაც ჰყავდა. გადამწყვეტი გამოდგა 93-94 წლები, როდესაც შიდაჩეჩნურ დაპირისპირებაში ზოგი დუდაევს დაუდგა მხარში, ზოგი კი არა. მაშინ მოკლეს ლაბაზანოვი (ეს დუდაევის ოპო იყო), ხანკაროვიც მანდ გაუშვეს მარილზე - ეს პირიქით ემხრობოდა. მაგ დროს გამოვიდა დაქვემდებარებიდან ბასაევიც და ბოლომდე დუდაევს მიემხრო - სამშობლო არჩია რუსებს, სანამ მოსკოვთან თანამშრომლობას პროფიტი მოჰქონდა, იქამდე მაგათთან იყო.
* * *
ამის მერე რუსებმა ჩათვალეს, რომ ამათთან ლოლიავს აზრი აღარ ჰქონდა და უცებ დაუმთავრებდნენ ფედერალური ჯარებით საქმეს. მერე რაც მოხდა კი იცით.
მოსკოვში მეტიმეტად თავდაჯერებული რომ არ ყოფილიყვნენ, ჩეჩნებს იოლად დააჭმევინებდნენ ერთმანეთს იმდენი გავლენა და აგენტურა ჰყავდათ მანდ. უბრალოდ ეზედმეტათ და დაარტყეს 94-ში, ამან დაახლ. 1-2 წელი ჩეჩნები გააერთიანა და ომიც მოიგეს. მერე რუსები მიხვდნენ, რომ ასე პირდაპირ არ გასდიოდათ თავისი და ნაცად გზას დაუბრუნდნენ - ზოგი გადაიბირეს, ზოგის იდიოტიზმით ისარგებლეს, ზოგი ერთი-მეორეს გაუქსიეს და მეორე ომის დროს ნახევარზე მეტი სამხედრო მეთაურობა ნაყიდი ყავდათ. ბასაევი მაგ დროს უკვე კატეგორიულად მიუღებელი ფიგურა იყო და ბოლოს სადღაც დააყრევინეს ნაწლავები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58886271
· 19 Feb 2022, 11:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
გარკვეული ფორმით თანამშრომლობდა, რაც არაა გასაკვირი, მაგრამ თანამშრომლობდა მხოლოდ თავისი იდეის, კერძოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის, რადგან იმ პერიოდში სამხედრო საქმიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული რუსეთზე იყო ყველაფერი ჩამოკიდებული, რუსული სპეცსამსახურების აგენტი არასოდეს ყოფილა, განსხვავებით ხანკაროვის, ლაბზანოვის და სხვა კხკ-ის ღია და ირიბი აგენტებისგან, უბრალოდ მისი ხედვები და მეთოდები გარკვეულ მომენტში დაემთხვა და გამოიყენა კრემლმა, რადგან დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდა, რაც აფხაზეთში მისი ქმედებით გამოჩნდა, მაგრამ როგორც მებრძოლი ძლიერი იყო, თავისით, ყოველგვარი სამხედრო მომზადების გარეშე გაიკვალა, საბრძოლო კარიერა საკმაოდ წარმატებულად
This post has been edited by
death85
on 19 Feb 2022, 12:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dmitry_Medvedev
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dmitry_Medvedev
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1188
წევრი No.: 248134
რეგისტრ.: 22-January 19
#58886528
· 19 Feb 2022, 13:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
მე არაფერი მსმენია მის სინანულზე, ისე კი მამაცი პიროვნება იყო + კარგი სამხედრო. ასე ვთქვათ სტერეოტიპული ჩეჩენი, რომელსაც სამხედრო საქმე ასწავლეს. თუმცა ამის იქით, არც დიდი ჭკუა-გონებით გამოირჩეოდა და მითუმეტეს არც პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით.
ძალიან ცხადი ამბავია რომ დუდაევი აფხაზებს უჭერდა მხარს.
იმ დროინდელ რუსულ პრესას რომ ვეცნობოდი, ერთ ინტერვიუში დაახლოებით ესე რამ თქვა რომ 1 აფხაზის სიცოცხლე ასი ქართველის სიცოცხლეს მირჩევნიაო
)
QUOTE
უბრალოდ ეზედმეტათ და დაარტყეს 94-ში, ამან დაახლ. 1-2 წელი ჩეჩნები გააერთიანა და ომიც მოიგეს
ელცინის შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა უფრო განაპირობა ეგ შეტევა ვიდრე დუდაევის სეპარატიზმმა
death85
QUOTE
კერძოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის
დამოუკიდებლობა მხოლოდ ზეპირსიტყვიერ დონეზე სურდა, საქმით თითქმის არაფერი გაუკეთებია - რეალურად იგი ცდილობდა მაქსიმალურის მიღებას რუსეთის ფედერაციის შიგნით.
This post has been edited by
Dmitry_Medvedev
on 19 Feb 2022, 14:00
--------------------
Денег нет, вы держитесь здесь @ Дмитрий медведев
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58886724
· 19 Feb 2022, 14:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dmitry_Medvedev
რა უნდა მიეღო ბასაევის, რა თუნდაც აფხაზეთში რუსეთის დავალებით ომობდა? მაგათი იდეა იყო, ჩრ. კავკასიის მუსლიმანი ქვეყნების გაერთიანება, რაშიც აფხაზებსაც მოიაზრებენ, ძირითადად იმ მოტივით, რომ გასასვლელი ჰქონოდათ, პირველ რიგში თურქეთისკენ და ზოგადად მუსლიმური სამყაროსკენ, ისე იზოლაციაში იქნებოდნენ, ხოლო საქართველოს ვერ და არც ენდობოდნენ ბოლომდე, მიუხედავად იმისა რომ ცდილობდნენ ამ ფაქტორის გამოყენებას, შევარდნაძესთან ჰქონდათ ამის მოლაპარაკების მცდელობები. ეხლა რუსეთს რა ფორმით და კუთხით უგორებდა ეგ მეორე ხარისხოვანია, იმ პერიოდში სადღაც ჯორჯთაუნის სამხედრო სასწავლებელში არ წავიდოდა სამხედრო საქმის შესასწავლად და იქიდან ამერიკული შეიარაღებით არ ჩამოვიდოდა
რუსეთი იყო მანდ, მაგ პერიოდში, ანიც და ჰოეც, მთელი მისი და არამარტო მისი, მოქმედების არსი ეგ იყო. არ იყო კარიერას ან მატერიალურ სარგებელს მოწყურებული, ჩვეულებრივი იდეოლოგიზირებული ექსტრემისტი იყო.
This post has been edited by
death85
on 19 Feb 2022, 14:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58886881
· 19 Feb 2022, 15:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(death85 @ 19 Feb 2022, 11:56 )
გარკვეული ფორმით თანამშრომლობდა, რაც არაა გასაკვირი
თანამშრომლობდა მხოლოდ თავისი იდეის, კერძოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის
განსხვავებით ხანკაროვის, ლაბზანოვის და სხვა კხკ-ის ღია და ირიბი აგენტებისგან
დაარქვი „გარკვეული ფორმით თანამშრომლობა“, მხოლოდ სიტყვების თამაშია, არსი არ იცვლება. ასრულებდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დასახულ სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანას, საამისოდ ღებულობდა დახმარებას - ინსტრუქტორების, იარაღის და ე.წ. სახურავის (крыша) ფორმით.
იჩქერიის ინტერესებში არ შედიოდა აფხაზეთის ომში მონაწილეობა. ჩეჩნური საზოგადოება ძალიან გაუნათლებელი იყო, მაგრამ თვით ბასაევის მსგავს პრიმიტივსაც შეეძლო რუკაზე დახედვა და იმის დანახვა, რომელი სახელმწიფო ესაზღვრებოდა იჩქერიას რუსეთის გარდა. ამავდროულად, 13,5 თვიანი ომის განმავლობაში დიდად არც იმას მალავდა ვინმე, რომ აფხაზეთის კონფლიქტს რუსეთი საქართველოზე კონტროლის დასამყარებლად იყენებდა - საკმარისია შეხედო როგორ აშუქებდა რუსული მედია იმ ომს და რა განცხადებებს ღებულობდა რუსეთის უმაღლესი საბჭო (მაშინდელი დუმა), პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს დსთ-ში შესვლას და ა.შ. ყრუ და ბრმა კი არ იყო შამილი ეს არ ცოდნოდა. შეგნებულად ემსახურებოდა იმას, რომ ის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ჩეჩნეთს ესაზღვრებოდა რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრილიყო. უბრალოდ მაშინ მაგას ეგ არ აინტერესებდა და არც ანაღვლებდა, დავალება ჰქონდა მიღებული + ამ გზით სახელსა და გავლენას იხვეჭდა, დანარჩენი მეორეხარისხოვანი იყო მისთვის. 24/7-ზე ჩეჩნეთის ინტერესებზე კი არ ფიქრობდა, ჯერ თავო და თავოო ხომ გაგია.
1-1-ში იგივე იყო რაც ხანკაროვი. ორივე აგენტი იყო, 1993-94-ში დუდაევსა და პრორუსულ ოპოზიციას შორის დაპირისპირებისას ორივე განუდგა რუსეთს და სამშობლო არჩია მოსკოვის დავალებებს. განსხვავება ისაა, რომ ხანკაროვი მალევე მოკლეს, ამან კი სახელი გაითქვა.
* * *
QUOTE
(death85 @ 19 Feb 2022, 14:55 )
რა უნდა მიეღო ბასაევის, რა თუნდაც აფხაზეთში რუსეთის დავალებით ომობდა?
მაგათი იდეა იყო, ჩრ. კავკასიის მუსლიმანი ქვეყნების გაერთიანება, რაშიც აფხაზებსაც მოიაზრებენ
ჩვეულებრივი იდეოლოგიზირებული ექსტრემისტი იყო.
იარაღი, სახელი, გავლენა.
ეგ იდეა მერე წამოვიდა, მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ისლამმა შეაღწია მაგათში. ამაზე წამოიხიეს რუსებმა ეგენი 99-ში, დაღესტანს როცა შეესივნენ. მაგრამ 90-იანების დასაწყისში ასე არ ყოფილა, ეგ კი არა 92-ის შემოდგომაზე საკუთარი სისხლი და ხორცი (ინგუშები) ფეხებზე დაიკიდეს და არაფრით დაეხმარნენ პრიგოროდნის კონფლიქტის დროს.
ეგ იმას არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურების აგენტი იყო (შენებურად - თანამშრომლობდა
). აგერ ჩვენი პატრიარქი ვინ არ იცის, რომ იმ თანამდებობაზე ვერ მოხვდებოდა სუკ-თან თანამშრომლობის გარეშე, მაგრამ აჟიტირებული მრევლი თავს იგიჟებს საწინააღმდეგოს მტკიცებით - „ეკლესია იდევნებოდა კომუნისტების დროს, მაგათთან როგორ ითანამშრომლებდა უწმინდესი???“, ასე არიან ევროპაში გახიზნული იჩქერისტებიც ბასაევთან დაკავშირებით. ჩვენი მრევლის არ იყოს, მაგათაც უჭირთ რეალობის ისე დანახვა, როგორც იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58886939
· 19 Feb 2022, 16:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
თავიდანვე იყო რადიკალურ ისლამში, ჯერ კიდევ 80-ების ბოლოს სწავლობდა რადიკალურ ისლამში თურქეთში, სპეცსამსახურების რა დავალებას ასრულებდა? უბრალოდ იყენებდა რუსეთის ფაქტორს, აგენტი რომ ყოფილიყო, არც დუდაევის ოპოზიციაში იქნებოდა და არც, ჩეჩნეთის ომში რუსების წინააღმდეგ, კხკ-ში მათი უმრავლესობის გაწევრიანების მიზანი ერთიანი კავკასია იყო, უბრალოდ მერე აღმოჩნდა რომ კრემლმა გამოიყენა და მიაგდო, განსხვავებით სხვა ადიღო-ჩერქეზებისგან რომელთაც სხვა მოტივაციაც ჰქონდათ. დავწერე რაც იყო მისი აფხაზეთში ომის მიზანი. რეალობა ეგაა და დალშე უკვე ქართული ზღაპრებია, რომ რუსეთთან ვინც იყო ყველა აგენტია
This post has been edited by
death85
on 19 Feb 2022, 16:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 565
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#58886961
· 19 Feb 2022, 16:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://www.youtube.com/watch?v=Y-6FThE9PmI
აი ამ ახვარმა დახვრიტა შარტავა და მისი ხალხი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#58886993
· 19 Feb 2022, 16:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(death85 @ 19 Feb 2022, 16:08 )
თავიდანვე იყო რადიკალურ ისლამში
სპეცსამსახურების რა დავალებას ასრულებდა?
აგენტი რომ ყოფილიყო, არც დუდაევის ოპოზიციაში იქნებოდა
არც, ჩეჩნეთის ომში რუსების წინააღმდეგ
დალშე უკვე ქართული ზღაპრებია, რომ რუსეთთან ვინც იყო ყველა აგენტია
თვითონ სად იყო მაგას მნიშვნელობა არ აქვს, კავკასიის იმარატის იდეა მერე წამოვიდა, როდესაც ჩრდ.კავკასია არაბული ქვეყნებიდან ჩატანილი ლიტერატურით, მქადაგებლებით და ფულით გაიძეძგა. 90-იანების მეორე ნახევარში. იქამდე 92-ში მოძმე ინგუშები დაიკიდეს ფეხებზე.
კავკასიის რეგიონში რუსულ ინტერესებს ატარებდა საკმაო ხანი (91-93 წლები). ახლა შენ თუ იმას ელი, რომ მაგას ჩეხოსლოვაკიაში მიავლენდნენ სიტუაციის ასარევად, მაგაზე ბოდიში.
აგენტი რომ იყო იმიტომ უპირისპირდებოდა დუდაევს, იმის მერე კი აფხაზეთში ჩამოვიდა. უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში დაასტოპა და თავისი სამშობლოს მხარე დაიჭირა 94-ში.
რატომაც არა? მითი რომ ყოფილი აგენტები/თანამშრომლები არ არსებობენ მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. ისიც ადამიანია. როცა საქმე ჩეჩნეთის დამორჩილებაზე მიდგა იქ დაიკიდა ძველი უფროსობა. ჩვენ მხარესაც ბევრი ასეთი ადამიანი იყო, დღეს ეროვნული გმირის წოდებაც აქვთ.
სულაც არა. აფხაზეთში ჩამოსულების უმეტესობა აგენტი/თანამშრომელი ცხადია არ ყოფილა, ზოგიერთი მათგანი საშოვარზე ჩამოვიდა, ზოგიც იარაღზე და იყვნენ ისეთებიც ვინც ისე, უსაქმურობისგან წამოვიდა (არც ეს გაგიკვირდეს). ჩერქეზები იდეურადაც მოდიოდნენ ნამდვილად და იმათში ბევრს ეკიდა რუსს რა აწყობდა და რა არა. აგენტები იყვნენ სამხედრო მეთაურები, რომლებიც აქ რუსებმა ჩამოუშვეს - დანარჩენი ტექნიკის ამბავი იყო - ამათში უპირველესები კი ბასაევი და ხანკაროვი იყვნენ. ამ ორს ისე აინტერესებდა აფხაზეთი, როგორც ჩვენ ჰონდურასი.
ასეა ეს და ამის უარყოფა ისეთივე სისულელეა, როგორც პატრიარქ ილიას, რომ სუკ-თან შეხება არ ჰქონია თურმე, ან უფრო მაგარი - სუკ-ს იყენებდა ეკლესიის ასაღორძინებლად. ერთი შიოლაშვილი იყენებდა და მეორე ბასაევი კიდევ.
This post has been edited by
ingfari
on 19 Feb 2022, 16:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
death85
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5000
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07
#58887019
· 19 Feb 2022, 16:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
კავკასიის იმატარი სხვაა, თუმცა დიდად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც იყო კხკ-ში ბევრის გაწევრიანების მიზეზისგან, რადგან ბევრი მათგანი ერთიან კავკასიას ხედავდა, დაჟე პირველ შეკრებაზე დედაქალაქად სოხუმი დაასახელეს, უბრალოდ შემდეგ ამ ყველაფერს რადიკალური ისლამი დაემატა, 80-იანების ბოლოს კი რადიკალური ისლამი წარმოუდგენელი იყო, რომ არსებულიყო, მისი მოქმედებაც აფხაზეთშიც იგივე როლს მოიცავდა. ანალოგიურად აზერბაიჯანში რელიგიური ფაქტორიდან გამომდინარე, რუსეთთან თანამშრომლობასეს ასპექტი განაპირობებდა და არა ის რომ მათ დავალებებს ასრულებდა, მათი აგენტურის ნაწილი იყო ვინმე და რუსი გრუ-ს მაღალჩინოსანი ყავდა შეფად, ეგ ზღაპრებია, რომელიც არაფრით დასტურდება. მაგ ლოგიკით თითქმის ყველა რუსეთის აგენტი გამოდის გამსახურდიაც, შევარდნაძე და დუდაევიც
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(178)
« პირველი
...
86
87
[88]
89
90
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1414 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.