
* * *
თედო სახოკია
მოგზაურობანი
გურია
აჭარა
სამურზაყანო
აფხაზეთიუკანასკნელი მთავარი აფხაზეთისა. − მისი წაყვანა რუსეთში. − პოლკოვნიკი
კოლიარი და აფხაზთა აჯანყება 1864 წ. − გუდაუთის უფროსი დიმ. ჭავჭავაძე და აჯანყებულთა მეთაურების დასჯა.
აფხაზეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის კალო მაშინ გაილეწა,
როცა რუსეთის ჯარმა 1810 წელს სოხუმი დაიკავა; სეფერ-ბეი შარვაშიძემ თავის ნებით აღიარა რუს-ხელმწიფის სუზერენობა. თანაც მოინათლა და ქრისტიანული სახელი − გიორგი დაირქვა. იმავე წელს გიორგის
ებოძა უმაღლესი ღრამოტა და ამ ღრამოტის ძალით შარვაშიძენი
ცნობილ იქმნენ აფხაზეთის მთავრებად, თავიანთი ქვეყნის შინაურ
საქმეთა გამგებლებად. 1821 წელს გიორგი შარვაშიძე გარდაიცვალა და
მისი თანამდებობა დაიკავა მისმა უფროსმა შვილმა დიმიტრიმ, პეტერბურგის პაჟთა კორპუსში აღზრდილმა. 1823 წელს ისიც გარდაიცვალა
და სამთავრო უფლება მცირეწლოვან ძმა მიხეილზე (ჰამუთ-ბეი) გადავიდა.
რუსეთის მეფის მხედრობამ თანდათან დაიმორჩილა კავკასიის მთიელნი;
გადაყენებულ იქნენ მთავარნი სვანეთისა, სამეგრელოისა. ორივე მხარეში
რუსული წესწყობილება შემოვიდა. აფხაზეთი რჩებოდა განზე, აქ კიდევ
ინარჩუნებდა მთავარი თავის უფლებას. მაგრამ ამ უფლებათა დღენიც
დათვლილნი იყვნენ. კავკასიის მთავარმართებელი მურავიოვი წერილს
წერილზე ჰგზავნიდა პეტერბუგს: − ამდენს რას ვებოდიშებით აფხაზეთის
მთავარს, რა ღონის პატრონი ის არის, რომ ძალა გაგვიწიოს!... უნდა
აფხაზეთს მოვაშოროთ და ჩვენებური წესწყობილება შემოვიღოთ ამ
მხარეშიცაო. მით უფრო, რომ ეს მხარე მოღალატე, უნდო ხალხით არის
დასახლებულიო...
რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გამართული ამ შინაარსის მიწერმოწერა. ბოლოს, გადაწყდა კიდეც: მთავარი რუსეთში წაეყვანათ, უმთავროდ დარჩენილ მხარის დამორჩილება უფრო ადვილი იქნებაო.
#307#
მთავრის წასაყვანად დანიშნული იყო 1864 წლის ნოემბერი. მთავარი
მიხეილ შარვაშიძე საზამთრო სასახლეში ცხოვრობდა, დ. ოჩამჩირეში.
თან ახლდნენ: ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), მოძღვარი − დეკანოზი ბასილ მიქაბერიძე, მთავარდიაკონნი ივანე თვალთვაძე და იოსებ
ტიტვინიძე, მედავითნენი გრიგოლ კასრაძე და ალექსი დგებუაძე; იქვე
ჰყავდა ბაზიერი (ოტია კახიანი), მემიმინოვე (მანჩა შარაშენიძე), მემეძებრე (ბესო მიქელაძე).
წაყვანის ერთი კვირის წინათ მთავარი სოფ. კვასკეში, ტკვარჩელის
აბანოების მახლობლად, წავიდა სანადიროდ. ასე რომ მის წასაყვანად
მოსულ გენერალ შატილოვს ოჩამჩირეში მთავარი არ დახვედრია.
ნოემბრის მშვენიერი თბილი დარი იდგა. ღამე მთვარიანი. ნაშუაღამევის ორი საათი იქნებოდა, როცა ოჩამჩირეს ნავსადგურში 3 ორთქლმავალი გემი შემოვიდა. ამ გემებიდან ხმელეთზე 6,000 კაცი გადმოსხეს
გენერალ შატილოვისა და პოლკოვნიკ როსტომ მარშანიას მეთაურობით.
ამ ჯარს შემოუერთდა 700 ყაზახ-რუსი, ოჩამჩირეში დაბანაკებული. თვალის დახამხამებაზე ალყა შემოარტყეს მთავრის სასახლეს. ყოველი ღონე
იღონეს, რომ შიგნიდან არავინ გამოსულიყო მთავრისათვის ამბის მომტანად. ამ დროს სასახლეში იყვნენ: უფროსი მსახური და მოლარე მთავრისა ქუთია კოზმავა, სიძე მოძღვარ მიქაბერიძისა − დავით ახვლედიანი
და ნათესავი მისი, 13 წლის ყმაწვილი, დიმიტრი ხოჭოლავა. ხმაურობაზე გამოეღვიძათ. ქუთია კოზმავა მიხვდა, ეს ჯარი სასიკეთოდ არ არის
მოსულიო. იმდენს ეცადა, ჯარს ხელიდან გაუსხლტა და ფეხით მთავარ-
თან გაიქცა ამბის შესატყობინებლად.................................."
ძალიან საინტერესო დეტალებია აქ მოცემული