Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(178)
« პირველი
...
102
103
[104]
105
106
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აფხაზეთის ომი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59749862
· 23 Oct 2022, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gorgini
რა თქმა უნდა, მათი იდენტობა მთლიანად ამ ომზე დგას, ამიტომ გასაკვირი არაფერია.
რაც შეეხება სეპარატისტების მიერ გამოცემულ წიგნებს, გადაღებულ ფილმებს და ა.შ. შეიძლება ითქვას 100%-ით პროპაგანდაა და საინტერესო იქ არაფერია. მაგალითად ერთხელ ინტერესის გულისთვის ჩავრთე დოკ.ფილმი ოჩამჩირის ფრონტზე, საბოლოოდ იმით დამთავრდა რომ თურმე მხოლოდ ოჩამჩირის რაიონში 3,200 (!) სამხედრო დაღუპვია ქართულ მხარეს, თვითონ კი 500-მდე.
500 დავივიწყოთ (მათ არკვიონ რამდენია), 3,200 მეომარი ოჩამჩირის რაიონში კი არა მთელ ომში არ დაღუპულა ჩვენი მხრიდან, არადა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მაინც სოხუმის რაიონში მიმდინარეობდა. ტყუილიც კი არ არის, ფანტასტიკის სფეროში არიან.
სომხები, რამდენადაც ვიცი მეტ მსხვერპლზე საუბრობდნენ. რუსების რაოდენობაშიც ეჭვი მეპარება - აქაც მეტი უნდა იყოს, უბრალოდ მათში ბევრი ისეთი იყო პატრონი და მომკითხავი რომ არავინ ჰყავდა. მთლიანობაში მეტ-ნაკლებად მაინც რეალურია შენს მიერ მოყვანილი რიცხვი.
-------
მსხვერპლს შორის დიდი სხვაობა გამოიწვია ეთნიკურმა წმენდამ. სეპარატისტები მიზანმიმართულ ხოცვა-ჟლეტას ეწეოდნენ. ჩვენი მხრიდან ასეთი რამ არ ყოფილა. რაც იყო, ეს არის ძარცვა, მკვლელობების იშვიათი შემთხვევებით. შესაბამისად მშვიდობიანი არაქართული მოსახლეობა, რომლებიც ქართველმა სამხედროებმა დახოცეს რამდენიმე ათეული ადამიანით შემოიფარგლება, იმ დროს, როდესაც 4,000-5,000 მშვიდობიანი ქართველია მოკლული გეგმაზომიერი ეთნიკური წმენდების შედეგად.
This post has been edited by
ingfari
on 23 Oct 2022, 20:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54453
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#59751580
· 24 Oct 2022, 12:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო სამხედრო შენაერთები
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
სულელთა წრეში, სიბრიყვით რომ არის ძლიერი
და სურს დაიგდოს ქვეყანაზე ხმა ბრძენთა სწორის -
ამ ვირებს შორის შენც მიიღე ვირის იერი,
თორემ ჩაგწერენ ერეტიკოს - ცოდვილთა შორის.
აბუ ალი იბნ სინა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54453
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#59755188
· 25 Oct 2022, 17:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://www.ambebi.ge/article/284103-kaosi-...ri-avtoritetis/
რამდენიმე დღეა, აფხაზეთში მწვავე კამათის საგანია აფხაზურ კრიმინალურ წრეებში პოპულარული სომეხი კრიმინალური ავტორიტეტისთვის, რუბენ ტატულიანისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების თემა. ადგილობრივი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს, რის საფუძველზე მიანიჭა ასლან ბჟანიამ ტატულიანს 2020 წელს აფხაზეთის მოქალაქეობა...
არძინბას თქმით, ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ტატულიანმა სრულიად უკანონოდ მიიღო მოქალაქეობა... ბჟანიას მაშინდელ გადაწყვეტილებაში მოხვდა რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ალექსანდრე მირელიც (მირილაშვილი). თუმცა აფხაზეთის ე.წ პოლიტელიტამ მაშინ იმით იმართლა თავი, რომ მირელაშვილი მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი იყო და საქართველოსთან მხოლოდ ქართული დიასპორის წევრობა აკავშირებდა... თუმცა, ამჯერად, მთავარი აქცენტი ტატულიანზეა, რომელიც აფხაზების თქმით, თავს აფხაზეთის მასპინძლად მიიჩნევს, რაც მის კრიმინალურ კავშირებთან, ავტორიტეტობასა და გავლენებთან ერთად, ძალიან აღიზიანებთ აფხაზებს.
rbc.ru-ს ცნობით, ის ამჟამად სოჭის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. ასევე, აქვს ბიზნესი, თუმცა მას კრიმინალურ სამყაროში "რობსონის“ სახელით იცნობენ და 2015 წელს შაქრო კალაშოვთან ერთად, "ქურდული შეკრების" ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა გათავისუფლების პირობები უცნობია.
"აშშ-მა ის 2018 წელს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, როგორც რუსული კრიმინალური სამყაროს წევრი, რომელიც "კანონიერ ქურდებს" იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა" - წერს გამოცემა.
ადგურ არძინბა ძალიან დაინტერესებულია ბოლო დროს ბჟანიას მიერ უკანონოდ დარიგებული პასპორტებით და ითხოვს, სასამართლომ დეტალურად შეისწავლოს ეს საქმე, რადგან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულებიც. მისი თქმით, ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, მე-14 მუხლში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, პირდაპირი ბრძანებულებით მოქალაქეობა მიანიჭოს იმ პირებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება რესპუბლიკის წინაშე.
"ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც რაიმე საქმეში განსაკუთრებული კვალიფიკაცია აქვს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია მოქალაქეობა მიანიჭოს, მაგრამ ტატულიანს მსგავსი დამსახურება ნამდვილად არ აქვს..." - ამბობს არძინბა.
როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, ტატულიანი იმდენად გაშინაურებულია ე.წ. ხელმძღვანელობასთან, რომ მისი აფხაზური პასპორტი სულაც არ არის გასაკვირი.
apsnypress.info მიმდინარე წლის მაისში, მასზე, როგორც სოჭელ მეცენატზე წერდა, რომელმაც აფხაზეთს, კერძოდ, გუდაუთისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციებს რამდენიმე ავტომანქანა და ორი ავტობუსი გადასცა. ერთი მანქანა, ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ეკლესიიდან გამოყოფილ სასულიერო პირებსაც ერგოთ.
საუბარია, სულ ხუთ ცალ "ნივის" მოდელის ავტომობილზე. ერთი ცალის ღირებულება 1 მილიონ 600 ათასი რუბლი იყო. გამოცემის ცნობით, გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ასლან ბჟანია, ვიცე-სპიკერი აშოტ მინოსიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენელი გალუსტ ტრაპიზონიანი, დეპუტატი ლევონ გალუსტიანი, ბესარიონ აპლია და სხვები...
"ასევე იყო სასკოლო ავტობუსები, რომელიც გუდაუთის სკოლებს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ტატულიანმა ადრე ბიჭვინთის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანა, გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციას კი, ორი სასკოლო ავტობუსი აჩუქა... ტატულიანის თქმით, მისი წინაპრები აფხაზეთში ცხოვრობდნენ და საჭიროდ მიაჩნია, რომ წინაპრების, ანუ თავის სამშობლოსაც, ის გაუკეთოს, რაც შეუძლია" - წერს გამოცემა.
აფხაზური ოპოზიციის მიერ ტატულიანის თემის გახმაურებას კატასტროფად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობა. ნაწილის თქმით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ანტისომხური და ანტირუსული განწყობების გაღვივებას, რადგან ცხადია, რომ ტატულიანი აფხაზეთს საჩუქრებს უანგაროდ არ გადასცემს...
"კიდევ რამდენი საშინელება უნდა გავიგოთ, რომ გამოვიღვიძოთ... ტატულიანს აქ ბიზნეს სასათბურე პირობებს უქმნიან ადგილობრივი კრიმინალები, თუმცა ის იხდის ფულს და იმაზე მეტს, ვიდრე თავად ისინი, ანუ ხელისუფლებასთანაც მოგვარებული აქვს, უფრო სწორად, აქამდე რომ გვეგონა ბიუჯეტში ფული ტურიზმს და რუსეთის ხელისუფლებას შეჰქონდა, თურმე ტატულიანი ყოფილა მთავარი ფიგურა - ის ყიდულობს სასწრაფო დახმარების მანქანებს, სკოლებს ავტობუსებს, მღვდლებს, ნივებს. ეს რა ვიცით და რაც არ ვიცით?.. ალბათ ბჟანიას და არძინბას ვიზიტებსაც ეგ აფინანსებს" - წერს ოთარ დბარი.
"რაც ამ წლებში შეცდომები დავუშვით, სირცხვილიც აღარ ჰქვია, მაგრამ მაინც სირცხვილია, ხალხო... სომეხი კრიმინალური ავტორიტეტი, რუსულ-სომხური გავლენების გასაძლიერებლად, დიასპორის მნიშვნელობის გასამტკიცებლად, პარლამენტში მათი ინტერესების გასატარებლად, რასაც ქვეყანაში მათი გავლენების ზრდა მოჰყვა, გვყიდულობს... ხანდახან მირჩევნია, არაფერი ვიცოდე, თორემ თავის მოკვლა მინდება. ტატულიანი გვყავს ავტორიტეტად, ოღონდ სხვა მნიშვნელობით - კრიმინალური ავტორიტეტების ფულით ფინანსდება ქვეყანა. დაფიქრდით ამაზე...", - მიაჩნია ფატიმა კვეკვესკირს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 565
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#59755289
· 25 Oct 2022, 17:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dmitry_Medvedev
QUOTE
donald1981
QUOTE
ერთი ტამიშის დესანტის დროს წავიფინეთ, მეტი ვერსად.
რთული სათქმელია რომ ჩვენ წავიფინეთ )
QUOTE
ნუ მაგას არ ვთვლი იმის გამო, რომ 15-16 მარტის შტურმი მოამზადეს რუსებმა და თვითონვე მოგვცეს შტურმის გეგმა
წყარო?
აფხაზებიც ადასტურებენ მაგ საკითხს და ჩვენებიც. ჩვენები ამბობენ რომ სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა რამდენიმე დღით ადრეო. მოვძებნი მაგ მასალებს და ჩავაგდებ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fel
კარგი იუზერი
ჯგუფი: Registered
fel
კარგი იუზერი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1537
წევრი No.: 137058
რეგისტრ.: 16-October 11
#59755741
· 25 Oct 2022, 21:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი სიტყვით ჩვენებმა ვერ მიაქციეს კარგად ყურადღება რომ მაგათი გადასახლების მერე , ეგონათ ცოტანი იყვნენ ამასობაში მრავლდებოდნენ და საბჭოთა კავშირის დანგრევამდე თითქმის ასი ათას მიაღწიეს, რაც პატარა რიცხვიც არ არის.
1870 წელა რამოდენიმე წლიდან მაგათი გადასახლებიდან 29 000 ყოფილან დარჩენილები და რუსეთის იმპერიამ რატო დატოვა ამდენი კაცი , თუ ასახლებ მაშინ ბოლომდე გადაასახლე. ან გუდაუთაში რატო დატოვა ამდენი კაცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dmitry_Medvedev
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dmitry_Medvedev
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1188
წევრი No.: 248134
რეგისტრ.: 22-January 19
#59758143
· 26 Oct 2022, 20:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
donald1981
QUOTE
აფხაზებიც ადასტურებენ მაგ საკითხს და ჩვენებიც. ჩვენები ამბობენ რომ სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა რამდენიმე დღით ადრეო. მოვძებნი მაგ მასალებს და ჩავაგდებ
მე ზუსტად ვიცი, აფხაზური წყაროდან (მოგონებებია აფხაზი ქალის, რომელიც იმ დროს სოხუმში იყო) რომ სოხუმში ბრძოლას პირველ მარტს ელოდნენ და სამზადისი იყო მაგ რიცხვისთვის.
--------------------
Денег нет, вы держитесь здесь @ Дмитрий медведев
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Foreign-Affairs
ჯგუფი: Members
Foreign-Affairs
ჯგუფი: Members
წერილები: 4418
წევრი No.: 219134
რეგისტრ.: 30-May 16
#59758160
· 26 Oct 2022, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მას შემდეგ რაც რუსების მიერ მომზადებულმა ჩეჩნურ-აფხაზურმა დანაყოფებმა სვანური სოფელი კამანი აიღეს სოხუმის თავზე და ადგილობირივი მოსახლეობა თავისი მღვდელიანად ამოჟლიტეს 1993 წლის 9 ივლისს, პრაქტიკულად სოხუმი ორი მხრიდან და სიმაღლეებიდან მოექცა ალყაში და მისი დაცვა თუთქმის შეუძლებელ ამოცანად იქცა. თან ამ ფონზე მძიმე ტექნიკა 24 ივლისის სოჭის შეთანხმებით ქალაქიდან გავიდა და ქართული ქალაქის - სოხუმის დაცვა შეუძლებელი გახდა.
--------------------
Georgia est pars integralis Europae!
რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei.
მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GRIZLY07
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GRIZLY07
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17596
წევრი No.: 37833
რეგისტრ.: 7-July 07
#59759411
· 27 Oct 2022, 02:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აფხაზეთში სკანდალია კონსერვების ეტიკეტის გამო
--------------------
ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს მოვუტ*ან დედის მუტე*ი
ხვიჩა კვარაცხელიას ჰეიტერებს მოვუტ*ან დედის მუტე*ი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#59759437
· 27 Oct 2022, 03:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Foreign-Affairs @ 26 Oct 2022, 20:51 )
მას შემდეგ რაც რუსების მიერ მომზადებულმა ჩეჩნურ-აფხაზურმა დანაყოფებმა სვანური სოფელი კამანი აიღეს სოხუმის თავზე და ადგილობირივი მოსახლეობა თავისი მღვდელიანად ამოჟლიტეს 1993 წლის 9 ივლისს, პრაქტიკულად სოხუმი ორი მხრიდან და სიმაღლეებიდან მოექცა ალყაში და მისი დაცვა თუთქმის შეუძლებელ ამოცანად იქცა. თან ამ ფონზე მძიმე ტექნიკა 24 ივლისის სოჭის შეთანხმებით ქალაქიდან გავიდა და ქართული ქალაქის - სოხუმის დაცვა შეუძლებელი გახდა.
ნუ ეს იმის ბრალია რომ სკოლაში გეოგრაფია ზერელად ისწავლება და ისტორიაც
სვანური სოფელი კამანი მდებარეობდა მეგრული სოფკების ახალშენის და შრომას შუა წითელი რგოლითაა აღნიშნული .
ხოლო ის კამანი რომელიც არასწორად გაქვს აღნიშნული სტრატეგიულ სოფელად აღნიშნული სულ სხვა სოფელია და სოხუმის დაცემამდე არც არასოდეს ყოფილა აფხაზების ხელში .
ფრონტის ხაზი დაღომისის მოღალატური დაზავების მოწერია დროს გადიოდა ს. შრომაზე.
This post has been edited by
butkuj
on 27 Oct 2022, 03:55
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59761459
· 27 Oct 2022, 23:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სწორს ამბობს
butkuj
კამანის თაობაზე.
Foreign-Affairs
არანაირი თითქმის შეუძლებელი ამოცანა არ იყო სოხუმის დაცვა, 1993 წლის 16-27 სექტემებერს 12 დღიანი მძიმე ბრძოლის შედეგად აიღეს, საკმაოდ დიდი დანაკარგებით მათთვის. ეს იმ პირობებში, როდესაც ქალაქმა ვერ მიიღო იმ მასშტაბის დახმარება, რასაც მოელოდა (ცოცხალი ძალა, ტექნიკა). იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო ომი ახალი ძალით გახურდა, რაც ასევე მოქმედებდა სამხედროების მორალზე. იმ პირობებში, როდესაც ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გასული იყო ქალაქიდან. თუნდაც ისეთივე ერთსულოვნება რომ ყოფილიყო როგორც 1993 წლის ივლისში, ვერ აიღებდნენ სოხუმს. ამას ისიც უნდა დავუმატოთ რომ ძალიან მალე მოსკოვში შიდა კრიზისი სისხლისღვრაში გადაიზარდა და რუსეთიდან სეპარატისტებისთვის მომავალი დახმარება არ/ვერ იქნებოდა შეუზღუდავი.
ის რომ ქართულმა მხარემ ვერ დააფიქსირა ფრე იმ ომში 1993 წლის ბოლოს (რუსეთის ქმედებების მიუხედავად), ისე როგორც ეს მაგალითად ცხინვალში მოხდა 1992 წელს ე.ი. უპირატესად ქართველებით დასახლებული ზონები საქართველოს ქვეშ, უპირატესად არაქართველებით დასახლებული ზონები სეპარატისტებს, არის მთლიანად ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებული ორი ძალის ღალატის და იდიოტიზმის შედეგი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 565
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#59762117
· 28 Oct 2022, 09:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გუშინ იყო პირველ არხზე კავკასიური სახლის მიერ გადაღებული ფილმი აფხაზეთზე, „იარაღად ქცეული ისტორია", ვერ ვიტყვი რომ გადავირიე, მაგრამ მაინც პოზიტიურად მიმაჩნია! ზოგადად აუცილებელია აფხაზურ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დოკუმენტური ფილმებით ბრძოლა (ამ ეტაპზე)!
აი ძალიან მნშვნელოვანია! რომ ნახავთ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
laughingyourass
Super Member
ჯგუფი: Registered
laughingyourass
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 266678
რეგისტრ.: 25-May 22
#59762122
· 28 Oct 2022, 09:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორივე მხარეს რუსიმარტავდა და ეგ ომი წაგებული ქვონდა ყველა ვარიანტში....
დღესეც იგივე ხდება ორივე მხარეს რუსი მართავს და შეუძლებელია მაგ ტერიტროების დაბრუნება მოცემულ მომენტში..
დედაშეცემული სობჩაკი რომ მივიდაა დედაენის ბაღშიდა ვითომ ფაშიტებად რომ უნდოდა გამოგეყვანა, იმ ბიჭმა კარგად ელაპრაკა დახოცილ და გამოყრილ ქართველებზეე...რუსები ამის შესახებ არაფერს ყვებიან...და დედაშეცემულმა სობჩაკმაც როგორ გაუყრუაა...ვითომც არაფერი....
წარა მარა უნდა შეახსენო რუს რომ ქართველ ბავშვეს აუპატიურებდა და აწამებდა აფხაზეთში და ამიტომაც პასუხი უნდა აგონ ტავიანთ ქმედებაზე....
სადაც მხვდება რუსების რიგი აგდებულად ველაპარაკები სულ მაგ პედოფილ ნაბოზვრებს
* * *
Ambitious_Person
QUOTE
რა მაინტერესებს იცით
რუსებმა მიუხედავად იმისა რომ ამდენი საშინელება გაგვიკეთეს აქ მაინც მოიძბენება ალტ ინფო და ძმანი მისნი
გამყიდველები
აფხაზეთში დავიჯერო ისე "სახელმწიფოებრივად" აზროვნებს ყველა რომ ჩვენთან კავშირი არ აქვთ ?
ერთი გოგო მახსოვს რომ დაიჭირეს აგენტობისთვის იქ , მაგრამ ბევრია ნეტავ ეგეთი ?
არაა...რუსული პროპაგანდა და ეკლესია ძალიან ბევრს აკეტებს რომ რუსი აქ კომფორტულად გრძნობდეს თავს....აფხაზებს უფრო ერთიანობა აქვს...
წარმოიდგინე ქართველი ახლა, აფხაზეთში და ცხინვალში ნათესავი მოუკლეს და ეკლესია ეუბნება რუსი ჩვენი ძმაა და ის რომ შენი ძმა მოკლეს ეგ პოლიტიკაა
....აი ასეთი დედა#####ულები გვყავს აქ და რა ერთიანობაზე ლაპარაკი...სხვა არ ვიცი და იმ პარტიას ვაძლევ ხმას ვინც ყველაზე ანტი რუსი იქნება მაგრამ ეგეთი არავინააა აქ ჯერ ჯერობით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Foreign-Affairs
ჯგუფი: Members
Foreign-Affairs
ჯგუფი: Members
წერილები: 4418
წევრი No.: 219134
რეგისტრ.: 30-May 16
#59762428
· 28 Oct 2022, 12:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
ორ კამანაზე არ ვიცოდი, დავხედე რუკას და მართლაც ასეა. შრომის გვერდზე, აღმოსავლეთით მეგონა, მაგრამ დასავლეთით ყოფილა "ეგ" კამანი. მადლობა.
ingfari
მეც მანდა ვარ, რომ მძიმე ტექნიკის ქალაქიდან გაყვანის შემდეგ სექტემბერში ქალაქის დაცვა ძალიან რთული ამოცანა იყო და 24 სექტემბერს გამსახურდია რაც ჩამოვიდა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, მას მერე საერთოდ შეუძლებელ ამოცანად იქცა.
24 ივლისის ხელშეკრულებისათვის ხელი რომ არ მოგვეწერა და მძიმე ტექნიკა იქ გვყოლოდა სოხუმი არ დაეცემოდა.
მაგრამ მე მაქვს კითხვა: სოხუმის დაცემის შემდეგ მდინარე კელასურზე რატომ არ შევქმენით თავდაცვის ზღუდე? ან ღალიძგაზე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13784
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59763320
· 28 Oct 2022, 19:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Foreign-Affairs @ 28 Oct 2022, 12:19 )
მაგრამ მე მაქვს კითხვა: სოხუმის დაცემის შემდეგ მდინარე კელასურზე რატომ არ შევქმენით თავდაცვის ზღუდე? ან ღალიძგაზე?
მერე არ იქმნება ასეთი ზღუდეები, მანამდე. მითუმეტეს ვერ შეიქმნებოდა 1993 წლის სექტემბერში, როდესაც სამოქალაქო ომი ხელახალი ძალით გააჩაღა „ეროვნულმა გმირმა“, ხოლო ზურგში სეპარატისტები იყვნენ. რატომ არ შექმნეს მანამდე? აზრი არ აქვს ამ კითხვის დასმას, რადგან პოლიტიკური ხელმძღვანელობა იდიოტების და ნაძირლებისგან შედგებოდა, სამხედრო ფორმირებებიც მათ ემორჩილებოდა.
არავის შეუძლია თქვას რატომ არ გადაუხვია 1992 წლის აგვისტოში ოჩამჩირიდან ტყვარჩელის მიმართულებით დაახლოებით 500-მა კვალიფიციურმა სამხედრომ რამდენიმე ერთეულ ჯავშანტექნიკასთან და არტილერიასთან ერთად, რატომ არ გაფრინდა არცერთი ვერტმფრენი ამავე მიმართულების დასამუშავებლად. იქნებოდა მცირე შეტაკებები, დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ გადააჭარბებდა, შედეგად მდ.გუმისთის აღმოსავლეთით ტერიტორიის 100% გაკონტროლდებდა. ეს კი იმას გამოიწვევდა, რომ რამდენიმე ათასი მეომარი მთელი ომის განმავლობაში ოჩამჩირეში არ იქნებოდა შებოჭილი, არ დაიღუპებოდა ამდენი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, არ იქნებოდა არც დესანტი და სოხუმის დაცემის შემთხვევაშიც აფხაზეთის 1/2 საქართველოს დე-ფაქტო იურისდიქციაში დარჩებოდა.
მაგრამ ვის უნდა მოკითხო პასუხი - თენგიზ კიტოვანს, გიორგი ყარყარაშვილს, ჯაბა იოსელიანს თუ ედუარდ შევარდნაძეს? პირველი იმბეცილია, მეორე უინტელექტოა (სასაცილოა ეს რომ 2008 წლის ომზე იმოძღვრება), მესამე კრიმინალი იყო, მეოთხე ჯერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავდა, მერე სხვა დანარჩენი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
donald1981
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 565
წევრი No.: 263752
რეგისტრ.: 18-September 21
#59763334
· 28 Oct 2022, 19:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
24 ივლისის ხელშეკრულებისათვის ხელი რომ არ მოგვეწერა და მძიმე ტექნიკა იქ გვყოლოდა სოხუმი არ დაეცემოდა.
მაგრამ მე მაქვს კითხვა: სოხუმის დაცემის შემდეგ მდინარე კელასურზე რატომ არ შევქმენით თავდაცვის ზღუდე? ან ღალიძგაზე?
გავებუტეთ ელცინს, რუსეთს, ერთმანეთს, შევარდნაძეს ... გავბრაზდით და წამოვედით, სხვა ახსნა არ აქვს მაგ ამბავს, რეალურად ოჩამჩირეში გვარდია-მხედრიონი-ადგილობრივები და გურამ ლაკიას ძალები თეორიულად უპრობლემოდ შეძლებდნენ კონტრშეტევას და სოხუმის დაბრუნებას, პრაქტიკულად იმხელა უნდობლობა ქონდათ ერთმანეთში რომ ლაკია და ქობალია აგერ ორი წლის წინაც იძახდნენ შევადრნაძეს ჩვენი შეტყუება უნდოდა სოხუმში და რუსების ხელით ჩვენი ჩახოცვაო.. თან ალალად ამბობდნენ მართლა ჯეროდათ .... პრაქტიკულად შანსი არ გვქონდა არც კელასურზე არც კოდორზე და არც არსად გამაგრების. ცნობილი ფაქტია რომ სოხუმიდან გამოქცეულმა ძალებმა ოჩამჩირეში კინაღამ ერთმანეთს დასცხეს 29 სექტემბერის (შეიძლება თარიღი მეშლებოდეს) და გენერალი ჭუმბურიძის პირადმა ავტორიტეტმა შეძლო იმ მომენტში სიტუაციის განმუხტვა! სამარცხვინო დღეში ჩავარდით.....
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(178)
« პირველი
...
102
103
[104]
105
106
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1161 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.