#62293730 · 2 Oct 2025, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zindiosama
QUOTE | რაის შური და ბოღმა? რისი შურთ კონკრეტულად? |
იცი აფხაზეთში იერარქიული მოწყობა როგორ იყო? სამსახურებში თითქმის ყველგან, უფროსად-ხელმძღვანელ პოზიციაზე აფხაზები იყვნენ (უნდა ყოფილიყვნენ), მოადგილეებად ქართველები იყვნენ, რომლებიც რეალურად აკეთებდნენ საქმეს, აფხაზებს ჰქონდათ ბლატები და საქმეს ქართველები აკეთებდნენ, ინტელექტუალური რესურის, შრომა რასაც სჭირდებოდა, ქართველი აკეთებდა. ამის მაშინაც შურდათ, აღქმა ჰქონდათ თითქოს ქართველები ზევიდან უყურებდნენ, თვითონ თანამდებობაზე შეიძლება ყოფილიყვნენ, მაგრამ ქართველის ნაირი ჭკუა და შრომისუნარიანობა არ ჰქონდათ.
სანამ მოხდებოდა ყველამ რა უბედურებაც ვიცით ეგ, ერთ-ერთი მათთვის მამოძრავებელი ძალა იყო ეგ, რომ ეს ქართველები გაეყარათ მაქედან და ყველაფერი თავიანთი აზრით, შეხედულებით და თვითონ ეკეთებინათ. "უკეთესად".
აგერ წლები გამოხდა და კი იცით რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან აფხაზები. გამწარებულები არიან, ეგონათ რომ გამოყოფით და ჩვენი გამოყრით, უკეთესს უზამდნენ თავიანთ თავს, მაგრამ პირიქითაა ყველაფერი.
საქართველოს დანარჩენ ნაწილებში რომ ინფრასტრუქტურა განვითარდა, ბათუმი განათდა, ინსტიტუტები მუშაობენ (დაზღვევა, კლინიკები, ტექნოლოგიები, რეესტრები, შსს-საპატრულო და ა.შ. (ბევრგან რომ ჩასვრილები ვართ ეგ ჩვენ ვიცით, მაგრამ იმათი გადმოსახედიდან, ყველაფერი განათებული და აშენებულია), რა თქმა უნდა ეს გულზე ხვდებათ და შურთ, ბოღმა აქვთ, ამხელა "გმირობა" ჩაიდინეს და თვითონ სად წუმპეში არიან, მათაც უნდათ ეს ყველაფერი, ელოდებიან რუსეთისგან მეტს ყველაფერს, რომ თვითონაც ააშენონ ყველაფერი, მაგრამ არასდროს მოხდება ეგ.
ხისთავიანობას და ულოგიკურობას, თითქმის ყოველთვის თან ახლავს მსგავსი თვისებები, ბოღმიანობა და შურიანობა.
|