აჰა.. ამას ვგულისხმობ ზუსტად.. მიმხვედრი მიხვდება და ღია კონფრონტაციაში შესვლა მსგავს 2+2 თემის გარშემო უაზრობაა და დროის კარგვა..
ააშენეთ, ერი მიცხეთ, მერე სახელმწიფო დაადგით თავზე..
შიგადაშიგ მხვდებიან თუმცა აქა იქ ადამიანები რეალურ სამყაროში რომ აღიქვამენ თავს და ვიკმარებთ ამას ასე თუ ისე..

მე ხვალ წავალ სამსახურში, საღამოს გავუვლი მეგობარს, მოვწევთ ცოტას, ვისაუბრებთ სამყაროზე, მერე მოვალ სახლში, ფილმს ვუყურებ რამეს საინტერესოს საღამოს..
ზეგ ჩემებს გავუშვებ დასასვენებლად და დავრჩები ცოტახანი მარტო, დავისვენებ მეც..
ხან ისეა, ხან ასე..
ჩემს პროფესიაშიც ვვითარდები დროთა განმავლობაში.. ახალ ინფორმაციას ვიღებ და ახალ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ პერიოდულად..
ბიჭებიც იზრდებიან..

ბევრი "მთავრობა" შეიცვალა გარშემო, თუმცა არაფერი იცვლება ჩემს ყოველდღიურ რეალობაში შემოსავლის ოდენობისა და პერიოდულად მაღაზიაში პროდუქტებზე ფასების გარდა.. (ორივე მზარდი დინამიკით)
თქვენ ააშენეთ ერი+სახელმწიფო, თქვენ-თქვენ პატარა სოციუმებთან ერთად ირბინეთ ზევით-ქვევით ზოგმა კომბლებით, ზოგმა ფერადი დროშებით, ზოგმა სკამებით და ზოგმა უბრალოთ ისე, გზააბნეულად, მაგრამ ეცადეთ ეს ისედაც რთული რეალობა კიდევ უფრო არ გაართულოთ მასში ყოველდღიურად მცხოვრები მცირერიცხვოვანი ადამიანებისთვის.. არჩევნებზეც იარეთ კაცო, წირვებზეც, ყრილობებზეც და პრესკონფერენციებზეც, უბრალოდ რეალობას ნუ არევთ, ხალხს გვაქვს სხვა ინტერესებიც და ძალიან ხმაურობთ.. და ნურც ჩემსა და ჩემს შვილებს შორის ურთიერთობაში ჩაერევით ნურც პირდაპირ, ნურც ირიბად, ავღზრდი მათ როგორმე და მივხედავთ ჩვენ ერთმანეთს რამენაირად ჩვენით..
კი მეეჭვება, აქ ბევრი მიხვდეს რა "ვიბოდიალე" ეხლა მე, მაგრამ არის ერთიორი, ვინც გაიგებს რა ვილაპარაკე..