#55046887 · 30 Jul 2019, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ereklebarv
QUOTE | კარგი ეხლა. ზუსტად ეგ წერია. რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. რომ არ შეჭრილა ეგ არაფერს არ ნიშნავს. სამშვიდობო მანდატით იდგა რუსის ჯარი და სამშვიდობოებს გავუხსენით ცეცხლი. |
QUOTE | მე ვამბობ იურიდიულად და "საერთაშორისო საზოგადოების" თვალში როგორ გამოვიდა თორემ სულ დედაბუდიანად რომ ამოწყვიტოს ვინმემ მთელი რუს-აფსუა-ოსების ჯარი |
მაინც რომელი იურიდიული დოკუმენტით?
საერთ.საზოგადოებამ იმ დასკვნით არც მწვადი დაწვა და არც შამფური. მიზეზი ისაა რომ რუსეთი არ უნდოდათ დამნაშავედ გამოეყვანათ(უკრაინაშიც იგივეს ცდილობდნენ მაგრამ ანექსია ვეღარ გააპრავეს).
ომის დაწყება სამართლებრივად მაშინ ფასდება როცა სხვის ტერიტორიაზე იჭრები.
რუსეთი კი გაეროს ნებართვის გარეშე შემოიჭრა და გასცდა იმ ტერიტორიას სადაც შეთანხმება არსებობდა რუსეთ-საქართველოს შორის, გასცდა ე.წ. სამხ.ოსეთის და აფხაზეთის ფარგლებს და ოკუპაცია მოახდინა სამეგრელოსი და ა.შ.
თუ იქამდე უფლება ჰქონდა ე.წ. ოსებისა და ქართველების კონფლიქტში ჩარეულიყო, ის ამ ფარგლებს გასცდა და საქართველოს იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც გაეროს ნებართვა სჭირდებოდა(სადაც კონფლიქტური რეგიონები არ იყო ანუ სამეგრელოში, იმერეთში, გორში და ა.შ.).
ეს არის ომის დაწყება და არა ის ზღაპრები, რასაც რუსეთი პროპაგანდისტობს.
ჩემი ნათქვამის თუ არ გჯერა ნებისმიერ საერთ.სამართლის სპეციალისტს ჰკითხე(თუ გინდა ქართველს ან უცხოელს).
This post has been edited by ცერცვა. on 30 Jul 2019, 17:14
|