#55052153 · 31 Jul 2019, 18:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
VELTBGA
QUOTE | შენ ხარ ტროლი. მთავრობის თანამშრომელი. შეიძლება დიპლომატიც, რომელიც ეგეთ სტატიებს ეძებს ან სახელმწიფო სახელით აქვეყნებინებს მოდურ ან სხვა სახის გასართობ ჟურნალებს. |
არც ტროლი ვარ (ნუ იმ გაგებით მაინც, როგორც შენ იგულისხმე) არც მთავრობის თანამშრომელი არც დიპლომატი არც ეგეთ სტატიებს ვეძებ და ვაქვეყნებინებ ვინმეს უბრალოდ, დაინტერესებული ვარ ქართული ღვინის ამბებით. საინტერესო სტატიაა ქართული ღვინის წარსულზე, აწმყოზე, პერსპექტივებზე. შესაბამისად, თემაც მაგაზეა და არა ჩემზე. ასე რომ, ჩემი მისამართით მსგავს ფანტაზიებს თუ გასაქანს არ მისცემ და არ განავითარებ, უკეთესი იქნება. GIORGI XXLQUOTE | დიდს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს ეგ სტატია. ასეთები ჩვეულებრივ პიარისთვის შეკვეთით იწერება. აი სხვა საკითხია სპონტანური რომ იყოს. მაქამდე კი ქვეყნის საერთო დონის ამოქაჩვაა საჭირო. ჩამორჩენილ ქვეყანაში კარგ პროდუქციას მასობრივად ვერ შექმნი |
ახლა, საფრანგეთს და იტალიას ვერ დავუდგებით. მაგრამ, საქმე წინ მიდის ნელ-ნელა.
მრავალი პრობლემა იყო ღვინის სფეროში ბოლო ათწლეულებში. 70-იან წლებში ფალსიფიკაცია ხშირი იყო. დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოება უნდოდა შევარდნაძეს. ყურძენი არ იყო იმდენი და...
90-იან წლებში არეული იყო საქართველო მეღვინეობას რა დაალაგდებდა...
ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა. ბევრ მწარმოებელს არ უწევდა ზრუნვა ხარისხზე.
რუსეთში ისეთი ღვინოებიც გადიოდა, რომლებშიც ყურძენი საერთოდ არ იყო, წყლით და შაქრით გაკეთებულ ღვინოებზე რომ არაფერი ვთქვათ.
2006 წელს რუსეთმა ემბარგო რომ დააწესა ქართულ პროდუქციაზე, სწორედ მაშინ დაიწყო ქართული ღვინის უახლესი ისტორია. საჭირო გახდა ხარისხის გაუმჯობესებაც და ახალი ბაზრების ძიებაც. გადაიდგა ნაბიჯები ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, გამკაცრდა კონტროლი. სახელმწიფოსაც მოუწია ამოქმედება და მწარმოებლებსაც.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეღვინეობა ვითარდება საქართველოში. თანდათან იზრდება იმ მარნების რიცხვი, რომლებიც ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ. დღითიდღე იზრდება ექსპორტი, რაზეც პირველ გვერდზე დადებული მომაცემებიც მეტყველებს.
========== თუმცა, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ რა ხდება ამ სფეროში. ხშირად ვისმენ ხოლმე ქართული მეღვინეობის კრიტიკას კრიტიკაში ცუდი არაფერია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია ხოლმე.
აი, მე რასაც ვაკვირდები, ბევრი ისეთი ადამიანი აკრიტიკებს ქართულ ღვინოს, რომელიც ვერ ერკვევა საკითხში, რომელსაც წყლით და შაქრით გაკეთებული ღვინოების დალევა რომ უწევს ძირითადად, ეგ გონია ქართული ღვინო, ან იშვიათად რომ უწევს დაბალხარისხიანი ბოთლის ღვინის გასინჯვა, მაგითი აკეთებს დასკვნებს.
ზოგიერთები 10 ქართულ ჯიშს, ან 5 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს ვერ ჩამოთვლიან ხოლმე (ხომ არაა ლაპარაკი 525-ივე ქართული ჯიშისა და 20-ივე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ცოდნაზე) ხუთ კომპანიას ვერ ჩამოთვლიან, რომლის თუნდაც თითო დასახელების ღვინო მაინც ექნებათ გასინჯული ასევე მშრალი ჰგონიათ ღვინო, რომელიც სიმშრალის შეგრძნებას იწვევს დალევისას (ტანინების გამო) ან კიდევ სასწაული გონიათ ადესა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშია და კანონით აკრძალულია მისგან ღვინის დაყენება/რეალიზაცია და დაიწყებენ ხოლმე მტკიცებას, რომ ქართული ღვინო არაფრად არ ვარგა.
This post has been edited by ფორცხოლი on 31 Jul 2019, 21:19
--------------------
. .
|