#55057039 · 1 Aug 2019, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
George_Best აზრი როგორ არა აქვს? და რას ელოდებოდი აზრიანს? იქნებ იქეთ ელიან შენგან აზრიანს და მისაღებს. ბელადომანიის წამალი არის ლიდერობა და ნუ გგონია, რომ არ შეგიძლია. თუ ხედავ რომ არავინაა შენთვის მოსაწონი და ამდენად ყველაზე მაღლა დგეხარ არჩევანის თავისუფლებით --- თავად აიღე ლიდერის ფუნქცია და იქეცი მოსაწონ ლიდერად.
ხალხს ურცხვად ატყუებენ, რომ პოლიტიკა მხოლოდ ბინძურია და მასაშასადამე მხოლოდ ბინძურნი მონაწილეობენ მასში. ეს აფრთხობს არაბინძურ პოლიტიკოსებს და ჰგონიათ, რომ არ არსებობს სუფთა და შესაბამისი ზნეობა-მორალის პოლიტიკა.
ასე რჩებათ ბურთი და მოედანი გახრწნილ პოლიტიკანებს და ამპარტავნობენ ვითომდა გამარჯვებული პოლიტიკოსებივით ---რეალურად ანტიპოლიტიკოსები და მღვრიე წყალის შემომქმედნი, სადც იოლად თევზაობენ.
ზომბირებულნი ვარდებიან უიმედო ნიჰილიზმში და ხშირად ხსნას ბრძოლის ველიდან გაქცევაში ხედავენ, რაც უფრო აძლიერებს ამ ვაიპოლიტიკანებს უკონკურენტო გარემოთი.
შედეგებიც შესაბამისი დგება და მეფდება უპასუხისმგებლობის და დაუსჯელობის თვითმკვლელი სინდრომი, რისი დასტურიცაა დათითოებული და ერთობის არმქონე მასა და არა საზოგადოება.
ამაზედ ყველაა პასუხისმგებელი --- წასულიც, დარჩენილიც, წამსვლელიც, დადუმებულიც და ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ ,,უპატრონო ეკლესიას ბინძური პოლიტიკანი ეშმაკები დაუფლებიან'' სწორედ ნამდვილ პატრონთა უგუნური ლაჩრობის და მიტოვების წყალობით, იმის მაგივრად რომ თვალისჩინივით გაუფრთხილდნენ და მოუარონ მამა-პაპის დანატოვარს და საძვალეს, არ მოწყდნენ ფესვებს და ეროვნულ ერთიან ცნობიერებას.
ამიტომაა უგუნური მოყვარე გარე მტერზე უარესი შიდა მტერი და ამიტომ ტყდება,ეცემა შიდა ციხე ყველაზე ვერაგული შიდა ღალატით.
თუ იძახე ყველა ქალი ბოზიაო --- მოგიწევს ოჯახის შექმნა ბოზთან და იმასთანაც მოგიწევს შეგუება, რომ შვილებს ბოზიშვილებს უწოდებს ყველა გამვლელ-გამოვლელი და ენაჩავარდნილი მოიმკი იმას გამრავლებულს...რაც უგუნურად დათესე. სარეველა სთესონ და მერე იწიოკონ ხორბლის არქონაზე --- რა ჰქვია ამ სიყალბეს?
მაშინ რაღად გვინდა გარე მტერი, თუ ერთმანეთისადმი უარესი მტრები ვიქნებით და ასე ლაჩრულად ხონჩით მივართმევთ დამპყრობლებს მამა-პაპისეულ სამშობლოს ჩვენი რაობის წასაშლელად.
ამ ერთი მუჭა პოლიტიკანების რატომ უნდა გეშინოდეს ღირსეულ ადამიანს, როდესაც ამ უკიდურესად ბინძურებს აქეთ უნდა ეშინოდეთ ჩადენილთა გამო ღალატის და ეროვნების ცნებების დოკუმენტებიდან გაქრობისა არ იყოს.
აზრიც აქვს და მოვალეობაც --- რეალობას, რომელსაც ჩვენვე ვქმნით...ყველას გვეხება უკლებლივ უშეღავათო პასუხისმგებლობით.
,,სარჩობელიდან": პეტრესავით კი არ უნდა ვიძახოთ მე რა შუაში ვარო, არამედ ის, რომ თითოეული თავში ვართ ამ საყოველთაო უპატრონობის გაბატონებაში. აზრიც აქვს და მომავალიც --- ანტიადამიანური სატანური სისტემის დამსხვრევას და ჩვენს გასაკეთებელს უცხო ვერ და არ გააკეთებს თუნდაც იმიტომ, რომ ისიც თავის სამშობლოზე ზრუნავს.
This post has been edited by triumpi on 1 Aug 2019, 21:10
|