კურსი იქ დარეგულირდება, სადაც ან უკვე მოხდა ან მერე მოხდება აი ამ დანაკლისის პერმანენტული აღმოფხვრა (შესაბამისი - იმპორტის შემცირების/სხვა ექსპორტის გაზრდის შედეგად). ეს შეიძლება იყოს დღევანდელზე ქვემოთაც და ზემოთაც - გამოჩნდება სადაც, როცა ვალუტის ბაზარი დასტაბილურდება (გამყარება არ იგულისხმება აქ) ან აქვე - სადაცაა.
ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი ეს არ იყო საგარეო შოკი (მათ შორის ვერც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, იხ. წინა პოსტებში), რომელიც გავლენას არ მოახდენდა კურსზე, მიუხედავად შოკის შედარებით მცირე მასშტაბისა (ტურისტების მომსახურებისთვის საჭირო იმპორტის შემცირებაც ხომ მოჰყვება ამ დანახარჯებს, თუმცა - კაპიტალური დანახარჯების ნაწილში - ვერაფერს ვიზავთ, დანახარჯები უკვე გაწეულია) და დანამდვილებით ვერავინ იტყვის ახლა წონასწორული წერტილის ზემოთ ვართ, თუ - ქვემოთ. თუმცა ეს წონასწორული წერტილი არსებობს და არ უნდა იყოს ძალიან შორს. კურსი თავისით მიისწრაფვის იქ და დგება, სადაც უნდა იყოს ამ შოკის ეფექტების გათვალისწინებით. არ არის ეს დამოკიდებული მთავრობის განცხადებებზე, ფხაკაძის კომენტარებზე, ფორუმის მპოსტველებზე და კიდევ ვიღაცებზე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...-dolari-daaklda"
მარიამ ქვრივიშვილი - რუსი ტურისტების შემცირებით, ტურიზმის სექტორს 44,3 მილიონი დოლარი დააკლდა
როგორც მოსალოდნელი იყო, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება ტურიზმიდან შემოსავლებზეც აისახა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, რეალური დანაკლისი გაცილებით მეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო.
„აღნიშნული ტენდენცია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის შესწავლითაც კარგად ჩანს.
მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ, რუსი ტურისტების დიდი ნაწილის შემცირება და შესაბამისად, შემოსავლების კლება გამოიწვია. ქვრივიშვილის გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თუ საპროგნოზო ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, დანაკარგი გაცილებით მეტია.
„44,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დანაკარგი ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს, ტუროპერატორებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს და სხვ. მინიმუმ, თანხების ეს რაოდენობა დააკლდათ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა."
თუმცა, წინ გველოდება პოზიტიური საგარეო შოკიც:
https://www.bpn.ge/article/59091-cels-achar...rdas-elodebian/"
წელს აჭარაში თხილის მოსავლის 80%-იან ზრდას ელოდებიანწელს აჭარაში ფერმერები გაცილებით დიდი მოცულობის თხილის მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ წელს.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე აცხადებს, 2018 წელს რეგიონში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა, ამის მიზეზი კი ფაროსანასა და სხვა მწერებისგან გამოწვეული დაავადებები იყო.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სასოფლიო სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დასაცავად ჩატარებული ღონისძიებებისა და მოსახლეობის ჩართულობის შედეგად, წელს უკვე აჭარაში დიდი მოცულობის თხილის მოსავალს ელოდებიან. კერძოდ, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე თხილის მოსავალი დაახლოებით, 80%-ით მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს.
ცნობისთვის, რეგიონში თხილის მასობრივი შეგროვების პროცესი 10 აგვისტოდან იწყება."
This post has been edited by შავლეგა on 6 Aug 2019, 19:47