იმდენად საინტერესო და რთული კითხვა დამისვი, ყველაზე რთულ გამოცდებზეც რომ არ შეგხვდება.

ანუ, კითხვა თუ სწორად გავიგე, არის შემდეგი: უნდა იყოს თუ არა უზენაესი დეკლარირებული მოვალეობა ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის და მხოლოდ შემდეგ - ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმ პირობით რომ მთავარი მიზანს არ შეეშლება ხელი?
ანუ პირიქით უნდა იყოს თუ არა - მთვარი მიზანი ეკონომიკური ზრდა და შემდეგ მეორე მიზანი ფასების სტაბილურობა, ან საერთოდ რა საჭიროა ეს მეორე მიზანი, ხომ?
დღეს დეკლარირებული კონცეფციაა, რომ 1. ფასების სტაბილურობა აუცილებელია, გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის ასე ვთქვათ "შესაძლებლობის არსებობისთვისთვის" (და არ არის პირდაპირი ფაქტორი ზრდის), ხოლო 2. მხოლოდ ამის უზრუნველყოფის შემდეგ ეროვნული ბანკი სხვა დანარჩენ მონეტარულ მექანიზმებს გამოიყენებს ეკონომიკური ზრდის უკვე პირდაპირ ხელშესაწყობად.
ეს შესავალი.
კითხვის პათოსში გეთანხმები, რომ: რაღა საჭიროა პირველი მიზნის უზენაესად გამოცხადება, როცა იმ პირველი მიზნის საბოლოო "ნაგულისხმევი" (მაგრამ არა სავალდებულო) მიზანი არის მაინც მეორე - ეკონომიკური ზრდა.
რატომ არ ვუდგენთ ეროვნულ ბანკს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა და უნდა ფასების სტაბილურობით მიაღწიოს და უნდა - მის გარეშე.
პირადად ჩემთვის უზენაეს მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდა და "თითქმის ყველაფერს" დავთმობდი ამისთვის. მაგალითად, ვფიქრობ, რომ უკიდურესად მკაცრად ხორციელდება იმ პირველი დეკლარირებული მიზნის შესრულება. მიმაჩნია, რომ ფასების "მოჭერის" დღევანდელი პოლიტიკა (6-დან 3%მდე მიზნობრივის შემცირება) რეალური მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მიმაჩნია, რომ ამით მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს შეზღუდულად იყენებს ეროვნული ბანკი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მუდმივად იწვევს ზრდის პოტენციური დონიდან ჩამორჩენას. პირველ რიგში მოვითხოვდი აი ამ თვითშეზღუდვის შემცირებას, რათა გაცილებით დიდი ზრდა გვქონოდა მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენების წილ შედეგად, და შესაბამისად - გვქონიდა მაღალი ზრდა ვიდრე გვაქვს დღეს. თუმცა ეს უკვე დაგვიანებულია...
ახლა მთავარი კითხვა, დავთმობდი თუ არა "ყველაფერს" ეკონომიკური ზრდისთვის, მათ შორის - ფასების სტაბილურობას...
დავთმობდი, შესაძლებელი რომ იყოს მისი განხორციელება ტექნიკური შეზღუდვების, ხელისუფლების მოდელის და საზოგადოებასთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამო:
1. ვაწყდებით ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლობის გაზომვადობის პრობლემას, იქ მაინც ადამიანები სხედან და რთული იქნებოდა მათთვის "ზრდის მიზნობრივი მინიმუმის" იდენტიფიცირება". შეასრულა თუ არ შეასრულა ეს ფუნქცია მაგალიათად 4% ზრდის შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა - ამის გაზომვა წარმოუდგენლად მიმაჩნია და შესაბამისად შეუძლებელი იქნებოდა შედეგის რაიმე სიზუსტით თვითშეფასებაც და სხვის მიერ შეფასებაც. მაშინ როცა მარტივია შედეგის გაზომვა მოქმედ მოდელში.
2. ეკ. ზრდაზე მონეტარულის გარდა ეკ. პოლიტიკის სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც მოქმედებენ და მიმაჩნია, რომ ეკ. ზრდა უნდა იყოს პირველ რიგში არჩევითი მთავრობის მიზანი/პასუხიამგებლობა. როცა გაჩნდება მეორე პასუხისმგებელიც ეროვნული ბანკის სახით, მთავრობა ყოველთვის გადაიხრება პოპულისტური მიზნების შესრულებისკენ (სოც. ხარჯების ზრდა) , ხოლო ეკ. ზრდაზე ეცდება რომ ეროვნული ბანკის იმედად დაიგულოს თავი. მაშინ - მთავრობაც არ უნდა იყოს არჩევითი, რომ ესე არ მოხდეს...
3. ადგილობრივი საზოგადოების პრობლემა: რაც არ უნდა მიზანს მიაღწიო, შეუძლებელია ინფლაციის კონტროლზე უარი თქვა იმ საზოგადოებაში, რომელსაც ახსოვს კუპონიზაცია და ადგილი აქვს პროფესიონალური ეკონომიკური ექსპერტიზის არარსებობას (პროფესიონალი ეკონომისტების არარსებობა მედიაში, მთავრობაში, არსად...). შეუძლებელი იქნება ეკონომიკური ზრდა მარტივად დაანახო ვინმეს, მაშინ როცა ფასები - პირდაპირ ჩანს. ამრიგად, ამ საზოგადოების მიერ არჩეული ახალი პარლამენტი უმოკლეს ვადაში ისევ ინფლაციის თარგეთირებაზე გადაიყვანდა ქვეყანას.
4. გადასახადების და სოციალური ტრანსფერების მოდელის პრობლემა - ეკონომიკური. ზრდის სწრაფი მიღწევა მონეტარული მექანიზმებით პირველ რიგში აისახება საწარმოებზე და მდიდარ ხალხზე. გადასახადების და სოციალური ტრანსფერის იმგვარი ავტომატიზაცია, რომ მაღალი ინფლაცია ღირსეულად და დროულად დააკომპენსირო დანარჩენი საზოგადოებისთვის - წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორი მოდელი უნდა არსებობდეს, რომ. ეფექტურად იმუშავოს (გამოსავალი არ არის მხოლოს ინდექსაცია გაკეთდეს მარტივად, ეს უკვე კომპანიებს შეუქმნის პრობლემას). ამრიგად, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოები უნდა არსებობდნენ მაშინ, რომ ეს პროვლემა აღმოიფხვრას.
5. არსებული მოდელის გლობალურობის პრობლემა - იმდენად გამჯდარია ინფლაციის კონტროლი, როგორც მთავარი ფუნქცია, ინვესტორი სკეპტიკურად იქნება განწყობილი სხვა მისთვის უცნობი მოდელის ავკარგიანობასთან დაკავშირებით.
6. ზრდის მაქსიმალური ზღვრის დაწესების პრობლემა. არსებული ფულადსაკრედიტო მოდელი პირდაპირ ითვალისწინების კრიზისის რისკს ეკონომიკის გადახურების დროს. პოლიტიკური მიზნის მისაღწევად თვითონ ეროვნული ბანკს შეიძლება ხელი წაუცდეს მოკლე ვადაში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევის ცდუნებაზე მათ შორის ციკლის მაღალ წერტილში, რაც მზიმე შედეგებს დააყენებს. ინფლაციის კონტროლის პრიორიტეტულობა გარკვეული სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს ამ თვალსაზრისით.
იმედი მაქვს კითხვა სწორად გავიგე და ჩემი ნააზრევიც ასე თუ ისე დავალაგე და ვეცადე გასაგებად ჩამომეყალიბებინა. სიამოვნებით გავეცნობოდი ამაზე რამე კვლევას, მოვისმენდი სხვა, უფრო პროფესიონალურ არგუმენტებს და საპირისპირო არგუმენტაციასაც და იქნებ ქვეყნებიც მითხრა, თუ სად არ არის ფასების სტაბილურობა უმთავრესი მიზანი ან რა ტიპის ქვეყნები შეიძლება იყვნენ ასეთი.
This post has been edited by შავლეგა on 7 Aug 2019, 03:59