გითხარი უკვე, არ უნდა გამოვსულიყავით დესეთედან და ყველგან უნდა გვეთქვა ჩვენი სათქმელი ყოველთვის.
რუსეთისთვის მუდამ იქნება საქართველო ნიშვნელოვანი ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე და პირველი რაც უნდა გაეკეთებინა საქართველოს, უნდა დაერწმუნებინა რუსეთი იმასში რომ საქართველოს მხრიდან არასოდეს რუსეთს საფრთხე არ დაემუქრება, აი მაგასში რომ იქნებოდა დარწმუნებული რუსეთი მერე ბუფერიც არ დასჭირდებოდა.
როდესაც შენ ყიყინებ მუდამ, რომ აი მე ნატოში მინდა, ნატოში შევალ და ბლა ბლა ბლა, მაგით რუსეთს ოფიციალურ მიზეზს აძლევ რომ შეიქმნას ბუფერი.
ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, ეგ ჩვენც კარგად ვიცით და ამერიკა-ევროპამაც , მაგრამ რუსეთი მიზეზად იყენებს ამ ჩვენ ნატოში შესვლის სურვილს.
რუსეთს თავის ტერიტორიებიც ოხრად აქვს, რუსეთი მართლა დარწმუნებული რომ იყოს, რომ საქართველოში არანაირი უცხო ქვეყნის ჯარი არასოდეს არ განლაგდება, საერთოდ არ დასჭირდება ბუფერი არაფერში, არც სამაჩაბლო და აფხაზეთი დასჭირდება არაფერში და მაგისთვის მართლა სულ ერთი იქნება საქართველოს ტერიტორიად ჩაითვლება ეგ რეგიონები თუ დამოუკიდებლებად.
ამითვის საჭირო იყო ვინმე ჭკვიანი პოლიტიკოსის დალაგებული საუბარი და მოლაპარაკება, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ყოველთვის შეიძლება კონსესუსამდე მისვლა, ამისთვის საჭიროა საუბარი, მოლაპარაკება, შეხვედრა და ახსნა ამ ყველაფრის.
მაგრამ როდესაც შენ ნატო ნატოს გაიძახი მუდამ, წვრთნებს მართავ, ეპატიჟები უცხოურ სამხედროებს და ასე შემდეგ, მაგ დროს ტავისთავად დასჭირდება ბუფერიც და ასევე საფრთხეს ხედავს შენგან.
საქართველო არც ნავთობითაა მდიდარი და არც ბუნებრივი სხვა წიაღისეულებით და რუსეთს საქართველოს დაბყრობა და ანექსია მართლა არაფერში სჭირდება, ზედმეტი თავის ტკივილი იქნება რუსეთისთვის ეს ყველაფერი. რუსეთს ურჩევნია ყველა თავისთვის იყოს, ოღონდ გარანტიები ქონდეს და დარწმუნებული იყოს რომ საქართველოდან არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
მე ნაღდად მირჩევნია აფხაზეთში და სამაჩაბლოში რუსული ბაზების არსებობას, თურქეთის საზღვარზე ყოფილიყო რუსული ბაზა, აზერბაიჯანის საზღვარზე ყოფილიყო რუსეთის ბაზა, არა გვკიდია იყოს მათი ბაზები, რა პრობლემაა, სამაგიეროდ საქართველოს მიმართულებას საფრთხეს აღარ ჩათვლის და თავს დაგვანებებდა ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ ეს რო თქვა აუფფფფფფფფფფფ რუსეთუმე ხარ, ამას როგორ ამბობო.
და ამას იცით ვინ გეტყვის, ვინ და ამერიკის ინტერესების გამტარებელი და არა საქართელოს ინტერესების გამტარებელი, ვინაიდან საქართველოს ინტერესების გამტარებელი ნამდვილად თანახმაა და პრობლემად არ უნდა მიაჩნდეს თუ თურქეთის საზღვართან რუსული ბაზები იქნებოდა, მაგრამ ამერიკის ინტერესების გამტარებელისთვის ეს პრობლემაა, ვინაიდან ამერიკა ესეთ დროს მთლიანად კარგავს კონტროლს ამ რეგიონზე და არ უნდა კონტროლის დაკარგვა.
ხოდა ზუსტად ეგაა რომ ამერიკის ინტერესებს გადავაყოლეთ ქვეყანა და არა საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ინტერესები არანაირად არ აზიანებს რუსეთს და არც არანაირ საფრთხეს არ უქმნის და მოლაპარაკება ყოველთვის შეიძლებოდა რუსეთთან, აი ამერიკის ინტერესები აზიანებს რუსეთს და მაგიტოა რო ვერ ვთანხმდებით რუსეთთან, ამერიკის ინტერესების გულისთვის ქვეყანას ვღუპავთ და რუსეთს ვაგლეჯონებთ და ვაზიანებინებთ თავს, ვკარგავთ ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ყველაფერს მერე აპრავებენ ათასგვარი სოუსით.
იიიიიიი რუსეთს საქართველოს ანექსია უნდოდა და იმიტომ ვერ დაგვიბყრო რომ ამერიკის შეეშინდა, იიიიიიიიიიიი რომ არა ამერიკა ამდენიხანი რუსეთი მთლიანად დაგვიბყრობდა
ვის რა ჩემ ფეხებად ვჭირდებით, რო ვეხვეწოთ რუსეთს შეგვიერთეო ცოცხალი თავით არ იზავენ და მეორედ მაგ მძღნერს აღარ შეჭამენ
ამერიკა აქტიურად ჩალიჩობს კავკასიის კონტროლზე და რუსეთი ცოცხალი თავით არ აპირებს რეგიონის დათმობას, ეს არის აქ მთელი ფილოსოფია და ამერიკის ინტერესებს ვასაღებთ ჩვენ ინტერესებად და ვწირავთ ამერიკის გულისთვის ჩვენს ცხოვრებას და კეთილდრეობას რუსეთთან ჭიდაობაში
საბოლოოდ რუსეთი მაინც არ დათმობს ამ რეგიონს და ამერიკა ვერ მიაღწევს აქ ვერაფერს, ეს არის 2X2 და ესე უაზროდ არაფრის გულისთვის და ყალბი ილუზიების გამო ესე ვიქმნით პრობლემებს.
საქართველოს ტვინი მოუდღნეს და ევროპაში წამოჭიმეს "სევერნი პატოკი", სანქციები მოუხსნეს და ყველანაირად ტანამშრომლობენ, გერმანიასა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდაო ბოლო 4 თვეში.
ამერიკა ევროპის გამო ვიქმნით სერიოზულ პრობლემებს და მაგას რო მიხვდა ერდოღანი, იმიტომაც გაუშვა ორივე 3 ასოზე და მოიპოვა სრული თავისუფლება, ატომურ სადგურსაც აშენებინებს რუსეთს და ყველანაირად ტანამშრომლობს ტავის გემოზე.
აქ ვინმეს რომ ეხსენებნა ს400-ები დავაყენებინოთ რუსეთს თურქეთის საზღვარტანო და სამაგიეროდ შეთანხმებებს მივაღწევთ რუსეთთანო ჯვარზე გაცვავდნენ, ადგა თურქეთი და ტავად ჩააყენებინა თავის ტერიტორიაზე ეგ რაკეტები, თურქეთმა იყიდა არა ბუს კვერცხები კიდე, რუსეთმა განალაგა თავის რაკეტები და ეგაა. თურქეთი მაგის გამო სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს რუსეთისგან და ჩვენ საერთოდ არაფერში აღარც ვჭირდებით, აღარც ამერიკა გაფაჩუნდება აქ და რუსეთიც სულ ქინზე დაგვიკიდებს, აი ესე ჩვენთვისვე ავყროლდებით ჩვენივე განავალში და ერთმანეთის ჭმაში, მასე იცის მატრაკვეცობამ და სხვისი უკანალის ლოკვამ, როდესაც საკუთარ ინტერესზე მაღლა ვიღაცეებს უგორებ კოჭს.
საქართველოს ანექსიას მოახდენს რუსეთიო

ბშვ რო ვეხვეწოთ აქ შემომსვლელი არ არის ეგ ცოცხალი თავით, თავის პრობლემებიც ყოფნით
This post has been edited by tb-seli on 4 Aug 2019, 21:52