#59044548 · 23 Mar 2022, 09:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Smart3
QUOTE | ახევარი საქართველო გვარგადაკეთებული
პეტროსიან პეტრიაშვილი ჩალოიან ჩალაძე სადოიან სადრაძე აბაიან აბაიაშვილი იმადაევ იმნაძე გურგენოვ გურგენიძე მურსაკალოვ მურუსიძე |
ნუ აწვებით სომხურ იდეოლოგიას. რატოა გურგენიძე გურგენოვი და არა პირიქით, გურგენოვი - გურგენიძე?
ელემენტარული ცოდნა უნდა გვქონდეს, როგორ შეიქმნა გვარები. გვარების დიდი ნაწილი წარმოქმნილია საკუთარი სახელების მიხედვით. იყო ვინმე ოჯახის უფროსი, ვთქვათ ზურაბი, და მის შთამომავლობას მოიხსენიებენ ზურაბიშვილებად. სომეხი ზურაბის შთამომავლობა ზურაბიანად დაეწერა, თურქისა -ზურაბ ოღლი, რუსისა ზურაბოვ და ა.შ. ის რომ სამეზობლოში, მით უმეტეს ქრისტიანულ სამეზობლოში მსგავსი სახელები იყო გავრცელებული, ამაში გასაკვირი არაფერია. sulo
QUOTE | მანამდე კი გახლდათ: "სამშობლოს არვის წავართმევთ", |
სამშობლოს არვის წავართმევთ არის დასუსტებული საქართველოს სიმღერა. ძველ დროში ქვეყნის სიძლიერე გამოიხატებოდა დაპყრობითი ომების წარმოებით. ან შენ უნდა დაგემორჩილებინა სხვა და ხარკი დაგედო, ან სხვისი ვასალი უნდა ყოფილიყავი. პრინციპში, დღესაც ასეა, მხოლოდ ფორმა აქვს შეცვლილი, როგორიცაა უცხო ქვეყნებში ბიზნეს წილები,,, (გარდა რუსეთისა, რომელიც არქაული მეთოდებით ცდილობს გავლენის გაძლიერებას). gordas
QUOTE | რატო ჩამოასახლა? იქ ავიწროებდნენ?
დმანის-ბოლნის-მარნეულში საიდან მოხვდნენ აზერები?
სოჭი რომ ჩვენი იყო მაშინ ეთნიკურად ქართველები ცხოვრობდნენ უმრავლესობაში? |
რუსეთი ქართველობას, როგორც ერს, დიდად არ ენდობოდა, რადგან სახელმწიფოებრიობის შეგგრძნება გვქონდა განვითარებული. რასაც ვერ ვიტყვით სომხებზე, რომელთაც სახელმწიფო მე-11 საუკუნის შემდეგ არ ქონიათ. იმ პერიოდისთვის ჯავახეთი დაცლილი იყო მოსახლეობისგან. სომეხი კი როგორც დღეს, დიდად არც მაშინ არავის ეხატებოდა გულზე. პასკევიჩმა (ეს ის პასკევიჩია, ერევნის განთავისუფლებაში რომ მიიღო მონაწილეობა, მიენიჭა გრაფი პასკევიჩ-ერევნელის ტიტული, შემდეგ მისი სახელი დაარქვეს დღევანდელ თავისუფლების მოედანს თბილისში, შემდეგ სომხებმა პასკევიჩი უარყვეს და მოედანს ერევნისას უწიდებდნენ) რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ წაქეზებული და გადაგდებული სომხები წამოიყვანა და ჩაასახლა ჯავახეთსა და თბილისში.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 23 Mar 2022, 09:28
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|