
ილია დათუნაშვილი 1959-1968 წლებში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას, სსრკ-ის ჩემპიონატების 199 მატჩში კი 46 ბურთი გაიტანა. მათგან 5 ერთ მატჩში _ ერევნის “არარატის” წინააღმდეგ 1966 წლის 22 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა 29 წუთში 5 ბურთი გაიტანა: 48-ე, 59-ე, მე-60, 74-ე და 77-ე წუთებზე, და ამით სსრკ-ის რეკორდი დაამყარა (ზოგიერთი ცნობით, გაიმეორა).
აი, როგორ იხსენებს ამ მატჩის პერიპეტიებს ილია დათუნაშვილი ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში:
“…1966 წელს ერევნის “არარატთან” 5 ბურთი გავიტანე. მეექვსეს გატანაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადიმ არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა… ამ ხუთი გოლის შემდეგ გულშემატკივრები ბევრს ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ, _ ალო, უკაცრავად, დათუნაშვილის ბინააო?! ზოგიერთი კი მეუბნებოდა ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებენ: “დათუნაშვილი გალისაო”, ანუ გაჩერდი, თორემ დათუნაშვილი მოვაო.
…ერთმა მითხრა: შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახე გაკრულიო. არ დავიჯერე, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა: ეგრეა, მეც შევესწარი, როგორ “დაგხვრიტესო”.
This post has been edited by kardinali100 on 5 Aug 2019, 16:28